ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო მარმა გამოსცა ახალი წიგნი „ეტიმოლოგია ორის ტერმინისა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო მარმა გამოსცა ახალი წიგნი, „სიბრძე-სიცრუე ბალავარისა“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრე ქალანთარმა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივანე მაჭავარიანის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი წიგნი „გლეხი-კაცის ისტორია“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში იყიდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში" დაიბეჭდა ნიკოლოზ ნიკოლაძის სტატია „ივერიის" პირველი ნომერი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სამსონ კიკაჩეიშვილის წერილი „სამტრედიის წარმოდგენები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საზღვარგარეთიდან აკაკი ჩხენკელისგან მიიღო დეპეშა, რომ იაპონიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და უმაღლესი საბჭოს დადგენილებას შეუერთდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მეთაური წერილი „პოლიტიკური ინტრიგები“ გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 15 თებერვლის „დროებაში“ გიორგი წერეთლის სტატია „ოზურგეთი“ დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში გამოვიდა ახალი სიმღერა „დავრდომილი სნეული“, სიმღერის ტექსტი კოტე მაყაშვილს ეკუთვნოდა, მელოდია – ანდრია ყარაშვილს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს იოსებ გრიშაშვილმა შეადგინა ყარაჩოღელთა ლექსიკონი, რომელშიც იყო 300 სიტყვა, და ეთნოგრაფიულ საზოგადოებას გადასცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში ანდრია ყარაშვილმა დაასრულა ოპერა „რუსთაველის“ მეოთხე მოქმედება „ფატმანის წვეულება ავთანდილის პატივსაცემად“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გიორგი ჯაბადარმა ფრანგულიდან თარგმნა ანატოლ ფრანსის რომანი „თეატრის ცხოვრებიდან“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში კოკი აბაშიძე ამზადებდა ლექციას „არჩილ ჯორჯაძე, როგორც სიცოცხლის აზრის მაძიებელი“.

1901

ტიპი: ავტორობა

თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილმა გუბერნიის თავადაზნაურობას თხოვნით მიმართა, 1901 წლის 25 ოქტომბერს თბილისის თავად-აზნაურთა ბანკის დარბაზში კერძო კრებას დასწრებოდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძე თხზულება „შენ მე შემიყვარებ...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავის 8 ივნისს ქართველ სცენის მოღვაწეთა პირველ ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის წერილი „სიმართლე ფილარმონიულ საზოგადოების დაარსების შესახებ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-4 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძის მინიატურები „ჩემი ცრემლები“ და „მე შეგაეშხე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფის ძე ჩხეიძის „კიკნა პოემები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის წერილი „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის მუზა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორი დ. არაყიშვილი“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 თებერვლის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონის „ბაზრის სცენები“ II ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ დავით ღამბაშიძის სტატია „ზემო იმერეთი“ დაიბეჭდა.