რეგისტრირებული ფაქტები52133
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ოქტომბერს ეკატერინე გაბაშვილისა ქუთაისის გამგეობის დარბაზში ქალთა წრის საზოგადოების კრებას დაესწრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ოქტომბერს კიტა აბაშიძე შავი ქვის საბჭოს საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ნატო გაბუნია-ცაგარლისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით სპექტაკლი „დროებითი სიყვარული“ დადგა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვლადიმერ მღვდელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „მე მინდა კნეინა გავხდე“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვიქტორ გამყრელიძე, ივანიძისა, ვასილ აბაშიძე, კოტე მარჯანიშვილი, შათირიშვილი, ადამიძე, ივანე კარბელი, მარიამ საფაროვი, ნიკოლოზ თამაზიშვილი და სხვ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ბუაძემ ეგნატე ნაცვალოვს ცილისწამებისთვის უჩივლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო წრეს მიზნად ჰქონდა საქართველოს წარსულისა და აწმყოს შესწავლა. წრის ხელმძღვანელი იყო ივანე ჯავახიშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ამხანაგობა „კულტურას“ ნოე ჟორდანიას თხზულებათა მეორე ტომი უნდა დაერიგებინა ხალხისთვის, მაგრამ დაპირება არ შეასრულა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძე სალიტერატურო ფონდის პენსიას ორი წლის განმავლობაში იღებდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს მთავრობამ ელენე ბახტაძის მიერ ხონში დაარსებული პროგიმნაზია დახურა. იმავე წლის შემოდგომაზე ბახტაძე განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურში მხოლოდ ერთი ექიმი, მელიტონ არეშიძე იყო, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა. რაიონში 3-4 ექიმი მაინც იყო საჭირო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლა ივანე გომართელმა შეამოწმა და იაკობ გოგებაშვილს ელენე ბახტაძის წარმატებული მუშაობის შესახებ აცნობა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამოს გამართვა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგაძეს გაზეთ „ფონში“ მთავრობის საწინააღმდეგო წერილის მოთავსება ედებოდა ბრალად, რისთვისაც სამოსამართლო პალატამ 4 თვით დააპატიმრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში დანიშნული იყო ქალთა წრის კრება, რომელსაც ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრიდან ქუთაისში პეტრე წულუკიძისა და ალექსანდრე შარაშიძის რედაქტორობით ყოველკვირეული სამეურნეო და საზოგადო ჟურნალი „სასოფლო გაზეთი“ უნდა გამოსულიყო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილმა თავისი გამოცემული 71 წიგნი გადასცა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ელენე ბახტაძემ და ილია ბახტაძემ ხონში ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა დააარსეს, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. დასავლეთ საქართველოში ასეთი ტიპის სკოლა ერთადერთი იყო, ამიტომ საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში აპოლონ წულაძემ ქუთაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებით მეფუტკრეობის სახალხო წიგნაკის შედგენა დაასრულა და განსახილველად საზოგადოების წიგნების გამომცემელ სექციას წარუდგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს არჩილ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, სალიტერატურო ფონდის პენსია მისთვის 1 ნოემბრიდან აღარ გაეგზავნათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიის შესახებ ლექცია უნდა წაეკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ დავითის ძე ნასარიძეს უნდა წაეკითხა ლექცია ნიადაგის ქიმიური თვისებების შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დრამატული კომიტეტის მოგებიდან 4000 მანეთი შავშეთის მოსახლეობის დასახმარებლად გასცეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დაადგინეს, დრამატული კომიტეტის მოგებიდან 2000 მანეთი ბათუმის თვითმმართველობისთვის გაეგზავნათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოგებიდან 2000 მანეთი იასონ ლორთქიფანიძეს გაუგზავნეს. ამ თანხით ლორთქიფანიძეს დამშეული ქართველებისთვის სიმინდი უნდა ეყიდა.