ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48079

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის „უკანასკნელი სურვილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 სექტემბრის „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანაშვილის სტატიის „ძველი ქართული ოჯახი“ მესამე ნაწილის დასასრული დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, ხარკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს საზოგადოებამ 100 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა. ანგარიშს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 იანვრის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის (ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის) სტატია „წმ. ნინო და მისი დღესასწაული 14 იანვარს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეკრებილი და გამოცემული ქართული სახალხო სიმღერების კრებული ერთი შაური ღირდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 იანვრის „დროებაში“ სერგი მესხის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „საახალწლო მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 იანვრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „თამადა და ტოლუმბაში“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი სექტემბრის „დროებაში“ პოლიევქტო კვიცარიძის სტატია „საგრამატიკო ტერმინოლოგია“ დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 21 დეკემბრის „დროებაში“ ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი სეით გამრეკელი მადლობას უხდის აღალო თუთაევს, რომელიც დაჰპირდა მათ ახლად დაარსებული ხელთუბნის სკოლის თავისი მასალით გალესვასა და გამშვენიერებას.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის სარძეო განყოფილების გამგემ, ალექსანდრე ქალანთარმა განიზრახა, გამოეცა წიგნაკი კავკასიაში სარძეო მეურნეობის მდგომარეობისა და საჭიროებათა შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გამგეობის სხდომაზე ქალაქის მოურავის თანამდებობის აღმასრულებელმა შესტაკოვმა ქალაქის ხმოსნების არჩევნებისათვის მომზადება დაავალა ქალაქის გამგეობის პირველ განყოფილებას და თბილისის გამგეობის მდივანს, სტეფანე ჭრელაშვილს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეფემია მესხის მოგონება „პირველი გამოსვლა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) VII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატია „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“.

1889

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 30 ივნისს „ივერიის“ №92-ში დაბეჭდილი ფელეტონის „რამე-რუმე“ წაკითხვის შემდეგ ანტონ ფურცელაძემ ფელეტონის ავტორს, სოფრომ მგალობლიშვილს საყვედურის წერილი გაუგზავნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამის „მეუფე ურიათა“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სოფრომ ტარუაშვილმა დაწერა სამმოქმედებიანი პიესა „ცხოვრება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „გლოვა“ (კოტე მესხის ხსოვნას).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის თხზულება „სიყვარული“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამის „მეუფე ურიათა“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „ტბას რა ვკითხო...“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსი „კიდევ“ (კ. მესხის ხსოვნას).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის წერილი „ქართული სცენის მოღვაწეთა ყრილობის საყურადღებოდ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კოტე მესხი“.