ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49292

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა ჯარსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 4 ქართველი ოფიცერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ ანასტასია მიხეილის ასულის თუმანიშვილის მიერ თარგმნილ რობინზონ კრუზოს თხზულება „დეფოსს“ ვინც წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში არანაკლებ 10 ცალს შეიძენდა, წიგნი ხუთ შაურად დაეთმობოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ანასტასია თუმანიშვილის თარგმანი რობინზონ კრუზოს თხზულება „დეფოსი“ იყიდებოდა თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ძმებ ჭილაძეებთან და ხონში – ნესტორ იოსების ძე წერეთელთან.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პალეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. ტატიშვილი წუხდა, რომ ყურადღება არავის მიუქცევია გასულ წელს მის მიერ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული განცხადებისთვის – თავისი ამოჭრილი და მორთული ქართული ასოები არავის გამოეყენებინა. წიგნის მაღაზიის პატრონს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს აფიშებში გამოუყენებია ტატიშვილის ამოჭრილი ასოები. ჩარკვიანის ქმედებას აპროტესტებდა წერილის ავტორი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკურთხებდნენ კათოლიკურ ეკლესიად გადაკეთებულ ღვთისმშობლის საყდარს, რომლის განახლებასაც ხელმძღვანელობდა წინამძღვარი დიმიტრი თუმანიშვილი. ეს ტაძარი პირველად აუშენებიათ კაფუცინის ორდენის მქონე იტალიელ ბერებს სწორედ მაშინ, როცა საქართველოში მისიონერები იმყოფებოდნენ – 1846 წლამდე. განახლებული საყდარი გოთიკური არქიტექტურისა იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული წიგნი შემდეგ მისამართზე: ლორის–მელიქოვის ქუჩა, ზუბალოვის სახლებში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძისთვის მიეცათ „დედაენისა“ და ასტრონომიის სახელმძღვანელოს ზოგიერთი კლიშე იმ პირობით, რომ თუკი კლიშეები დაიკარგებოდა გადაიხდიდა შესაბამის საფასურს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძის თხოვნა მიეცათ „დედაენისა“ და ასტრონომიის სახელმძღვანელოს ზოგიერთი კლიშე. ის პირობას დებდა, რომ დააბრუნებდა კლიშეებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს 1917 წლის საზოგადოების გამგეობის მოქმედების ანგარიში. ანგარიშის განხილვა ნინო ნაკაშიძეს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1916-1917 წლების მოქმედების შესახებ. სარევიზიო კომისიის წევრი გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ესწრებოდნენ: თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მომსახურე პერსონალის თხოვნა ანაზღაურების მომატების შესახებ. 1918 წლის ხარჯთაღრიცხვის გადახედვა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საგურამოს სკოლის რევიზია გრიგოლ მაჭავარიანს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ატენისა და ვარიანის სკოლების რევიზია საოსტატო სემინარიის ქართული ენის პედაგოგ კირილე ივანეს ძე არველაძეს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, სოხუმის სკოლის რევიზია პეტრე გიორგის ძე ჭარაიას მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ბათუმის სკოლის რევიზია ილია ივანეს ძე ფერაძეს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ზუგდიდისა და მოიდანახის სკოლების რევიზია ზუგდიდის მაზრის სახალხო სკოლების ინსპექტორ ვლადიმერ გაგუას მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, თელავის სკოლის რევიზია გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების სკოლებს არ ჰყავდა მეთვალყურე. სკოლების დათვალიერება ადგილობრივ მცოდნე პირებს მიენდო, სიღნაღის მაზრის, ნუკრიანისა და შრომის სკოლების რევიზია კი – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პეტერბურგიდან მიღებული შეტყობინების თანახმად დავით ჩუბინაშვილმა თითქმის დაასრულა ახალი რუსულ-ქართული ლექსიკონი. მას სურდა, ლექსიკონების გაყიდვიდან მიღებული თანხით დაეარსებინა სტიპენდია ქართველებისათვის რომელიმე უნივერსიტეტში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე ქართველი სტუდენტების მდგომარეობის შესასწავლად შეიქმნა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილი, გიორგი ილიას ძე მაღალაშვილი, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი, ა. დ. აბხაზი.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 18 მაისს გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის მეთაურობით რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ოსმალთა ცხენოსანთა ჯარს და ცხარე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 13 მაისს გენერალ ლორის-მელიქოვის ცხენოსანთა ჯარი დაუპირისპირდა ყარსიდან მომავალ ოსმალთა ჯარს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 6 ქართველი ჯარისკაცი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ოსმალებთან დაპირისპირების დროს მაიორ მიხეილ მელიქოვის კოლონამ დაიკავა სოფელი ზენითი, სადაც მათ ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, რის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაიჭრა 26 ქართველი ჯარისკაცი.