ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიისა „გ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ჭრელაშვილის „სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დია ჩიანელმა (დავით ჩხეიძემ) დაწერა ორმოქმედებიანი დრამა „სიკვდილის ქანდაკება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველმა ებრაელმა ნათან დავ. ელიაშვილმა ძველი ებრაულიდან ქართულად თარგმნა „ხასა გივაში“ და „იძულებულნი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 დეკემბერს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კრებაზე ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება მცხეთასთან ნაპოვნი ძველი ნივთების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის ისტორიული ნარკვევი „სხივი წარსულისა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის „სათეატრო საქმე პროვინციაში 1914 წ.“

1914

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული სასცენო ხელოვნება და მუსიკა 1914 წ.“

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის „ღია წერილი“ („ქართული თეატრის ისტორიის“ შედგენა-გამოცემის გამო).

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კიაზოშვილის თხზულება „და დღესაც გვსურს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სახალხო მწერალ-მომღერალნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შოთა დადიანის თხზულება „ზღაპარი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს საჭილაოს სკოლის გამგემ ვლადიმერ ელიავამ ქალთა სამრევლო სკოლის სასარგებლოდ საცეკვაო საღამოს გამართვისთვის ელისაბედ ნიჟარაძესა და შუშანიკ გალდავაძეს გაზეთ "ცნობის ფურცლის" მეშვეობით მადლობა გადაუხადა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ I ნაწილი დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო–სამეურნეო საზოგადოებამ ვლადიმერ მიქელაძის მოხსენება განიხილა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლის შესანახად 100 მანეთის ნაცვლად 200 მანეთის შემწეობის მიღების თხოვნით ქალაქ თბილისის გამგეობას მიმართა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისში გამართულ ქალაქის საბჭოს კრებაზე მიხეილ დარახველიძემ ნანადირევით ვაჭრობის შესახებ სავალდებულო დადგენილება წარმოადგინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „ქამანჩა და სიმები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „მოგზაურობა სისხლის წვეთისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ს. რემონიძის (სილიბისტრო თავართქილაძის) მოთხრობისა „ჯარისკაცი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „გ. მ. ხერხეულიძე (მ. ფოცხოველი)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის წერილი „სვ. პავ. სვიმონიძე (გოგოლაშვილი)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციამ იასე რაჭველის მოთხრობა „მარიანნა“ მიიღო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა იოსებ იმედაშვილის ჯიუტები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში მოსკოვში დიმიტრი არაყიშვილის ნაწარმოებთა ახალი ტომი დაიბეჭდა.