ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების დასს შეუერთდა მსახიობი კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა გარდაცვლილი სახალხო მასწავლებლის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სიმონ ორჯონიკიძის სახელი ეწოდებინათ იმ სასწავლებლისთვის, სადაც 15 წელი ასწავლიდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თბილისის პროგიმნაზიის პედაგოგ ჯვარიშეიშვილს კოლეგიის მდივნის წოდება უბოძეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს შუშის ბოთლში ჩადებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მიერ დაბეჭდილი წესდება ნიკო ცხვედაძის თაოსნობით თბილისის გიმნაზიის საძირკველში ჩააყოლეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 20 მარტს იონა მეუნარგია გამართავდა საჯარო ლექციას პოეტ გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და ნაწარმოებების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას შესწირა 25 სხვადასხვა საკითხავი წიგნი, რისთვისაც მას მადლობას უხდიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას დროებით თავისი სახლი დაუთმო. სოფლის საზოგადოება სკოლისთვის შენობის მშენებლობას მალე დაიწყებდა, მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვეს დახმარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის ოჯახი: შვილები მარიამ ყანჩელი-ციციშვილისა, დარია ყანჩელი-გამყრელიძისა, მისი მეუღლე დავით გამყრელიძე, ნათესავები, ივანე დავითის ძე თაქთაქიშვილი, ანა ნიკოლოზის ასული თაქთაქიშვილისა და მათი შვილები, კარპოს და სოლომონ იუწყებოდნენ, რომ პანაშვიდები გაიმართებოდა 18 იანვარს, 12.30 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „ბედნიერ დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თუკი ვინმეს სურდა ამავე გაზეთის შეკვეთა უნდა მიემართათ: თბილისში – რედაქციისთვის, ახალი ბებუთოვის ქუჩაზე და შავერდოვის სააგენტოში გოლოვინის გამზირზე, ქუთაისში – ვარლამ ივანეს ძე ჭილაძისთვის, ხონში – ნესტორ წერეთლისთვის, ბათუმში – მ. ნათაძისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლ ივნისს ქართული დრამატული დასი გამართავდა წარმოდგენას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზია“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე ყაზბეგი (მოხევე), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა დაიწყებოდა 8-ის ნახევარზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ვოდევილს ერთ მოქმედებად „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა დივერტისმენტს – ლექსებისა და სცენების კითხვას, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, გ. ს. ალექსეევ-მესხიევი. დასაწყისი 8-ის ნახევარზე იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის მონაწილეობით ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა – ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა ქორქაშვილმა სოფელ ჭყვიშის მამასახლისს გაამართვინა გლეხებისთვის კრება და მათ პირობა მისცა, რომ სადაც საჭირო იქნებოდა იქ გააგრძელებდნენ სწავლას თავიანთი შვილები, ქუთაისის სახალხო სამასწავლებლო დირექციაც ყოველთვის დაეხმარებოდა სკოლას საჭირო რაოდენობის ნივთების შესაძენად და სახლის შესაკეთებლად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი ვასილ როსტომის ძე ყიფიანს გამოჯანმრთელებას უსურვებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლის კომიტეტის წევრები მადლობას უხდიდნენ ვასილ როსტომის ძე ყიფიანს ოთხწლიანი სამსახურისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც დობჩინსკის როლი მოირგო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის საქმეებს აგვარებდა, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სომხეთის მიმართ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1888 წლის 1-ლი იანვრისათვის. ბალანსს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და ხ. ხაჩატურიანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში გაიმართა ორი საქველმოქმედო საღამო თელავის საქალებო სასწავლებლისა და ღარიბი ოჯახის დასახმარებლად. საღამოზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ადვოკატი მელაძე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსახიობმა დავით აწყურელმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ ვასილ როსტომის ძე ყიფიანი თბილისის თავადაზნაურობის სკოლისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. მისი სახელი, როგორც პატიოსანი გამოცდილი და ნიჭიერი მასწავლებისა, დაუვიწყარი იქნებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 1-ელი იანვრისთვის ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი ჯამში 4 685 197 მანეთი და 66 კაპიკი იყო. ბალანსს ხელს აწერენ ბანკის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, გამგეობის წევრები: ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი, ბუღალტერი ო. სვანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოში სავაჭრო სამრეწველო პალატის კომიტეტმა აირჩია რაჟდენ დათეშიძე, ხოლო კანდიდატად იასონ ლორთქიფანიძე.