რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილების თანახმად კომისია ვასილ ედილაშვილის, ლავრენტი სანოძის, იოსებ გიორგობიანის, ივანე ავალიშვილისა და ტერენტი წერეთლის შემადგენლობით შეიკრიბა კანცელარიაში, სადაც იპოლიტე ვართაგავას შესთავაზეს ჩაებარებინა საზოგადოების საწყობი, რაზეც ი. ვართაგავამ დროის უქონლობისა და ყოფილი გამგისგან საწყობის არგადაბარების გამო საწყობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა. ტერენტი წერეთელმა აიღო პასუხისმგებლობა საწყობი ჩაებარებინა ხსენებული კომისიისთვის და დაიწყეს საწყობის აღწერა, რამაც 3 დღე გასტანა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ წერილობით მიმართა იპოლიტე ვართაგავას, რომ ტერენტი წერეთელისგან ჩაებარებინა წიგნთა საწყობები და ჩაბარების აქტი წარმოედგინა 1920 წლის 1-ლი იანვრისათვის. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობში მოიპოვებოდა შემდეგი ძველი ნივთები: ფოტოგრაფიული სურათების ბლანკები 200 ცალი, პატარა ზომის 300 ცალი, აკაკი წერეთლის სურათი 1 ცალი, ჯგუფების სურათები 5 ცალი, სხვადასხვა სურათები 5 ცალი, გიორგი წერეთლის სურათი 1 ცალი, შოთა რუსთაველის სურათი 1 ცალი, ხელით ნახატი სურათი 1ცალი, სურათი კარგ ჩარჩოში 1 ცალი, სურათი „ტყე“ ტილოზე 1 ცალი, ხატი „საქართველოს დიდება“ ჩარჩოში 1 ცალი, გამოფენის დიპლომი 1 ცალი, ნეგატივები 1000 ცალი, სკამი 7 ცალი, სხვადასხვა სურათები 6 ცალი, რუსული წიგნები 30 ცალი, ჟურნალები „ივერია“, „მნათობი“ 2 ცალი, „საქართველოს მოამბე“ 1 ცალი, სხვადასხვა წიგნები 10 ცალი, გვირვვინი 2 ცალი, კიბე 1 ცალი. ჩამოთვლილი ნივთებიდან ყველა დაიწვა გარდა სკამებისა და ობიექტივისა. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რედაქციას სთხოვა გაზეთ „ქრონიკაში“ ადგილი დაეთმოთ შემდეგი მიმართვისათვის: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა დაბეჯითებით სთხოვს საზოგადოების განყოფილებათა გამგეობებს, რომ დააჩქარონ წევრთა სიების გამოგზავნა, რომ შესაძლებელი იყოს დაუგვიანებლად რწმუნებულთა განაწილება განყოფილებათა შორის და შემდეგ რწმუნებულთა არჩევა. ასევე, სასურველია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს რაც შეიძლება მეტმა წევრმა და სასურველია ყველა წევრმა აღიდგინოს წევრობის უფლება საწევრო თანხის გადახდით. ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე სილიბისტრო თავართქილაძემ განაცხადა, რომ შეგნებულად მოაწერა ხელი თევდორე კიკვაძის ინიციატივით შედგენილ დოკუმენტს, რადგან აღნიშნული საკითხები მეტად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მათი განხილვა ძალიან არ დაგვიანდებოდა, რადგან გამგეობას თებერვალში ჰქონდა დაგეგმილი საზოგადოების კრების მოწვევა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე ნიკო ელიავამ განაცხადა, რომ მან შენგებულად მოაწერა ხელი თ. კიკვაძის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რადგან აღნიშნული საკითხები მეტად საყურადღებო იყო. მისი თქმით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უძველესი კულტურული დაწესებულებაა, რომელსაც თითოეული ადამიანისგან სჭირდებოდა დახმარება, ყურადღება და დაცვა, რადგან არავინ იცოდა მომავალში რა მოხდებოდა. საბოლოოდ ნ. ელიავამ განაცხადა, რომ დავით კარიჭაშვილის მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა დააკმაყოფილა მისი ინტერესი და დარწმუნდა, რომ მთავარ გამგეობას თავის დროზე ჰქონდა გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება, რასაც რწმუნებულები ითხოვდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე განცხადება გააკეთა იპოლიტე ვართაგავამ. მისი თქმით, თუ თევდორე კიკვაძეს საზოგადოების ინტერესი ალაპარაკებდა, მას საკუთარი მოსაზრებები მის დასაცავად და სასარგებლოდ უპირველეს ყოვლისა ჯერ გამგეობაში უნდა გამოეთქვა და როცა იქ ვერ დაინახავდა სწორ შეხედულებებს, მაშინ განეცხადებინა, რომ ის იმოქმედებდა დამოუკიდებლად, ის კი დამოუკიდებლად გამოვიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე დავით კარიჭაშვილმა ვრცელი მოხსენება გააკეთა თ. კიკვაძის მიერ შედგენილი დოკუმენტის შესახებ, რომელსაც 15 რწმუნებული აწერდა ხელს. მან განაცხადა, რომ თ. კიკვაძეს სურდა მოქმედი მთავარი გამგეობის გადადგომა და ახლის არჩევა, ამიტომ მან შექმნა 3 საკითხიანი დოკუმენტი, საზოგადოების ფინანსური კრიზისის, განყოფილებათა ლიკვიდაციისა და ახალი წესდების არგანხორცილების შესახებ, რომლითაც სურდა დაეზარალებინა მოქმედი გამგეობა და უმოქმედობაში დაედანაშაულებინა. დავით კარიჭაშვილმა კრებაზე დამსწრე რწმუნებულებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია სამივე საკითხის შესახებ და დაადასტურა, რომ თუ სრული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ რწმუნებულთა უმეტესობა ისევ თ. კიკვაძეს მიემხრობოდა, მაშინ გამგეობა დაუყოვნებლივ დანიშნავდა რწმუნებულთა საზოგადო კრებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრება, რომელზეც თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლო არ მოეწვია რწმუნებულთა საზოგადო კრება, რადგან ერთ-ერთმა რწმუნებულმა ავალიშვილმა წერილობით გააუქმა მისი ხელმოწერა, მაგრამ მისი აზრით, გამგეობა უკანონოდ მოქმედებდა, არ ატარებდა ახალ წესდებას, ამიტომ აუცილებელი იყო კრების ჩატარება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილმა ვალი აიღო მიხეილ გაჩეჩილაძისგან 58 მანეთი და 18 კაპიკი, ისიდორე კვიცარიძისგან – 22 მანეთი და 60 კაპიკი, სამსონ ფირცხალავასგან – 8 მანეთი, ილარიონ რუხაძისგან – მანეთი და 60 კაპიკი, რაჟდენ ნანეიშვილისგან – 2 მანეთი და 40 კაპიკი, გრიგოლ ურუშაძისგან – 42 მანეთი და 60 კაპიკი და სამტრედიის კოოპერატივისგან – 3 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-12 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა 22 ნოემბრის კრების ოქმი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გამგეობის წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვლი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი და 96 ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება, რომელიც გახსნა თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დილის 11 საათსა და 40 წუთზე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა 4 საათზე, შემდეგი კი დაინიშნა 29 ნოემბერს დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გადაწყვიტეს, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზეუმების გაერთიანება გადაედოთ ომის დასრულებამდე. კრების ოქმს ხელს აწერენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-3 მუხლის მიხედვით საზოგადოება ხსნის სახალხო ბიბლიოთეკებს და სამკითხველოებს, განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-20 მუხლის მიხედვით მთავარი გამგეობის გარდაცვლილ ან რაიმე მიზეზით ვადამდე გასული წევრის ადგილის დასაკავებლად საზოგადო კრება ირჩევს სამ კანდიდატს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 23-ე მუხლის მიხედვით გამგეობის მოვალეობაა: ა) ზრუნვა საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერებისათვის; ბ) თავმჯდომარის საშუალებით საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების დანიშვნა, ისე რომ კრების თარიღი ერთი თვით ადრე ეცნობოს საზოგადოების განყოფილებებს; გ) წარდგენა რწმუნებულთა საერთო კრებისთვის მოსაზრებისა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებაა საჭირო, რომ საზოგადოებამ მიაღწიოს სასურველ მიზანს და უფრო მეტად განვითარდეს; დ) გაძღოლა საზოგადოების ყოველგვარი საქმეებისა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-2 მუხლის მიხედვით საზოგადოება სარგებლობდა იურიდიული პირის ყველა უფლებით და ჰქონდა თავისი ბეჭედი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: სამსონ იოსების ძე ანთაძე, ირაკლი ივანეს ძე რამიშვილი და იაკობ თომას ძე ცინცაძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვის წიგნის მაღაზიებსა და „ივერიის“რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი 1908 წლიდან 1915 წლამდე, 8 წლის განმავლობაში თავგამოდებით იცავდა საზოგადოების ინტერესებს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა დღის სამის ათ წუთზე. შემდეგი კრება დაინიშნა 22 ნოემბერს, დილის 11 საათზე, ხარფუხის კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს საკითხი დიდუბის ეკლესიაში ქართველი მოღვაწეების პანთეონის გახსნის შესახებ და დაადგინეს, რომ იგი გაეხსნათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.