ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VI ნაწილი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 აპრილს ჟურნალისტმა კოტე ხერხეულიძემ სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა 10 აპრილს გორში გამართული თავად-აზნაურთა ყრილობის შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „სოფ. გლდანი“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გამოვიდა სარგის კაკაბაძის „საქართველოს მოკლე ისტორია“. წიგნი მოიცავდა ახალი საუკუნეების ეპოქას მე-16 საუკუნიდან უკანასკნელ დრომდე, თანდართული ჰქონდა ისტორიული რუკა, ფასი იყო 50 მანეთი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „საგარეჯოს თეატრი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „იძულებითი ჩამორთმევა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აგვისტოს „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „ძველი სენაკი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 აგვისტოს „დროებაში“ ელენე მამულაშვილის მიერ ნათარგმნი გი დე მოპასანის ნაწარმოები „სიმონის მამა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის წერილი, რომელიც მან ბათუმის ბეგების წარმომადგენელს, ხუსეინბეგ სანჯაკ ბეგზადეს მისწერა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 თებერვალს გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „მომარაგების პორტფელი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ესეი „რითმა და და ასონსანსი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის რეალურ სასწავლებელში გამართულ წლიურ აქტზე ისტორიის მასწავლებელმა იაკობ ღულაძემ წაიკითხა მოხსენება „საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე".

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ კავკასიის მთავარმმართებლის წინაშე იშუამდგომლა, რათა სასულიერო უწყებისათვის თბილისის ვაგზალთან მიეცათ ადგილი რკინიგზის მოსამსახურეებისთვის ეკლესიის ასაგებად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალიკო ჯუღელის ლექსი „სასაფლაოზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეგნატე ნინოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დავით მელიტონის ძე ჩხეიძის მოთხრობა „ტანჯულთ მგოსანი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის „ნაწყვეტები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას სტატია „რკალები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დავით კასრაძემ ფრანგულად თარგმნა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) V ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „გაზაფხული“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს სოფრომ მგალობლიშვილი ჟურნალ „ივერიის“ თანამშრომელი გახდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის „შენ ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები!..“

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო სადღესასწაულო კრებაზე სიტყვით გამოვიდა სასოფლო-სამეურნეო გაზეთის რედაქტორი ალექსანდრე ქალანთარი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდზე დიდუბის ეკლესიაში სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ აბაშიძემ.