ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51536

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, გამოვიდა 1919 წლის კედლის კალენდარი, რომელიც შეადგინა მ. გაჩეჩილაძემ. კალენდარში უქმეები ახალ სტილზეა დალაგებული საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის დირექტორ დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის მიერ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებს, რომ საქართველოს „გელშტორაგი“ შედგება სამი პიროვნებისგან. თავმჯდომარე არის კარპე მოდებაძე, ხოლო მდივნები ს. ავალიანი და ევგენი დარჩია. მათ ასევე მიჩენილი ჰყავთ ერთგვარი „ეკონომიკური პოლიტკომი“ პელაგეია კედრიაშავას ხელმძღვანელობით, რომლის ხელმოწერის გარეშე ვერცერთი საქმე ვერ გაკეთდება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელმაც განაცხადა,რომ გენერალ-გუბერნატორის ახლად შემოღებული კანონი ეხებოდა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებოდნენ და მომენტს ელოდებდნენ, რომ გადატრიალების გზით თანამდებობები დაეკავებინათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 თებერვალს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ განაცხადა, გორის რაიონის ინსპექტორისთვის ეკითხათ ჰქონდა თუ არა პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილს მასწავლებლობის უფლება და წოდება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, რომ ქართულ და ჩრდილო კავკასიელთა ენებს ენათმეცნიერები ცალკე მდგომად ანუ იზოლირებულ ჯგუფად განიხილავენ. ამ იზოლაციამ ლინგვისტიკიდან პოლიტიკაშიც გადაინაცვლა, ამიტომ საჭირო იყო სხვა ქვეყნებთან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის დამყარება.

1919

ტიპი: ავტორობა

ქართველი პოლიტიკოსოსა და პუბლიცისტის – გრიგოლ ვეშაპელის – განცხადებით, ვიდრე დარიალის კარიბჭესთან ქართული დროშის გვერდით, ნაცვლად მეზობელი მთიელებისა, გადამთიელ კაზაკ-მოსკოველთა დროშა ფრიალებს, კავკასიაში ვერ შეიქმნება პოლიტიკური წონასწორობა და ვერც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იქნება მყარი.

1919

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი კრების წევრი – გრიგოლ ვეშაპელი – „ვოლნი გორეცის“ თხოვნით აფასებს ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს: ქართველი პოლიტიკოსის აზრით, საქართველომ ქმედითი მონაწილეობა უნდა მიიღოს მთიელთა თავისუფლების აღდგენაში, რადგან კავკასიაში მცხოვრებ მრავალეროვან ხალხთაგან „კავკასიელები“ მხოლოდ ქართველები და მთიელები არიან, ანუ ისინი, რომელთა რასა და ენაც მხოლოდ კავკასიაშია და რომელთა ბედიც განუყოფლადაა ერთმანათთან დაკავშირებული.

1919

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ვერსალის საზავო კონფერენციის დელეგატის – ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, მთიელები ავანგარდს წარმოადგენენ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში, რადგან მათ შეაჩერეს ბოლშევიკთა სვლა სამხრეთისაკენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ ბათუმის ხელშეკრულების ძალით ჯავახეთი ოსმალოს გადაეცა. ქართული გიმნაზია, როგორც ტერიტორიის გარეშე დარჩენილი, მთავრობის განკარგულებით დაიხურა. ის გიმნაზიის დაარსებიდან 21 მაისამდე იქ მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ სამსახურის გარეშე იმყოფება და არაფერი სახსარი არ მოეპოვება ცხოვრებისთვის. მამამისის აფთიაქი და მთელი თავისი ოჯახის ქონება გამოქცევის დროს ახალქალაქში დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ულუკმაპუროდ დარჩნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე მომავალ ყვითელ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც უკვე რეალური გახდა და რომელიც, პირველ რიგში, ომითა და რევოლუციებით გამოფიტულ რუსეთს ემუქრება. ქართველი პოლიტიკოსის აზრით, როცა ყვითლების ტალღა კავკასიის ქედს მოაღწევს, ამ შეჯახებაშიც, ჩვეულებრივ, დიდ როლს მთიელები ითამაშებენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე წერის, რომ დენიკინი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა აგენტია, რომელიც უცხოელ მმართველთა ინსტრუქციით მოქმედებს, რის გამოც მას ისტორიის მკაცრი განაჩენი ელის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ მიცემულ ინტერვიუში ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისთვის დენიკინი საფრთხეს არ წარმოადგენდა.

1919

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაჟდენ არსენიძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე, ვრცლად საუბრობს იმ სერიოზულ, მაგრამ არა დაუძლეველ სირთულეებზე, რომლებიც ხელს უშლის ჩრდილოკავკასიელ მთიელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა-აღმშენებლობას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვდა მოწმობას, სადაც აღნიშნული იქნეობდა, რომ ის 1904 წლიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. მოწმობა აუცილებელი იყო, რადგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნ. ჩხეიძის წერილი ევგ. გეგჭკორისადმი, რომელშიც იგი აცნობს სეიმის 24 თებერვლის დადგენილებას, რითაც პრეზიდიუმს უფლება ეძლევა, მთავრობის შესადგენად ამა თუ იმ პირს მიმართოს, და სთხოვს მთავრობის წევრთა კანდიდადატების არჩევას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წარმოთქმული სიტყვა ამიერკავკასიის სეიმის 26 თებერვლის სხდომაზე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილისა და კოლაუ ნადირაძის „პორტრეტები“, რომელთა ავტორი იყო იმ დროს უკვე გარდაცვლილი სანდრო ცირეკიძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „გასპარ გაუზერ“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „პოეტის ქუდი და თვითმკვლელობა“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილმა „ვარამ გაგელის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა წერილი „სანდრო ცირეკიძე და შალვა კარმელი“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ანიჩკა შარაშიძემ მიიღო წერილი ასინეთისგან, რომელიც სამძიმარს უცხადებდა მეუღლის, შალვას გარდაცვალების გამო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 აპრილს, მწერალი ილია ჭყონია წერს წერილს თბილისში, ამიერკავკასიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს აკაკი ჩხენკელს, რომელშიც სთხოვს თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისას მისცეს რაიმე დანიშნულება, რათა შემდგომ აღწეროს ბათუმის დაკარგვის ამბები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ „ტრისტან მაჩაბლის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „პოეტები წერის დროს", რომელიც ეხებოდათ: გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძეს, სანდრო ცირეკიძეს, ვალერიან გაფრინდაშვლსა და ლელი ჯაფარიძეს.