ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49292

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი სათათბიროს წევრობის კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე მოითხოვდა, რომ ქართველ მრევლს ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მოესმინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თავისუფალ მიწებს ქართველ გლეხებს იაფად გადასცემდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებელი გენერალ მიხეილ ჩხეიძის თანადგომით განაგრძობდა ფუნქციონირებას.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ლომინაძის თხოვნა მუზეუმში ან კანცელარიაში დასაქმების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა დროებით გადადო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ჯანაშვილის ქართული ლექსიკონის გამოცემის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, ლექსიკონი გამოეცა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თომა ჩიქვანაიასა და დავით კასრაძის თხოვნა ალექსანდრე ხახანაშვილის „История Грузинской Словесности“-ის სამ ტომად გამოცემის შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 7 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წაიკითხა მოხსენება საზოგადოების ყოფილი სტიპენდიატების დარჩენილი სასტიპენდიო ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ. საზოგადოებას იურიდიულად დაკარგული ჰქონდა ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, მაგრამ, მდივნის აზრით, მას მორალური გავლენა უნდა მოეხდინა მევალე სტიპენდიატებზე. გამგეობის დადგენილებით სტიპენდიატების ვალის დაბრუნების საკითხი პარმენ კახიანს უნდა მოეგვარებინა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატ ვახტანგ კოტეტიშვილს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 700 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, ვლადიმერ ემუხვარს – 350, ალექსანდრე ცირეკიძეს – 620, გიორგი ჯაკობიას – 175, პროკოფი მუჯირს – 320 მანეთი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატ ქრისტეფორე ამილახვარს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 775 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, გრიგოლ ოქროპირიძეს – 650, ნინო ციციშვილს – 250, ალექსანდრე ციციშვილს – 600 მანეთი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიატ ილია ტოროშელიძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 525 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, დავით ჩიქოვანს – 850.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ვარლამ ძიძიგური სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე იენაში იმყოფებოდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 23 მაისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ქართველ თავადაზნაურობას სამეურნეო სკოლის მოსაწყობად ოძისის მამისეული მამული შესწირა.

1893

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „კვალის“ 1893 წლის 21-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია ზაქარია გიორგის ძე ერისთავის შესახებ. სტატიაში მოცემულია ზაქარია ერისთავის ბიოგრაფიული მონაცემები და საუბარია მის პიროვნულ თვისებებზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: კონსტანტინე გვარჯალაძე, ტარას გრიგოლის ძე რცხილაძე, ლონგინოზ ცაგარელი და ვ. აბდუშელიშვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ლოჭინის სასწავლებლის ყოფილმა დირექტორმა გაევსკიმ წაიკითხა ანგარიში ამავე სკოლის შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი ევსევი, გენერალ-მაიორი დიმიტრი სტაროსელსკი, თბილისის გუბერნატორი ოსტენ-საკენი და თბილისის მოთავე ს. ს. ყიფიანი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს 23 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა გრიგოლ აფშინაშვილის ფშავში ჩაწერილი ხალხური ლექსები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე პახვალა ლიფონავამ აღნიშნა, რომ უნდა აერჩიათ კანდიდატი, რომელიც სადეპუტატო არჩევნებზე კიტა აბაშიძეს მისცემდა ხმას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ ძიძიგური სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად არ დაამტკიცეს, რადგან სემინარიის დასრულების შემდეგ სამინისტრო უწყებაში არ იმსახურა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 31 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბა ბეჭდავდა ყველანაირი ტიპის დასაბეჭდ საქმეს სხვადასხვა ენებზე, ზომიერ ფასად, ხარისხიანად და ვადაზე ადრე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა სურათებიანი წიგნი სახელწოდებით „შალვას თაგადასავალი“, რომლის ფასიც 20 კაპიკი იყო და იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში.