ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იბეჭდებოდა იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი ქართულ ენაში შემოსული უცხო სიტყვათა სრული ლექსიკონი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 16 იანვარს ქართული კულტურისმოყვარეთა საზოგადოების საჯარო კრებაზე იპოლიტე ვართაგავამ წაიკითხა მოხსენება „სოფელი და სოფლელები სოფრონ მგალობლიშვილის მოთხრობებში“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში 3 კაპიკად იყიდებოდა ილია ფერაძის მიერ თარგმნილი და ექვთიმე ხელაძის მიერ გამოცემული ნედსონის თხზულება „იუდა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ქიქოძის შარჟი კომპოზიტორ კონსტანტინე ფოცხვერაშვილზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის მოთხრობა „სიყრმის საჩუქარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ჩხეიძის პორტრეტი ელენეს როლში „გაწყვეტილი სიმიდან“. პორტრეტი შესრულებულია შალვა ქიქოძის მიერ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართველი მწერლები – დ. გ. ნახუცრიშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „სამშობლოს მუხამბაზი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვარს ახალ კლუბში გამართულ სალიტერატურო დილას ალექსანდრე შანშიაშვილმა თავისი ახალი პოემა „ქალი გრძნეული“ წაიკითხა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 ივლისის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „ახალქალაქი“ დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კ. ფოცხვერაშვილის მეორე კონცერტი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილის „კრიტიკა თუ გაუგებრობა?! (ბ. ზ. ჩხიკვაძის რეცენზიის გამო კ. ფოცხვერაშვილის კონცერტზე)“ II ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ქართველი ერი ხელოსნობისა და ვაჭრობა მრეწველობის ასპარეზზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვარს თბილისის სახალხო სახლში კონცერტის დაწყებამდე მიხეილ კავსაძემ წაიკითხა მოხსენება „ქართული მუსიკა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია ელისაბედ ჩერქეზიშვილის შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს გაზეთ „დროებაში“ შიო მღვიმელის პირველი ლექსი დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ შიო მღვიმელის შესახებ იოსებ არიმათიელის სტატია დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვანო უსტიაშვილის ლექსი „ჯარისკაცი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ ახნაზაროვის სტატია „ელ. ჩერქეზიშვილის დღესასწაული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია მსახიობ დავით შველიძის გარდაცვალების გამო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“დაიბეჭდა დასაწყისი სილიბისტრო თავართქილაძის (ს. რემონიძის) მოთხრობისა „ჯარისკაცი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიისა „გ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ჭრელაშვილის „სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დია ჩიანელმა (დავით ჩხეიძემ) დაწერა ორმოქმედებიანი დრამა „სიკვდილის ქანდაკება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველმა ებრაელმა ნათან დავ. ელიაშვილმა ძველი ებრაულიდან ქართულად თარგმნა „ხასა გივაში“ და „იძულებულნი“.