ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 თებერვლის „დროებაში“ გიორგი ჩიჩუამ ახალი სენაკიდან სოხუმამდე რკინიგზის გაყვანის წინადადებით გიორგი ერისთავს მიმართა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 20 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა ერთ-ერთ გაზეთში წაკითხული: ქიზიყში ბოლშევიკების ადგილობრივ მმართველობასთან შეხვედრის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს მთავრობის მთავარ მდივანს სილა გააწნა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 20 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში წერილი გაუგზავნა და სთხოვა, მიხეილ ქავთარაძესთვის „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად გაეგზავნა წერილი ქაქუცას მიერ ილიას მკვლელების აღმოჩენის, ილიასეული საათის მიგნების და ა.შ. შესახებ.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 13 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ სამი თვე საავადმყოფოში წოლისას სამი ოპერაცია გაიკეთა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ნიჟარაძის წერილი სენაკიდან ზუგდიდამდე რკინიგზის გაყვანის საკითხზე.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მარტის „დროებაში“ აკაკის დრამის „თამარ ცბიერი“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მარტის „დროებაში“ აკაკის დრამის „თამარ ცბიერი“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა სან-ფრანცისკოდან მიღებული ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებები საქართველოში გამოგზავნა.

1994

ტიპი: ავტორობა

1994 წელს თბილისში პაატა ნაცვლიშვილის „საქართველოს მიწა“ დაიბეჭდა. წიგნის სათაური ალექსანდრე სულხანიშვილის ხელით იყო დაწერილი.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 12 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ „ივერიის“ ის ნომერი, რომელშიც მისი „იუნკრები“ და თევზაძის მოგონებები იყო დაბეჭდილიб საქართველოში გაგზავნა.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 12 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ „ივერიის“ ის ნომერი, რომელშიც მისი „იუნკრები“ და თევზაძის მოგონებები იყო დაბეჭდილი, საქართველოში გაგზავნა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 4 აგვისტოს თამაზ სანიკიძემ ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მადლობის წერილი გაუგზავნა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნივთების საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისთვის გადაცემისთვის.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის „წერ. რედაქციისადმი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ს. დარიანის (სერგი დანელია) ფელეტონი „შრომის ნატურალიზაცია“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას წერილი „ომი თუ მშვიდობიანობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „საზღვაო საქმეზედ“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 აპრილის „დროებაში“ ბესარიონ ნიჟარაძის სტატია „ცოლ-ქმრობის წესები სვანეთში“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ იასონ ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 16 იანვრის ნომერში გარეშეს ფსევდონიმით წერილის „კიდევ ნაციონალიზაცია“ ავტორი ის არ იყო. ამასვე ადასტურებდა რედაქციაც.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 აპრილის „დროებაში“ ბესარიონ ნიჟარაძის სტატიის „ცოლ-ქმრობის წესები სვანეთში“ დასასრული დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნახიჩევანის მაზრის ექიმმა გიორგი ივანეს ძე ბადრიძემ თხოვნით მიმართა თბილისის თვითმმართველობას,  საექიმო-სასანიტარო განყოფილებაში ადგილი მიეცათ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ჩაშლილი ოინები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი ხელშეკრულება“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 აპრილის გაზეთ „დროებაში“ ბარბარე ნაკაშიძისამ, გიორგი და კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკოვებმა ახლობლებსა და მეგობრებს ბიძის, ალექსანდრე ონიკოვის გარდაცვალება შეატყობინეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მეთვალყურეს ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „საზოგადო მეურნეობაში“.