ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს შიო არაგვისპირელს ისეთი მასწავლებლები შეხვდა თბილისში ვასილ ბარნოვისა და მოსე ჯანაშვილის სახით, ვინც სწავლა შეაყვარა და მას არასდროს წაუბორძიკია სწავლაში ამის შემდეგ.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს გიორგი ლასხიშვილი ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1873

ტიპი: განათლება

1873-1877 წლებში შიო არაგვისპირელმა დუშეთის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ვერაფერი გაუგო რუსულ ანბანს და მისი ათვისება გაუჭირდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს შიო არაგვისპირელს დუშეთში რუსული ანბანით დააწყებინეს სწავლა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თბილისის სემინარიაში სასწავლებლად ჩამოსულ თედო სახოკიას უფროსების, განსაკუთრებით მასწავლებლების, პატივისცემა და რიდი ჰქონდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სასწავლებელში სოფლებიდან ჩამოსულ შავი მაუდის გრძელ საზამთრო ლაბადებში გამოწყობილ თანაკლსელებს, ამ ჩაცმულობის გამო, შავ ყორნებს ამსგავსებდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წელს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილმა ოდესის უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს ილია ფირცხალაიშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს შალვა ქარუმიძემ მოსკოვის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს ილია ფირცხალაიშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს ნიკოლოზ ჩხეიძე თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტში. იქ ერთი წელი დაჰყო.

1878

ტიპი: განათლება

1878-85 წლებში ისიდორე რამიშვილი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს შალვა ნუცუბიძემ პეტროგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს შალვა ნუცუბიძემ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს შალვა ნუცუბიძემ მაგისტრატურა დაამთავრა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს სიმონ ქვარიანი საფრანგეთის ქალაქ ლიონში სწავლობდა აგრონომიას.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ქვარიანი სწავლობდა მონპელიეს უმაღლეს აგრონომიულ სასწავლებელში.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ქვარიანი მონპელიეს სასწავლებლის სამწერლო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ ჰქონდა სამეცნიერო ხარისხი თუ წოდება.