ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49292

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მიმართა თხოვნით, დაემტკიცებინა დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ უჩანეიშვილის ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ უკვე ეცნო და საჭირო დოკუმენტებიც გაეგზავნა სახალხო სკოლის დირექტორს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მ. წიფურიას არ მიუღია თანხმობა დირექტორისაგან ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე სამუშაოდ, ამიტომ განყოფილების გამგეობას მის ნაცვლად პირველი სექტემბრიდან მოუწვევია დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი. უჩანეიშვილს დაუმთავრებია ხონის საოსტატო სემინარია, ცოდნია მეგრული და გალობის სწავლება შესძლებია.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში 3 შაურად იყიდებოდა მიხეილ ყიფიანისა და ვახტანგ თულაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „არითმეტიკა“.

1867

ტიპი: ღონისძიება

„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემდეგი, 1867 წლიდან „ცისკარი“ ბევრ ახალ და საინტერესო მწერალთან ითანამშრომლებდა. მათ შორის, დიმიტრი ყიფიანთან, რომელიც ჟურნალს შექსპირის პიესების თარგმანს დაპირდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 მაისს ქართული მხედრობის უფროსმა იოსებ ჯორჯაძემ გრიგოლ ორბელიანს სახალხოდ მიუგო, რომ ქართველები მამა-პაპის სახელს არ უღალატებდნენ და კარგად იცოდნენ, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი სჯობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 24 აპრილს ლევან ჯანდიერმა ქართული მხედრობისთვის სადილი გამართა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ივანე გიორგის ძე ავალიშვილისთვის ივნისის ჯამაგირი მიეცათ მაშინ, როცა საშუალება იქნებოდა და შვებულებაზე უარი ეთქვათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე გიორგის ძე ავალიშვილის თხოვნა ივნისის ჯამაგირის, სურსათის თანხისა და ერთთვიანი შვებულების მიცემის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებლის ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძის თხოვნა მიეცათ რამდენიმე კლიშე წიგნის გამოსაცემად. მას თხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზაქარიას ძე გიროგობიანი და ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ილია ჭავჭავაძის სახლის ზედამხედველობა ჩაებარებინათ ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძისთვის. ასევე, მას წარედგინა სახლის ექსპლუატაციისა და შეკეთების პროექტი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ივანე გიორგის ძე ავალიშვილის მოხსენება ილია ჭავჭავაძის სახლის მოვლა–პატრონობის შესახებ. მისი აზრით, სახლს შეკეთება სჭირდებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიროგობიანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად ერთდროული დახმარების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს წიგნების მკინძავის ვასილი ყიფიანის თხოვნა მიეცათ ის თანხა, რაც ერგებოდა ერთი ფუთი სახვევი ქაღალდის ანგარიშით. მას თხოვნა დაუკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ წიგნსაცავიდან დროებით ესარგებლა ხელნაწერებით კარაბადინის 3467 და 14 ნომრებით. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პრეზიდიუმი 21 მაისს, ოპერის თეატრში დასწრებოდა ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს და იუბილარისთვის მიერთმია საზოგადოების რჩეული გამოცემები.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს მიმართვა, რომ 21 მაისს, ოპერის თეატრში მართავდნენ ცნობილი მწიგნობრის ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს თხოვნა, რომ პრეზიდიუმის შემადგენლობით დასწრებოდნენ 21 მაისს ოპერის თეატრში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე წარადგინეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ორივე ნაწილის შემსწორებელი კომისიის წევრები: ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე, პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი, მარიამ ვახვახიშვილი-წერეთლისა, ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი და გამგეობიდან ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მოლარის მეუღლის ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიას თხოვნა, რომ გამგეობას ცოლის ავადმყოფობის გამო ავანსად მიეცა გასამრჯელო, რაც თვეში 600 000 მანეთს შეადგენდა. იგი თანხას ნაწილ–ნაწილ ყოველთვე დააბრუნებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიასთვის ავანსად მიეცათ ერთი თვის გასამრჯელო ყოველთვე ნაწილ–ნაწილ დაბრუნების პირობით.