რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა ქართველებმა – ალ. კაპანაძემ, ანტონ ჯაფარიძემ, ელ. თოიძისამ, სვიმონ თუმანოვმა, რაფ. ბედიანიძემ, სვიმონ თევდორაშვილმა, ნესტორ კორძაიამ და პავლე იაშვილმა – იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად თითო მანეთი გაიღეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონის თეატრში აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის სურათების ჩვენება გაიმართა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ოქტომბერის არჩევნებზე ბანძაში ევგენი გეგეჭკორი და მისი მომხრეები გააშავეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით 20 ივნისიდან კბილის ექიმი ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე პაციენტებს ნიკოლოზის ქუჩაზე (№21), „ივერიის“ რედაქციის შენობაში მიიღებდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარი გიორგი ქართველიშვილი თავისი თხოვნის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში ვენიდან გიორგი მაჩაბელმა წერილი გამოუგზავნა რევაზ გაბაშვილს, რომელშიც ლაპარაკობს ჯარის ჩამოყალიბებაზე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვარლამ ჭილაძისა და ვასილ ბეჟანეიშვილის წიგნის მაღაზიებსა და მიტროფანე ლაღიძესთან ზელტერის წყლის ქარხანაში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს საჩხერეში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს ყარამან ჩხეიძესთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თელავში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს მიხეილ ცისკარიშვილთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს საჩხერეში ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ყარამან ჩხეიძესთან, თონეთში – ივანე ჩიბალაშვილთან, ყვირილაში – ალექსანდრე არაბიძის წიგნის მაღაზიაში, ხაშურში კი – იოსებ ფანცულაიასთან.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გაზეთ „კვალის“ გამომწერებს საჩუქრად დაურიგდათ გიორგი წერეთლის რომანი „გულქან“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ახალ სენაკსა და ოზურგეთში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს კონსტანტინე თავართქილაძესთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ხაშურში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს იოსებ ფანცულაიასთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა ქართველებმა მ. თოიძემ და კ. ვარდანაშვილმა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად თითო მანეთი გაიღეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბათუმში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გერ. კალანდაძესთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ჭიათურაში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს თევდორე კიკვაძესთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისისა და თბილისის წიგნის მაღაზიებში დაიწყო თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის გამოსახულებიანი ფოსტის ფურცლის საქველმოქმედოდ გაყიდვა. მსურველებს შეეძლოთ, ეს ფურცლები ფოსტით მიეღოთ ყვირილიდან მიხეილ ბარამიძისგანაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ვენიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს ელჩი გიორგი მაჩაბელი
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისში ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვასილ ბეჟანეიშვილთან და თომა მთავრიშვილთან, გორში – არსენ კალანდაძესთან, ბათუმში – მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გერ. კალანდაძესთან, თელავში კი – მიხეილ ცისკარიშვილის აფთიაქში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გურიაში ჩამოყალიბდა სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალი“, 1897 წელს ასეთივე ამხანაგობა გიორგი ჩიჩუას თაოსნობით სამეგრელოშიც დაარსდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა პარლამენტს, რომ ნორვეგიაში მყოფ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის ელჩებმა თანაგრძნობით მიიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ნოტა და გაუგზავნეს თავიანთ მთავრობებს დადებითი დასკვნით. დარბაზი ოვაციით შეხვდა ამ მოხსენებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გაზაფხულზე ხალხის ბრბომ გაანადგურა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის მეურნეობა სოფელ სატივეში; მოანგრიეს ღობეები, გადათელეს ვენახი და ბაღები, რომლის ადგილასაც იმჟამად სოფლის ნახირი დადიოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ ნიკოლაძემ ეგნატე ნინოშვილის ძეგლის გაკეთება დაასრულა.