ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი დუმბაძისა და ამავე კომისიის წევრ გიორგი მაჭავარიანის მოხსენების მიხედვით, 1919 წლის ანგარიშში გამომცემლობების განყოფილებებზე იყო ყურადღება მისაქცევი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: ვარლამ ასათიანს 1 მანეთი და 25 კაპიკი, ივანე სტურუას – 2 მანეთი და 20 კაპიკი, ფილიმონ შათირიშვილს – 2 მანეთი და 80 თეთრი, სამტრედიის კანცელარიას – 37 მანეთი და 63 თეთრი, ევგენი ოდიშარიას – 5 მანეთი და 87 კაპიკი, აღმასრულებელ კომიტეტს – 4 მანეთი და 225 კაპიკი, სამტრედიის კომისარიატს – 21 მანეთი და 90 კაპიკი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: დავით კვანტალიანს 5 მანეთი და 85 კაპიკი, სამტრედიის სასამართლოს –  მანეთი და 45 კაპიკი, მარიამ სახელაშვილს –  მანეთი და 10 კაპიკი, ჯიხაიშის სამკითხველოს – 56 მანეთი და 50 კაპიკი, „თემის“ რედაქციას – 10 მანეთი, პავლე დონდუას – 56 კაპიკი, ნინო გეგეშიძეს – 48 კაპიკი, კალისტრატე ქუთათელაძეს – მანეთი და 80 კაპიკი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: ერმილე ბოცვაძეს მანეთი და 75 კაპიკი, გიორგი გვარამაძეს – მანეთი და 55 კაპიკი, ლუბა მჭედლიძეს – 8 მანეთი და 57 კაპიკი, ბაჩა ლაპარტყავას – მანეთი და 5 კაპიკი, გიგო შენგელიას – 2 მანეთი და 74 კაპიკი, რაჟდენ მიქაძეს – 90 მანეთი და 75 კაპიკი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილს ვალად ჰქონდა აღებული ქარხანა „განათლებისგან“ 797 მანეთი, გაზეთ „სოციალ-დემოკრატიის“ რედაქციისგან – 400 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილს ვალად ჰქონდა აღებული 2000 მანეთი ნიკოლოზ კოპალეიშვილისგან, ლაზარე კოპალეიშვილისგან – 1500 მანეთი, ვარლამ ვერულაშვილისგან – 5000 მანეთი და ვაჭარ იაკობაშვილისგან – 710 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობის აღწერის შემდეგ დადგინდა, რომ საწყობში 244 დასახელების წიგნი ინახებოდა, აქედან 183 საბუღალტრო დავთრების სიას ემთხვეოდა, ხოლო 35 დასახელების წიგნი საბუღალტრო სიასთან შედარებით ნაკლები იყო, 28 დასახელების წიგნი კი მეტი. ხელს აწერენ ტერენტი წერეთელი, ლავრენტი სანოძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ ედილაშვილი და ივანე ავალიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილისაგან საჩუქრად განსაკუთრებით ელოდებოდა არიებს „აბესალომ და ეთერიდან“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ოცდათვრამეტჯერ დაიდგა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 თებერვალს, 19 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რობერტ ბლეიკმა მას ქერჩში მყოფი მეგობრების, ბოლშევიკების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და სხვა ამბების შესახებ უამბო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსმა არ იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა ინგლისში დარჩენა. შეხვდებოდა და საჭირო რჩევებსაც მისცემდა იმ შემთხვევისთვის თუ სააღდგომოდ ინგლისში თავად ვერ ჩავიდოდა და მას მოუწევდა თბილისში გამომგზავრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს ნოე ჟორდანიას მეუღლემ, რომელიც ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ მოაწყო საქველმოქმედო საღამო კაფე „ფრასკატიში“.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ოლივერ უორდროპი შეხვდა ნინო გელოვანს პეტროგრადის დუმაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ წვეულებას დაესწრო ანასტასია წერეთლის სახლში, სადაც მის მიერ 30 წლის წინ დაარსებული საბავშვო ჟურნალის „ჯეჯილის“ რედაქცია იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა სპარსეთის უფლისწულს მირზა რიზა (რეზა) ხანს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ვახშამზე მთელი მინისტრთა კაბინეტი ეწვია. პირდაპირ იჯდა სპარსეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები, მარჯვნივ – ნოე ჟორდანია, მარცხნივ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი, მის მარცხნივ კი – წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას მარჯვნივ – აზერბაიჯანის წარმომადგენელი ველიქოვი, გვერდით მაგიდებთან კი – ქართველი მინისტრები სომხეთის დელეგაციის წევრები, გენერლები და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს ბათუმიდან მისწერა, რომ კონსული სტივენსი ესტურმა დღის სამ საათზე და ერთად გაემგზავრნენ ნოვოროსიისაკენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 12 ივნისს ჩაეტარებინათ საზოგადო კრება, რომელზეც ქრისტინე შარაშიძე, ზოტიკე ჩიქვილაძე, პლატონ ლეჟავა, იოსებ ანთაძე, თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე და მიხეილ ჭავჭანიძე წარმოადგენდნენ საზოგადოების რწმუნებულ კანდიდატთა სიას. ოქმს ხელს აწერს მიხეილ ზანდუკელი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, სკოლის დაარსების საკითხი, როგორც რთული და ნაადრევი, კრებამ არ განიხილა, ხოლო გეგმის შემუშავება სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით გამგეობას დაევალა. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს განყოფილების ახალი წევრები: ანა თოდუა, დიომიდე კეკელიძე და გრიგოლ ჯიქია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. კრებაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები: წლიური ანგარიშის მოხსენება, სარევიზიო კომისიის არჩევა, ახალი წევრების მიღება, ქართული სკოლის დაარსება დაბა ზუგდიდში, მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის საფუძველზე შედგა ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას უკანონოდ მიუჩნევია იმ წლის 2 მარტს გამართული საზოგადო კრება, რომელზეც არ განუხილავთ და არ დაუმტკიცებიათ შემდეგი წლის შემოსავალ-გასავლის სავარაუდო ანგარიში, ასევე არ შეუდგენიათ გასული წლის შემოსავალ-გასავლის წერილობითი ანგარიში. 2 მარტის ოქმიდან არც ის სჩანდა, თუ რა რაოდენობის თანხა დარჩა გამგეობას შემდეგი წლისთვის. გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევების შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას განუხილავს სადავო საკითხები, რომელიც ეხებოდა იმ წლის 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. გამგეობამ უკანონოდ მიიჩნია ეს კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა არა გამგეობის თავმჯდომარე ან მისი ამხანაგი, არამედ გამგეობის რიგითი წევრი და დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევის შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის ვერ დაესწრო 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. კრების თავმჯდომარეობა მიუღია გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა თავმჯდომარის ამხანაგს, ანდრია პატარაიას. ზუგდიდელებმა არ იცოდნენ, რამდენად შეიძლებოდა კრების მოქმედების კანონიერების გაუქმება. არც წესდებაში ეწერა ამის შესახებ. ამიტომ ფაღავა სთხოვდა მთავარ გამგეობას, განემარტა ზუგდიდის განყოფილებისთვის ეს საკითხი.