ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით ჩატარებულ მასწავლებელთა ყრილობაზე აირჩიეს ხუთკაციანი კომისია, რომელსაც დაევალა მოხსენებების შესახებ შესაბამისი რეზოლუციების გამოტანა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში გიორგი ჭუმბურიძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნინო ნაკაშიძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე „ნაკადულის“ რედაქტორის, ნინო ნაკაშიძის ვრცელი მოხსენება საბავშვო გამომცემლობაზე ყრილობამ სრულებით გაიზიარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ვარლამ ბურჯანაძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნიკოლოზ ყაზბეგი მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში იაკობ კობიაშვილი მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ვასილ პატარაშვილი მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში პავლე ღუდუშაური მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს ქართულ კლუბში საქველმოქმედო მიზნით იმართებოდა საღამო, სადაც წარმოადგენდნენ კომედიას „აშენდა საქართველო“, რეჟისორი იყო მიხეილ ქორელი, მონაწილეობდნენ: ალექსანდრე წუწუნავა, ალექსანდრე არაბიძე, მიხეილ ჭიაურელი და სხვ. შემდეგ იდგმებოდა კომედია „სიმართლე“ იმავე პირთა მონაწილეობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელი ქალების, გედევანიშვილისა და კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ პირველდაწყებით სასწავლებელში ბავშვებს საშობაო ნაძვის ხე გაუმართეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართებოდა დიდი საზეიმო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ივანე გომართელი, ივანე მაჭავარიანი, ნიკოლოზ ერისთავი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მარო თარხნიშვილის გუნდი და ნეაპოლიტანის კაპელა. საღამოს უხელმძღვანელებდა ნიკოლოზ ერისთავი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში იაკობ გოგებაშვილი მძიმედ იყო ავად ინფლუენციით. მას მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 იანვრიდან ა. ტერ-აკოფოვის სასწავლებელი და პანსიონი იღებდა მოსწავლეებს, როგორც სასწავლებელში მოსამზადებლად, ისე საცხოვრებლად. ქართველებს ქართულ ენას სიონის ტაძრის მღვდელი ანტონ თოთიბაძე ასწავლიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს შტაბის შენობაში ივანე ამილხვარის თავმჯდომარეობით გაიმართა სამხედრო დაწესებულების კრება, რომელზეც იმსჯელეს შავი ჭირის შესახებ. კრებას დაესწრნენ ჯარის უფროსი გენერლები, გუბერნატორი და სამხედრო ექიმები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მაისს ფოთის საქალაქო ბაღში ქალთა სასწავლებლის დასახმარებლად გაიმართა ლატარია-ალეგრი. საქველმოქმედო კომიტეტი მადლობას უხდიდა თბილისელ ვაჭრებს: სტანისლავ ჩარახჩიანს, ფორაქოვს, ლისინოვს, კაჭკაჭოვს, მიასნიკოვს, ბარამოვს, ს. ეზოვს, ნავტიკოვსა და სუმბათოვს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ შემოწირულობის გაღებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 მაისს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა გამოჩენილი გინეკოლოგი ბაცევიჩი და სამსონ თოფურიას საავადმყოფოში იღებდა ქალებს, რომლებსაც საშვილოსნოს ავადმყოფობები ჰქონდათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 მაისს აკურთხეს ახალი სამხედრო საკათედრო ტაძარი, რომელიც თბილისში, კავკასიის მთავარმართებლის სასახლის გვერდით მდებარეობდა. კურთხევას დაესწრნენ გრიგორ გოლიცინი და ივანე ამილახვარი. აგრეთვე სხვა სამხედრო დაწესებულებათა უფროსები და მოხელეები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 მაისს მუშტაიდის ბაღში დანიშნული იყო „ლატარია-ალეგრი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად. მათ, ვისაც სურდათ ამ ლატარიისთვის ნივთების შეწირვა, უნდა გაეგზავნათ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის ან საზოგადოების წიგნის მაღაზიაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის თეატრში გაიმართებოდა ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავას საოჯახო საღამო, სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ფარსს და კონცერტს, მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზალიპსკი, ისეცკი, ილჩენკო და სხვა. ბოშათა რომანსებს წარმოადგენდა ანა ორლოვა, დეკლამაციას – სატინა, მოთხრობებს – იბ. ნიროვი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 სექტემბერს დანიშნული იყო მომრიგებელი სასამართლოს პროცესი, სადაც უნდა განეხილათ გაზეთ „დროების“ კორესპონდენტის ქაიხოსრო გელოვანისა და რედაქტორის ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ რაჭის ბოქაულისთვის ალექსანდრე წულუკიძისთვის ცილისწამების საკითხი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი ახსოვდათ არამხოლოდ ჰაიდელბერგის მცხოვრებლებს, არამედ ვისბადენისა და ჰამბურგის მკვიდრებსაც.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Rheinischer Kurier“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს ვისბადენსა და ჰამბურგში აღმზრდელად ფრანგი ქალი ჰყავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Rheinischer Kurier“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი ვისბადენსა და ჰამბურგში დიდხანს ცხოვრობდა თავის დედასთან, დასთან, უმცროს ძმასთან და აღმზრდელთან ერთად.