ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ჩხარში პლატონ ლეჟავას მეთაურობით სამომხმარებლო საზოგადოების დაარსება გადაწყვიტეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში ექიმისგან დანიშნულების მიღება 50 კაპიკი ღირდა, დღე-ღამეში საწოლი – 4 მანეთი. ღარიბებისთვის კი ერთი საწოლი უფასო იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა ლექცია „დანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების სამეფო“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის ქუთაისის არჩევნებში ლეო ნათაძემ კიტა აბაშიძეზე მეტი ხმა მიიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიას არტემ გვაზავას საქმე უნდა განეხილა. იგი თბილისის ნაფიც ვექილს, გიორგი გვაზავას უნდა დაეცვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვალერიან შალიკაშვილის პიესის, „მოჭრილი მუხის“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნებართვა გასცეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ივლისს დ. ჩარკვიანის ინიციატივით ჭიათურის თეატრში „ცხოვრების გმირი“ და „დუელი“ დაიდგა. მთავარ როლს ვლადიმერ მესხიშვილი ასრულებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 ივლისს დ. ჩარკვიანის ინიციატივით ჭიათურის თეატრში „კრეჩენსკის ქორწინება“ და „სიდედრი მაია“ დაიდგა. სპექტაკლებში მთავარ როლს ვლადიმერ მესხიშვილი ასრულებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ივლისს, ჭიათურის თეატრში სპექტაკლ „ცხოვრების გმირი“ დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ოთხმეზურმა დარბაზში 35 მანეთი მოაგროვა და ვლადიმერ მესხიშვილს საჩუქრად გადასცა პეტიას როლის კარგად შესრულებისთვის.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ვერაზე, სლეპცოვის №13-ში, ზემელის აფთიაქის მახლობლად მდებარე არსენ მამულაიშვილის სკოლა-პანსიონი ბავშვებს საშუალო სასწავლებლებისთვის (გიმნაზია, რეალური და კომერციული სასწავლებლები, კადეტთა კორპუსი და სხვ.) ამზადებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს კარლო ჩხეიძის მომხრე ამომრჩეველთა რიცხვი 15-ს შეადგენდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილების მიზანი ბაქოელი ქართველებისთვის ეროვნული ინტერესების განმტკიცება იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილების წიგნსაცავში არსებული 1510 წიგნიდან 540 საყმაწვილო იყო. წიგნებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში საღამოს კურსების დაარსებისა და თეატრალური წარმოდგენების გამართვის მიზანი ბაქოელ ქართველებს შორის განათლების გავრცელება და ეროვნული ინტერესების განმტკიცება იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ ბაქოს განყოფილების გამგეობა საზოგადოების სკოლისა და სამკითხველოსთვის სამშენებლო ადგილის მოპოვებას ცდილობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლა მოსწავლეებში ქართული ეროვნული ინტერესების განმტკიცებას ხუთი წლის მანძილზე ემსახურებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებას საზოგადოების 70-მდე წევრი დაესწრო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სიო ჭანტურიშვილი, აპოლონ ჩაჩავა და გრიგოლ ქებაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე მეთოდე კაკაბაძემ და ვლადიმერ ახობაძემ ქართულ სკოლაში სწავლების ახლებური სტილის შემუშავებაზე უარი განაცხადეს. ამ საკითხის შესწავლა გამგეობას დაევალა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 17 ნოემბერს ბათუმის გამგეობის წევრმა, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა, ქალაქის საბჭოს მოახსენა, რომ ბათუმის საავადმყოფოს პერსონალს საცხოვრებელ ბინები სჭირდებოდა, რისთვისაც საბჭოს 6 000 მანეთი სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე სვიმონ კვიტაშვილმა და ილია აგლაძემ ბაქოელი ქართველებისთვის კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამგეობამ წარმოდგენათა სისტემატურად მოსაწყობად ბიუჯეტიდან საჭირო თანხა გამოყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებას ქეთევან ჯინჭველაშვილისთვის ფოსტით დეკემბრის ანაზღაურება 250 მანეთი უნდა გაეგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არისტო ჭუმბაძე ნაფიც ვექილ გრიგოლ რცხილაძეს უნდა დაეცვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვალერიან გუნიას პიესას „დაკეტილ კარებთან“ კავკასიის სცენებზე დადგმის უფლება დართეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე ლევან მამულაიშვილმა და ილია აგლაძემ ქართულ სკოლაში სწავლების ახლებური სტილის შემუშავება მოითხოვეს. მათი თქმით, სკოლა კურსდამთავრებულებს გიმნაზიასა და რეალურ სასწავლებელში მოსახვედრად ცუდად ამზადებდა.