ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50861

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ტრაგედია „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ისტორიული დრამა „მეფე დავით აღმაშენებელი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილის „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“ მე-3 ნაწილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ალექსანდრე-ჯამბაკურ ორბელიანის ნაწერები შეკრიბა და წიგნად გამოსცა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მერაბის ძე გამყრელიძის მიერ თარგმნილი ვოდევილის „ბებრის საღერღელი“ 1-ელი ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის წერილი „სახალხო სახლი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვალს ავლაბრის თეატრში წარმოადგინეს „ღალატი“ ნ. დავარაშვილისა და ვალერიან გუნიას მონაწილეობით.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 თებერვალს დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძემ (თურდოსპირელი) დამფუძნებელი კრების ჟინვალის საზოგადოების საარჩევნო კომისიას მისწერა, რომ საქართველოს სოც-დემ. მუშათა პარტიის წარმომადგენლად კომისაში გენადი მოსეს ძე ბელთაძე იგზავნებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „გაერთიანებისთვის“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ნავთი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 იანვარს გორის სამაზრო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობერიძემ შეატყობინა ალექსანდრე ლომთათიძეს, რომ კომისია 15 წევრისგან შედგებოდა. აქედან თორმეტი სოციალ-დემოკრატი იყო, ორი – ფედერალისტი, ერთი კი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის თებერვალში ალექსანდრე ლომთათიძე გორის სამაზრო კომისიის თავმჯდომარე კობერიძეს სწერს, რომ პარტიებს დასარიგებლად უნდა მისცენ ბიულეტინები და ავანსად, ხუთი ათასი მანეთი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის იანვრში ალექსანდრე ლომთათიძე გორის კომისიას სწერს, რომ გამოქვეყნებულიყო სიები 25 იანვრამდე. დამატებით ფულს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის გამოგზავნის შემდეგ მიიღებდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს სპირიდონ მალხაზის ძე კედია ატყობინებს ფოთის საქალაქო საარჩევნო კომისიას, რომ ზოგიერთ სოფელში კომისრები პარტიული მიზნით გამოდიან და მტრებად აცხადებენ სხვადასხვა პარტიას. ხობის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ასე მოექცნენ ეროვნულ-დემოკრატების ერთ-ერთ წევრს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მარიამ დავითის ასული ალხაზიშვილი შვილებითურთ მადლობას უცხადებს ქართულ აფთიაქართა კავშირს და ყველა პირს, ვინც ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის გასვენებას დაესწრო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ თბილისის რკინიგზის უფროსს სთხოვა, ბიულეტენებითა და სხვა საარჩევნო დოკუმენტებით სავსე 36 ყუთი ბორჯომში კომისიის წევრ ლეო რუხაძისთვის გაეგზავნათ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „გაათხოვეს!“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „... და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის პიესა „სურათი ყმაწვილი ქალის ცხოვრებიდან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ამ დროს ვივიწყებ!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „აღარ მიყვარხარ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მერაბის ძე გამყრელიძის მიერ თარგმნილი ვოდევილის „ბებრის საღერღელი“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის შეგონება „სააღდგომო ანგარიში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე თევდორეს ძე დადვაძის წერილი „მკითხავი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის პატარა სურათი „კვერცხების მაგიერ“.