რეგისტრირებული ფაქტები46678
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ქართული დრამატული საზოგადოების დასისთვის შეკრიბა ახალი ნიჭიერი მსახიობები. მისი სახელი ქართული სცენის ისტორიაში არავის დაავიწყდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო პირველი, რომელმაც 1878 წელს განაახლა ქართული დრამატული ამხანაგობის მუშაობა სცენაზე და პირველ წლებში დასს დროებითი კომიტეტის დახმარებით ხელმძღვანელობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობა გულგრილი ვერ დარჩებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერთა შორის 23 ნოემბრის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მიმართ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის მოსახლეობამ დასკალ, ყარამან და ვლადიმერ მაღრაძეები სკოლისთვის მიწის შეწირვის გამო წვრილი სასოფლო ხარჯებისგან გაათავისუფლა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს კირილე პეტრეს ძე იანოვსკიმ თბილისის გამგეობას აცნობა, რომ საერო განათლების სამინისტრომ თბილისში ახალი სამრეწველო ხასიათის სასწავლებლის გახსნის გადაწყვეტულება მიიღო და სთხოვა, ეცნობებინათ მისთვის, რა სახის სამრეწველო სასწავლებელის გახსნა სურდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის პიესას „ოჯახი“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნება დართეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების წლიური შემოსავალი 8339.99 მანეთი იყო. მათ ბიუჯეტში სეირნობებიდან 7183.83 მანეთი შეუვიდათ, შემოწირულობების სახით კი — 260 მანეთი. 1913 წლის ნაშთი 391.24 მანეთი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებამ ქართული წარმოდგენების მოსაწყობად 73.46 მანეთი გამოყო, სტიპენდიებისთვის კი ბიუჯეტიდან თანხა არ გაუციათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს ყვირილაში გაიხსნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია, რომლის მომხსენებლები იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები: ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ასათიანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საარჩევნო ცენზის უქონლობის გამო ევგენი გეგეჭკორი დეპუტატთა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობამ წინადადებით მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, ბოლო მოეღოთ სისხლისღვრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს დაეკისრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა უდეპეშა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ ორდუბატისა და ნახიჩევანის მუსულმანები ხალილ-ბეისა და ხალილ-ფაშას ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ სომხეთის სოფელ გოსტანს. მისი ცნობით, სოფელ აკულისს ალყა ჰქონდა შემორტყმული, მცხოვრებნი დახოცეს, შეტევა გრძელდებოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ელ იანვარს გასაყიდად უნდა გამოსულიყო გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ალმანახი“, რომელიც ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში 2 აბაზად გაიყიდებოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადმა ალექსანდრე ვახვახიშვილმა თელავის მოსახლეობის სახელით ეკლესიის მოძღვარ სოლომონ ფირანოვს ერთ-ერთი მოსახლის ბავშვის ნათლობის დროს ჰკითხა თუ რატომ აქამდე არ ჰქონდათ გაკეთებული ეკლესიისთვის კანკელი, რომლის თანხა კარგა ხანია მიიღეს მოსახლეობისგან. მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მღვდელმა ალექსანდრე ვახვახიშვილს მომრიგებელ მოსამართლესთან უჩივლა და მოწმეებად მღვდელი დიმიტრი ხარიტოვი და დიაკვანი ივანე მაისურაძე წარადგინა, თუმცა მოსამართლემ ალექსანდრე ვახვახიშვილი გაამართლა, რადგან მას კითხვის დასმით არც შეურაცხყოფა მიუყენებია მღვდლისთვის და არც ნათლობის რიტუალის ჩატარებაში შეუშლია ხელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გაზეთ „კვალის“ რედაქცია, რომლის რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იყო, თეატრის ქუჩაზე, არტაზოვის შენობის №12-ში, კადეტთა კორპუსის გვერდით გადავიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ გრიშაშვილი ნოემბერში ბაქოში სალიტერატურო საღამოს გამართვას აპირებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 იანვარს ბანკის მფლობელი ბაღდასარ ბაღდოევი ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის საქალებო სკოლას ფულად დახმარებას დაჰპირდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართული დრამატული ამხანაგობის განცხადება, რომ საზოგადოების წევრებს საწევრო უნდა წარედგინათ ხაზინადარ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილთან (ანდრონიკთან) შემდეგ მისამართზე: ნიკოლაევსკის ქუჩის N 100-ში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა პატარა სურათებიანი წიგნი „შალვას თავგადასავალი“ . წიგნის ფასი 20 კაპიკი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში, კუკიის ხიდის ყურთან. სახელმძღვანელოს ფასდაკლებული ღირებულება იყო ცხრა შაური და, ვინც ნაღდი ფულით ერთდროულად ოც ცალს შეიძენდა, წიგნი ათ აბაზად დაეთმობოდა, ხოლო ვინც წაიღებდა არანაკლებ 50 ცალს, მას 36 კაპიკად დაუთმობდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა საყმაწვილო სურათებიანი წიგნი სახელწოდებით „შალვას თავგადასავალი“. წიგნის ღირებულება 20 კაპიკი იყო და, ვინც გამომცემლისაგან იყიდდა არანაკლებ ოც ცალ წიგნს, მას თითო მანეთზე აბაზი დააკლდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა სულხან–საბას ლექსიკონები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი ძალიან ბევრს შრომობდა ქართული დრამატული თეატრის ფუნქციონირებისთვის.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს იოსებ დადიანი 9-ჯერ დაესწრო, ვასილ ახვლედიანი კი — 16-ჯერ.