რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ერევანში კავკასიის ომის გმირი, მთავარსარდალი ნაზარბეკოვი გააცნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა და ადმირალმა დე რობეკმა მცხეთაში ოფიცერთა ახალი საწვრთნელი სკოლა დაათვალიერეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 სექტემბერს ბაქოში ჩასულ ოლივერ უორდროპს საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე, გუბერნატორი, ქალაქის მერი და სხვ. დახვდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ნოემბერს ოლივერ უორდროპი, უეითი, გრანდი და მამუკა ორბელიანი სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და წინანდლის დასათვალიერებლად კახეთში გაემგზავრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბერს ოლივერ უორდროპი, გრიგოლ ალშიბაია და აზერბაიჯანის წარმომადგენელი საქართველოში მატარებლით ბაქოში გაემგზავრნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსანდრე ცაგარელი ლონდონში ოლივერ უორდროპს შეხვდა. უორდროპმა მას აჩვენა ვახტანგ მეექვსის „სჯულის წიგნი“ და „ვისრამიანი“, რომლის თარგმნაც თითქმის დასრულებული ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ოთხ საათზე კათალიკოსს ესტუმრა ეპისკოპოსის სასახლეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანმა წაიყვანა ბრიტანეთის წარმომადგენლობაში, სადაც მინისტრები მიიღო აუდიენციაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მასთან შესახვედრად შეკრებილები იყვნენ: ალექსანდრე ხატისიანი, მინისტრები, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, მერი და სხვ. საპატიო ყარაულმა მათ საზეიმოდ წინ ჩაუარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს ბაქოში სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე სომხების გარდა დაესწრნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლივერ უორდროპი, სპარსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. სულ ორმოცამდე სტუმარი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტზე მევიოლინე ბრეტანიცკის შესრულება, ბეთჰოვენის სონატის ჩათვლით, საუკეთესო იყო ყველა იმ შესრულებას შორის, რაც კი ოდესმე მოუსმენია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს – ნასიბ-ბეკ უსუბეკოვს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანი გამოსამშვიდობებლად ესტუმრა. იგი ღამე ერევანში მიემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში უეითთან ერთად მიემგზავრებოდა. იგი თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ არასდროს წუწუნებდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ განყოფილებებისთვის დროულად მოეთხოვათ საპროცენტო გადასახადის გადახდა, რათა შემოსული თანხით გამგეობას საშუალება ჰქონოდა დაეფარა სკოლებისა და ბიბლიოთეკების შენახვის, წიგნების გამოცემისა და სხვ. ხარჯები. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ინვენტარის ღირებულება 18 022 მანეთი და 67 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრნი იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ვალის ნაწილი 5802 მანეთი და 4 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ვალს შემოემატა 1000 მანეთი. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ვალი 14 437 მანეთი და 92 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში ვალის დასაფარად 1485 მანეთი და 51 კაპიკი შემოვიდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ვალი 3851 მანეთი და 87 კაპიკი დაუგროვდათ სხვადასხვა პირებს. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.