რეგისტრირებული ფაქტები49325
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას მოძრავი ქონების ანგარიშზე 848 მანეთი და 7 კაპიკი იყო, რომელსაც ჩამოეწერა 10%. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის თანამშრომელთა მიმოსვლის ხარჯი 34 მანეთი და 68 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრნი იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ფოსტა-ტელეგრაფის ხარჯი 26 მანეთი და 29 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ხანმოკლე, არაოფიციალური ვიზიტით ხმელთაშუა ზღვისპირეთის მთავარსარდალი და კონსტანტინეპოლის უმაღლესი კომისარი, ადმირალი დე რობეკი ესტუმრა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოლივერ უორდროპმა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ რუსულიდან თარგმნა ინგლისურად. მარჯორი უორდროპმა ძმის თარგმანი ორიგინალს შეადარა და შესწორებები შეიტანა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე ნოე ჟორდანიამ და ევგენი გეგჭკორმა ოლივერ უორდროპს ხოტბა შეასხეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას თბილისის გარნიზონი, კავალერები და არტილერია ზეიმობდა, მათ ჯერ ოლივერის, შემდეგ კი მთავრობის სახლთან ჩაიარეს, სადაც აივანზე ნოე ჟორდანიასთან ერთად იდგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სტავრიდაკისის დაკრძალვის პროცესიას რაღაც მანძილზე გაჰყვა მშვენიერი საგალობლის, „კოსლავენის“ თანხლებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ოლივერ უორდროპმა ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვაზე მისი კუბო გაატარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვას დაესწრნენ ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი მრავალრიცხოვანი საპატიო ყარაულ არტილერიასთან ერთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 აპრილს პედსაბჭომ მონაწილეობა მიიღო თბილისის გიმნაზიის ყოფილი გამგის, ნინო ლომოურის დაკრძალვაში, პეტრე მირიანაშვილი და სეით იაშვილი გორში გაგზავნეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სამხედრო გუბერნატორმა და გენერალმა კუკ-კოლისმა წაიყვანეს ნავმისადგომში, სადაც ნავი ელოდებოდა კრეისერზე გადასაყვანად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 ნოემბერს ოლივერ უორდროპი ამერიკული მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. მათ თათრებსა და სომხებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა ილია ჭავჭავაძის და, ელისაბედ საგინაშვილი ინახულა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი, გრანდი, მამუკა ორბელიანი, რობეკის ორი ოფიცერი და სომეხი პოლკოვნიკი ერევანში მატარებლით გაემგზავრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა ერევანში ექვსკაციან ამალასთან ერთად ყველა სავალდებულო ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებაზე სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი, მისი მეუღლე, სხვა სომხები და თათრები, მაგრამ სტუმრების უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა დე რობეკთან, ევგენი გეგეჭკორთან, ნოე რამიშვილსა და ალექსანდრე გედევანიშვილთან ერთად ივახშმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ლეიტენანტი ლიუკი ესტუმრა. მათ საქართველოზე ისაუბრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა ერევანში მთავრობის სასტუმრო სახლში პრეზიდენტთან, მინისტრებთან და ინგლისის, ამერიკის, რუსეთის (დენიკინის არმიის), საქართველოს, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ივახშმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებაზე საყოველთაოდ ცნობილი ევროპული ცეკვების გარდა, შესრულდა ქართული და თათრული ცეკვები, რისთვისაც თათარი ქალები საგანგებოდ ჩამოვიდნენ ბაქოდან, აზერბაიჯანის პოლიტიკური აგენტის – ველიქოვის მოწვევით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ოქტომბერს ერევანში ჩასულ ოლივერ უორდროპს დახვდა პრეზიდენტი ხატისიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაქოში მისმა ვიზიტმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაუნდობელ საომარ მოქმედებათა შესაწყვეტად.