რეგისტრირებული ფაქტები46902
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ელი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ლეგენდა ოჟესკოსი“, „ქალი და მისი დანიშნულება“, „ლაზარილიო“, „საბავშვო ზღაპრები“, „თავისუფალი აღზრდის თეორია“, „გიო“, „მღვდელი და დიაკვანი“, „ცხოვრება იესოსი“, „პატარა წიგნი თანამედროვე საქართველოზე“, „ტყის ზღაპარი“, „გადამდები სნეულებანი და მასთან ბრძოლა“ და „ლალიონის მოთხრობები“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ელი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „საუბარი ხოლერაზე და მისგან დამცავ ზომებზე“, „სოფლის მასწავლებელი“, „ელგუჯა“, „ახალშენოვის ლექსიკონი“, „ნინოშვილის თხზულებანი“ III ტომი, „კანონი“ ფრონელისა, „სამართლის მეცნიერება“, დ. მეგრელის მოთხრობები, „ქიმია“, „მეხის ამბავი“ და „ჰაერი და სითბო“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა და საწყობის გამგე ლავრენტი სანოძემ აღწერეს ქაღალდების საწყობი, სადაც აღმოჩნდა: 40 კიპი ორფურცლიანი ქაღალდი, 13 კიპი და 4 ოზმა ორფურცლიანი, 13 კიპი ფერადი ქაღალდი წიგნების ყდისათვის, 4 კიპი სახვევი ქაღალდი რვეულებისთვის, 1 კიპი ფერადი ქაღალდი, ორფურცლიანი სქელი ქაღალდი, ოთხფურცლიანი ქაღალდი, საბეჭდი ქარალდი, სურათების ქაღალდი, ფერადი ქაღალდი, უვარგისი დაჭმუჭნული ქაღალდი და სულუხიასგან ნაყიდი ოთხფურცლიანი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმში განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ ჩაინიშნა, რომ კრება ღამის 11 საათზე დასრულდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სტამბის შესაძენ ფონდში ჰქონდა 16 124 მანეთი და 13 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გამოთქვა სურვილი, რომ განყოფილებას ჰქონოდა თავისი ხელუხლებელი ძირითადი თანხა. დამსწრეთ გადაწყვიტეს, იმ წლისთვის შეენახათ განყოფილების შემოსავლის 20%, რომელიც წესით მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ, ხოლო შემდეგი წლებისთვის ყოველწლიურად გადაედოთ წლიური შემოსავლის 10%.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, აერჩიათ დახურული კენჭისყრით გამგეობის ორი ახალი წევრი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ სარევიზიო კომისიის წევრი ფარნაოზ ფიჩხაია სამსახურის გამო დაბა ოჩამჩირეში გადაიყვანეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, აერჩიათ დახურული კენჭისყრით სარევიზიო კომისიის ერთი წევრი ნაცვლად ფარნაოზ ფიჩხაიასი, რომელიც სამსახურის გამო გადაყვანილ იქნა დაბა ოჩამჩირეში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებამ დაადგინა, დაბა ზუგდიდში მომავალი სექტემბრისთვის ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობის გამო, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის, რომ იმ წელს მას არ გამოერთმია ზუგდიდელებისთვის განყოფილების შემოსავლის 20% და საჭირო დახმარება აღმოეჩინა მათთვის ქართული სკოლის გახსნის საქმეში. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებამ დაბა ზუგდიდში მომავალი სექტემბრისთვის ქართული სკოლის გახსნის საქმე მიანდო განყოფილების გამგეობას და დამხმარედ მიუჩინა ორი ახალი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მოქმედების მომავალი გეგმა იყო: 1) იაფფასიანი წიგნების გამოცემა; 2) სტამბის ფართო მასშტაბით გამოყენება; 3) შეძლებისდაგვარად ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დახმარება; 4) სპეციალური ტიპის სკოლების გახსნა; 5) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სკოლების გახსნა ქართველებისათვის; 6) წიგნის მაღაზიისა და საწყობის გახსნა. ხელს აწერს მდივანი კარპეზ ბერიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სთხოვა სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს, რომ შეეწყვიტა სექციის საქმიანობის კრიტიკა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ვარლამ იმნაძე 1919 წელს 19-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი კარპეზ იოსების ძე ბერიძე 1918 წელს 3-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ევტიხ ჩხატარაშვილი 1919 წელს 13-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ევტიხ ჩხატარაშვილი 1918 წელს 3-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ევტიხ ჩხატარაშვილი 1917 წელს 9-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი 1915 წელს 16-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ევტიხ ჩხატარაშვილი 1915 წელს 11-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სამსონ გიორგის ძე ყიფიანი 1919 წელს 14-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სამსონ გიორგის ძე ყიფიანი 1915 წელს 18-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სილოვან თომას ძე ხუნდაძე 1919 წელს 13-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სილოვან თომას ძე ხუნდაძე 1918 წელს 6-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სილოვან თომას ძე ხუნდაძე 1917 წელს 13-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.