რეგისტრირებული ფაქტები51536
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილი თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობისადმი გაგზავნილ საჩივარში იუწყებოდა, რომ 1918 წლის აპრილიდან სასწავლებლის არმოწყობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მან განთავისუფლების შესახებ სექტემბერში შეიტყო. მას როცა მთავრობამ სასწავლებლის მოსაწყობად თანხა არ მისცა, სხვაგან გადაყვანა ითხოვა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ გენ. შტაბის ცნობაში, რომელსაც ბათუმისა და ბათუმის ოლქის განსაკუთრებული კომისრი ბენიამინ ჩხიკვიშვილი აწერდა ხელს, ნათქვამი იყო, რომ 1920 წლის 7 ივლისს ჯარებს ზეიმით შეხვდნენ ბათუმისა და ყველა ადგილობრივთა წარმომადგენლები. გაიმართა ინგლის-საფრანგეთის და ქართული ჯარების გაერთიანებული აღლუმი. 6 ივლისს დაიკავეს სოფ. ქედა და შეცვალეს ინგლისელები. ბათუმში და ოლქში სამხედრო წესები გამოცხადდა. ბენია ჩხიკვიშვილი ბათუმის ოლქის განსაკუთრებულ კომისრად დაინიშნა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და აჰმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს დახმარებას უწევდნენ. ნოე ხომერიკი საყვედურობდა კომისიას, რომ მათგან საჭირო ინფორმაციას და ქმედებებს ვერ იღებდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ბოლშვიკები აპირებენ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. ბაქო ინგლისელ კაპიტალისტებს გადასცეს, ახლა ჯერი მარგანეცზეა. ამ ხანებში როტერდამში აგზავნიან კომისიას: ნ. ნიკოლაძე, გ. ჟურული, პერსენაკი, კარპე მოდებაძე და ერთი რუსის შემადგენლობით. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჭიათურელმა მრეწველმა, ეროვნებით ბერძენმა ავგერონიმ.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი ამხანაგებს – დიმიტრი ევგენის ძე ათაბეგს, ვიქტორ მაქსიმეს ძე ცინცაძესა და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძეს – ატყობინებს, რომ 1-3 მაისს დაიჭირეს კომიტეტის წევრები, მათ შორის: კირილე იესეს ძე ნინიძე, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე, ასევე ატყობინებს, რომ ამ დროისთვის თბილისის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვია და სთხოვს ზომების მიღებას, რომ დაჭერილები არ დახვრიტონ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6/19 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი თურქეთის კავკასიის ბრძოლების სარდალს – ვეჰიბ-ფაშას კონფიდენციალური წერილი მისწერა, რომელშიც ახსენებდა ტრაპიზონის მოლაპარაკების დროს დადებულ პირობას, თურქული ჯარების დარჩენას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საზღვრებში. მინისტრი მწუხარებას გამოთქვამდა თურქული ჯარის მიერ არდაგანის მხარეში საზღვრის დარღვევის ფაქტის გამო და იმედოვნებდა, რომ თურქული მხარე არსებული მდგომარეობის განსამუხტავად ზომებს მიიღებდა. წერილის სრულ ვარიანტს ტელეფონით დოქტორი ვახტანგ ღამბაშიძე გადასცემდათ, სასურველი იყო შინაარსს საზღვაო მინისტრი – რაუფ ორბეიც გასცნობოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ახალციხის ოლქში მცხოვრები მუსულმანების პოზიცია და არდაგანის საზღვრებთან შექმნას მშვიდი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კეთილდღეობას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14/27 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც ადასტურებს, რომ ამიერკავკასიის ჯარები არ დაარღვევენ საზღვრებს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან თანაარსებობას. თურქეთისაგანაც მოითხოვს იგივეს, რათა განმტკიცდეს აზრი, რომ ოტომანთა ხელისუფლების პოლიტიკაში არ არის აგრესიული სურვილები.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 ივნისს ნოე ხომერიკმა წერილი მისწერა,პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა,რომ ისიდორე სტურუას გადმოცემით მენშევიკებს სასტიკად სდევნიან,თედო ღლონტს დაუკარგავს თავისი ზეგავლენა ბოლშევიკურ ჯგუფებზე,ასევე არც ლასხიშვილის ჯგუფი ეწევა აქტიურ ანტიბოლშევიკურ მუშაობას.ლეო შენგელია გამოსულა ლაზიური რევოლუციით,რის შემდეგაც დაკარგა ბოლშევიკებისა და საკუთარი მომხრეების მხარდაჭრა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 ივნისს,ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში,რომ ინჟინერი ელჩმანისგან მიიღო ინფორმაცია,თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა საქართველოში მრეწველობის მხვრივ,მალე საქართველოში ამუშავებული სახელოსნო და ქარხანა აღარ იქნება.ერქომაიშვილს განცხადება გაუკეთებია,რომ რუსეთიდან ვერაფერს მივიღებთ და ერთადერთი იმედი ახლა ოსმალეთია.აუცილებლად რამე უნდა ვიღონოთ,რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს,ამასთან დაკავშირებით საჭიროა კ. კანდელაკთან მოლაპარაკება.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა მისწერა პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა, რომ, ს. ხუნდაძის, გიორგი გვაზავას და დ. ქებაძის ცნობით, საქართველოში მოსახლეობის მდგომარეობა საშინელია, გახშირდა თვითმკვლელობები, კრიზისია ნავთსა და ზეთზე. სურსათი ძალიან გაძვირდა. ს. ხუნდაძის გადმოცემით, 440 ჯარისკაცს თავი მენშევიკად გამოუცხადებია. კვლავ იჭერენ მენშევიკებს. დააკავეს გრიგოლ ლორთქიფანიძე, ვლ. ჯიბლაძე, კ. ჭუმბურიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას მისწერა, რომ გორის რაიონის მთავარგამგეობას სთხოვა სასწავლებელთა კრების დადგენილება – მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, როგორც არასამართლიანი და უკანონო შეეცვალათ და მასწავლებლად დაენიშნათ. ის ითხოვდა 1919 წლის პირველ იანვარს კუთვნილი ანაზღაურება მიეცათ.