ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ექიმს 1000 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ავანსად მოსამართლეს 9680 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სამკითხველოს ხარჯი 1300 მანეთი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ნინო ჩხეიძის იუბილესთვის 500 მანეთი გაიღო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საკანცელარიო ხარჯი 216 მანეთი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გეგუთის სკოლისთვის 18 982 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სტამბის ინვენტარის შესაძენად 1740 მანეთი დახარჯა, სტამბის თანამშრომლებს ავანსად ‒ 9680 მანეთი გადაუხადა, სტამბის ქაღალდებისა და კონვერტების შესაძენად დაიხარჯა 5766 მანეთი, საღებავებისთვის ‒ 9100 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემოსავალი საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობიდან 12 166 მანეთი და 15 კაპიკი იყო, ხოლო 1918 წლის განმავლობაში 8879 მანეთი და 30 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ვალი დაფარა სხვადასხვა პირმა, მათ მიერ გადახდილი თანხა 39 441 მანეთი და 24 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის მასალების ანგარიში 31 876 მანეთსა და 50 კაპიკს შეადგენდა. საანგარიშო წლის განმავლობაში სტამბისთვის 15 601 მანეთისა და 35 კაპიკის მასალები შეიძინეს. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ინვენტარის ანგარიშზე 18 790 მანეთი და 94 კაპიკი იყო. შეიძინეს შრიფტები და სხვა საჭირო ნივთები 12 780 მანეთად. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას მოძრავი ქონების ანგარიშზე 848 მანეთი და 7 კაპიკი იყო, რომელსაც ჩამოეწერა 10%. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის თანამშრომელთა მიმოსვლის ხარჯი 34 მანეთი და 68 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრნი იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ფოსტა-ტელეგრაფის ხარჯი 26 მანეთი და 29 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ხანმოკლე, არაოფიციალური ვიზიტით ხმელთაშუა ზღვისპირეთის მთავარსარდალი და კონსტანტინეპოლის უმაღლესი კომისარი, ადმირალი დე რობეკი ესტუმრა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ოლივერ უორდროპმა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ რუსულიდან თარგმნა ინგლისურად. მარჯორი უორდროპმა ძმის თარგმანი ორიგინალს შეადარა და შესწორებები შეიტანა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე ნოე ჟორდანიამ და ევგენი გეგჭკორმა ოლივერ უორდროპს ხოტბა შეასხეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას თბილისის გარნიზონი, კავალერები და არტილერია ზეიმობდა, მათ ჯერ ოლივერის, შემდეგ კი მთავრობის სახლთან ჩაიარეს, სადაც აივანზე ნოე ჟორდანიასთან ერთად იდგა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სტავრიდაკისის დაკრძალვის პროცესიას რაღაც მანძილზე გაჰყვა მშვენიერი საგალობლის, „კოსლავენის“ თანხლებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ოლივერ უორდროპმა ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვაზე მისი კუბო გაატარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვას დაესწრნენ ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი მრავალრიცხოვანი საპატიო ყარაულ არტილერიასთან ერთად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 აპრილს პედსაბჭომ მონაწილეობა მიიღო თბილისის გიმნაზიის ყოფილი გამგის, ნინო ლომოურის დაკრძალვაში, პეტრე მირიანაშვილი და სეით იაშვილი გორში გაგზავნეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სამხედრო გუბერნატორმა და გენერალმა კუკ-კოლისმა წაიყვანეს ნავმისადგომში, სადაც ნავი ელოდებოდა კრეისერზე გადასაყვანად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ნოემბერს ოლივერ უორდროპი ამერიკული მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მათ თათრებსა და სომხებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრეს.