რეგისტრირებული ფაქტები46678
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ ჩერმაკს გადასცა წმ. ანას მე-3 ხარისხის ჯილდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ პრიპუტნევს გადასცა წმ. ანას მე-3 ხარისხის ჯილდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ ბოგოიავლენსკის გადასცა წმ. ანას მე-3 ხარისხის ჯილდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ ლოპატინსკის გადასცა წმ. ანას მე-3 ხარისხის ჯილდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ ივანე ზურაბის ძე გოპაძეს გადასცა წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ჯილდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ პავლოვს გადასცა წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ჯილდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ სტარიცკის გადასცა წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ჯილდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ საერო განათლების სამინისტროს თანამშრომელ კრაუზეს გადასცა წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ჯილდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 4 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებს უნდა აერჩიათ ორი ახალი წევრი ნაცვლად თ. გ. ციციშვილის და ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძისა, რომლებიც ტოვებდნენ კომისიას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 4 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებს უნდა აერჩიათ ახალი წევრები ნაცვლად ი. ა. ანდრონიკოვის, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილის და გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილისა, რომლებიც ტოვებდნენ კომიტეტს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 4 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებს უნდა აერჩიათ ახალი წევრი ნაცვლად ივანე გიორგის ძე მაჩაბლისა, რომელიც საკუთარი წესით ტოვებდა კომიტეტის მმართველის თანამდებობას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ვახტანგ VI-ის „ქილილა და დამანა“ გრიგოლ გურიელის გამოცემითა და ილია მირიანის ძე ჭყონიას რედაქციით იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის, შავერდოვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიებში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი ანბანი კუბიკებით, რომელიც ღირდა 1 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი საოჯახო დედანი ფურცლებით და მუყაოზე დამზადებული. წიგნი ფურცლებით ღირდა 3 მანეთი, მუყაოთი კი – 7 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი საკლასო დედანი ფურცლებით და მუყაოზე დამზადებული. წიგნი ფურცლებით ღირდა 10 კაპიკი, მუყაოთი კი – 60 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი „პატარა მოამბე“ და „საყმაწვილო წიგნი“, რომლებიც ღირდა 10 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა დავით იესეს ძე ჩუბინოვის მიერ ახლად შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომლის ფასი იყო 3 მან. 60 კაპ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნინო სვიმონის ასული აბაშიძე-ორბელიანის განცხადება, რომ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის (მესხიევის) კონცერტის აფიშაში მისი სახელი უნებართვოდ მოიხსენიეს, რისი უფლებაც მისი გარეშე არავის ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ივანე აკოფოვი სახლის გაძარცვაში ადანაშაულებდა აზნაურ კონსტანტინე კობახიძესა და დიმიტრი ხუციევს, რომლებიც პოლიციის მე-5 განყოფილებაში იყვნენ დაბარებულები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 30 მარტს, კვირას, არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართებოდა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: გაბუნია, მ. მ. საფაროვისა, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი, არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (ავალოვი), ქ. აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და ქართული ხორო. ანტრაქტებს მუსიკალურად გააფორმებდა საზანდარი. დასაწყისი იყო 8 საათზე, ბილეთები კი – ამავე თეატრის სალაროში იყიდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 დეკემბერსსახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ ბათუმში დადგა ვალერიან ლევანის ძე გუნიას „ორი გმირი“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ ანტონის გასვენებას დაესწრნენ: სამხედრო მინისტი გრიგოლ გიორგაძე, გუბერნიის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი, კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე, ეპისკოპოსი ამბროსი და საზოგადოება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა საპასუხო ვიზიტით ინახულა გენერალი ფრიდრიხ ფონ კრესი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს წინარეხის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ეკატერინე გაბაშვილმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი სოფელ გომარეთში ახალგახსნილი სკოლის დასათვალიერებლად ჩავიდა.