ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1884

ტიპი: განათლება

თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც თედო სახოკია 1884-1885 წლებში სწავლობდა, სემინარიელთა უმრავლესობა სოფლიდან იყო ჩამოსული.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში თედო სახოკიას მარტვილის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსწავლეების უმრავლესობა უბინაო, ტანთჩაუცმელი და მშიერი იყო.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას სამი მასწავლებელი, პოლიევქტო კვიცარიძე, ვასილ ბარნოვი და ბესარიონ ხელაია იყვნენ.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ მან უმაღლესი განათლება პარიზის საანთროპოლოგო სკოლაში მიიღო.

1873

ტიპი: განათლება

სკოლა, რომელშიც თედო სახოკია 1873 წელს ხუთი წლისა მიაბარეს, რუსულენოვანი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს სოხუმში თედო სახოკია დადიოდა აფხაზი ბავშვებისთვის გახსნილ მთიელთა სკოლაში.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას უშინსკის „Родное Слово“ შეასწავლეს.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში თედო სახოკიას თანატოლი ბავშვებიდან ყველა რუსი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში, სადაც თედო სახოკია იყო მიბარებული, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში თედო სახოკიას პირველი მასწავლებელი, პოლონელი ქალი, რუსულად ასწავლიდა მას.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას იაკობ ფანცხავას ნიკო მაღრაძე ასწავლიდა არითმეტიკას.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას რუსულს ასწავლიდა ივანე გაფრინდაშვილი.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვალოდია ლორთქიფანიძე გერმანიაში წავიდა სასწავლებლად.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათიდან ირკვევა, რომ ივანე მაჭავარიანს ჰქონდა უმაღლესი განათლება.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის მაისის მონაცემებით სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილს სამხედრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული.

1900

ტიპი: განათლება

1900 წლის შემოდგომაზე თედო სახოკია შევიდა ცნობილი ანთროპოლოგის, ბროკის მიერ დაარსებულ საანთროპოლოგო სკოლაში.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს საანთროპოლოგო სკოლაში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, პროფესორები იყვნენ შარლ ლეტურნი (სოციოლოგი), ანდრე ლეფევრი (რელიგია), დ. მანუკრიე (ფიზიოლოგიური ანთროპოლოგი), მორტიე (პრეისტორია) და ლაბორდი.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ბავშვობაში მან მრავლად იცოდა ხალხური ლექსები, შაირები და გამოცანები.

1902

ტიპი: განათლება

1902 წლის 20 ოქტომბერს ვაჭრობა დაიწყო ალექსანდრე ნებიერიძის ფრინველის მომშენებელმა ამხანაგობა „კოლხიდამ“.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს სიმონ კაციტაძე იყო მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისიდორე მირიანის ძე გიგინეიშვილს პირველდაწყებით განათლება სოფ. ჯურუყვეთში ჰქონდა მიღებული.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისიდორე მირიანის ძე გიგინეიშვილს პეტროგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს ევგენი გეგეჭკორი სასწავლებლად მოსკოვის უნივერსიტეტში წავიდა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ივანე აბრამიშვილს საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.