ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41018

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1917

ტიპი: ორგანიზაცია

თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, 1911 წლიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (დირექტორი) სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე ბ–ს ძე გაგუა, სტეფანე გაბესკირია, ჩაგუ გვასალია, ბესარიონ გაბუნია, მენიკი ს.- ს ასული გრიგოლიასი, ალექსანდრე გრიგოლია, ილიკო გერსამია, სარდიონ ესტატეს ძე გობეჩია და სპირიდონ ივანეს ძე დუნდუა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობამ ქუთაისის ფილიალს განსახილველად გადასცა ქვემო ქვიტირის აკაკის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანის თხოვნა დახმარების შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ევა ზაქარიას ასული ჩანადარია, ლავრენტი ჩიხლაძე, ლავრენტი სოლომონის ძე ჩიტაძე, ალექსი გიორგის ძე ჩიტაძე, შაქარა მიხეილის ძე ჩაჩიკაშვილი, მათე ივანეს ძე ჩხიკვაძე, ვანო დავითის ძე ჩიტაძე, შალვა კონსტანტინეს ძე ჩანტლაძე, ფუდუ ჩანტლაძე, კონსტანტინე ივანეს ძე ჩანტლაძე, ტიხონ ლევანის ძე ჩიგოგიძე, გაბრიელ გრიგოლის ძე ჩომახიძე და პრასკოვია კონსტანტინეს ასული ჩანჩალეიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

ტიპი: ორგანიზაცია

ალექსანდრე დგებუაძის ცნობით, საქართველოში მოქმედებდა 2456 სამრეწველო და წესებულება. მათგან 492 კერძო პირების საკუთრება იყო, 716 – სახელმწიფოსი, დანარჩენი 1248 კი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ერობის, თვითმმართველობის და ა. შ.).

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 30 აპრილს დ. ხაშურში ჩატარდა ქალთა წრე „მანდილოსანის“ კრება, სადაც სიტყვით მიესალმა ქ. ყიფშიძე და ითხოვა აერჩიათ კრების თავმჯდომარე. თავმჯდომარედ აირჩიეს ქალ. ფ. ბახტაძე, მდივნად ქ. თავაძე. თავმჯდომარემ წაიკითხა ქალთა წრის წესდება, რომელიც მიიღეს შეუსწორებლად, ქ. ჩიქოვანმა კრებას წარუდგინა წარსული წლის ანგარიში. კრებამ აირჩია გამგეობის ახალი წევრები: ქ. ქ. ძნელაძისა, მანჯავიძისა, მარიამიძისა, კარბელაშვილისა, ბასიევა, ფრანჩუკისა, კლდიაშვილისა, კვალიევისა, ახალკაცი, ხოზბეროვისა, ყაჭეიშვილისა. მათ კანდიდატებად: ქ. ჩიქოვანი, ყიფშიძე, თავაძე, ბახტაძე, ჯიბლაძე. სარევიზიო კომისიაში: ქ. ქ. ჭუმბურიძისა, იოსელიანი, გვერწითელისა. მათ კანდიდატად ქ. მაჭავარიანი. კრებაზე გამოჩნდნენ მამაკაცები და მოითხოვდნენ დაშვებს, ქალებმა კენჭი უყარეს საკითხს და ერთხმად გადაწყვიტეს არ დაშვება. მამაკაცებმა დატოვეს დარბაზი გარდა ერთისა, ბ. მარიამიძე მოითხოვდა დაეშვათ როგორც კორესპონდენტი. მან კრებაზე შეიტანა პოლიტიკური განხეთქილება თავისი ცოლის მეშვეობით. ერთმა ქალმა ყველას მოუწოდა გონიერებისკენ და დაპირდა, რომ რეცენზია გაეგზავნებოდა უპარტიო გაზეთს, „ხმა ქართველი ქალისა“. ამის შემდეგ კრებამ განაახლა მუშაობა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მარიამ ექვთიმეს ასულმა მიქაშავიძემ ამავე გაზეთის სასარგებლოდ შემოსწირა 10 მან., მარიამ ივანეს ასულმა ჯაფარიძემ – 5 მან.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, პიატიგორსკის ეპისკოპოს ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძეს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლების საწევრო, 10-10 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა, ვასილ და თევდორე ლუარსაბის ძე ლებანიძეებმა, გადაიხადეს საწევრო 6 მანეთი. 

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს არტემ ახნაზაროვი იყო ჟურნალისტების კავშირის წევრი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტში 19 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე დანიშნულია ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის კრება.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისის ქალთა კლუბის სასარგებლოდ ელენე ნადარეიშვილის მეუღლის მიერ ქ. გუდაუთაში შეგროვებულის ფულის შემომწირველთა სია: ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი, ეკატირინა გიორგის ასული ნადარეიშვილი, ელიჩკა ფარნას ასული ნადარეიშვილი, მარიამ უჩანეს ასული ქაჯაია, ოსანა სპირდონის ასული არჯავანიძე, ლუბა ჭოჭია, კატო ადამია, ნინა დავითის ასული ნადარეიშვილი, ლიდა გიორგის ასული გობეჩია, სონია ხოფერია, მატრონე გიორგის ასული კაკაბაძე, აგრაფინა გაბუნია, ვერა პერტენავა, ტერეზია ფილიპეს ასული ლაკერბაია, პარასკევა დიმიტრის ასული გოგინავა, ვარია მასხულია, ვალენტინა ლაკერბაია, ქსენია ნადარეიშვილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბის მიერ მოწვეულ კრებაზე მარიამ ყაუხჩაშვილის გიმნაზიის დარბაზში 19 ნოემბრის ეროვნულ ყრილობაზე თბილისში გასაგზავნად დელეგატად აირჩიეს კატო ნიკოლაძე, მის კანდიდატად კატო მიქელაძე. პირველის ავადმყოფობის გამო ყრილობას დაესწრო კატო მიქელაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1913 წლის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობის წევრები იყვნენ: სიმონ ისაიას ძე საბაშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე, იოსებ სიკოს ძე ჭავჭანიძე, გიორგი თომას ძე ზენაიშვილი, მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და სალომე გლახას ასული ჭავჭანიძისა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ონისიმე ივანეს ძე შენგელია, ილარიონ შავლაგაძე, თამარ შელიავა, მიხეილ შალამბერიძე და ნინო ათანასეს ასული ქიქოძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 5 თებერვლის N4 გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა” აცხადებს, რომ მიიღება ხელმოწერა ამავე გაზეთზე, რომლის წლიური ფასია 12 მან. ნახევარი წლისა – 7 მან. სამი თვის – 4 მან. ერთი თვის – 1 მან. 30 კაპ. ხელმოწერა შეიძლება ქ. ქუთაისში, რედაქციის კანტორაში პუშკინის ქ. N12 ქეთო მარუაშვილთან, რაჟდენ გიორგის ძე სვანაძესთან, ქ სამტრედიაში ნოე კალანდაძესთან ფოსტა ტელეგრაფის კანტორაში, ქ. გორში „მანდილოსანთა“ საზოგადოების ბიუროში ერთობის ქ., ქ. თბილისში ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხთან კრასნოგორსკაია N31 ნინო ტყეშელაშვილთან არაგვიისკიი პერ. N6 ტერენტი გიორგის ძე სვანაძესთან და შალვა იასონის ძე მეგრელიშვილთან ამიერკავკასიის საფერშლო სკოლაში, მარიამ ჭრელაშვილთან, ეპარქიალური სასწავლებელი, დარია ახვლედიანთან გოლოვინის პროსპექტი, აფთეკა ახვლედიანისა. ფული უნდა გამოიგზავნოს რედაქციის მისამართით ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N12, რედაქტორი კატო მიქელაძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქუთაისში დაარსდა გურიის თავდაცვის დამხმარე კომიტეტი, რომლის მიზანი იყო გურიიდან ჩამოსული ლტოლვილებისა და იქ დარჩენილების მატერიალური დახმარება. კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს სახალხო სკოლების დირექტორი ნიკო მგელაძე, მდივნად – ლეო იმნაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივლიანე მიხეილის ძე მიქელაძე, ვლადიმერ მიხეილის ძე მახვილაძე, ელეონორა მიხეილის ასული მახვილაძისა, მარკოზ გიორგის ძე მიქავა, კლასიონ ლევანის ძე მელაძე, მარიამ ს. მაღლაკელიძე, პორფილე მერაბის ძე მაღლაკელიძე, ავქსენტი ბესარიონის ძე ნადარეიშვილი, ეგნატე პეტრეს ძე ნადარეიშვილი, ალექსანდრე ბეჟანის ძე სანაძე და იოსებ პავლეს ძე სიჭინავა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: თეკლე კონსტანტინეს ასული თურქია, გახუ პეტრეს ძე თურქია, ალექსი დავითის ძე თურქია, იასონ ტიმოთეს ძე თურქია, ბუძღუ მერაბის ასული თურქია, დიმიტრი ბურდღუს ძე თურქია, სოლომონ პეპოს ძე თევზაია, ვარვარა კოხტას ასული თევზაია, არხიპო საჩინოს ძე თოფურიძე, აღათი ბეჟანის ძე თოფურიძე და ნინო დავითის ასული თოფურიძე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 6 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად გაეგზავნა „ჩემოს" წარმომადგენლები, რისთვისაც შექმნეს კომისია. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო (ნიკოლოზ) იოსების ძე ნიკოლაძე, წევრებად – ალექსანდრე ა. ჯაყელი, პ. ი. ოგანეზოვი, ვ. დრენენი, გ. ე. ჯავახიშვილი, ბ. ა. პაპავა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის აპრილში ბოლშევიკებმა პარტიული სამუშაოებისთვის თბილისიდან დუშეთში გაგზავნეს თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი.