რეგისტრირებული ფაქტები50348
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა განკარგულება გასცა ოპერის დირიჟორ სტოლერმანის მიერ ცოლის მკვლელობის საქმის გამოძიებამდე ხელი არ ეხლოთ მისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ მთიელთა რწმუნებული ბ. ჯაბაღიევი და საფრანგეთის მისიის წევრი პუადებუარი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს წევრი ივანე ანდრონიკაშვილი თავის მოადგილე ირ. ფორაქიშვილთან ერთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ გენერალი ილია ოდიშელიძე დაენიშნათ სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძის მოადგილედ სამხედრო საბჭოში მინისტრის ადგილის თანამდებობაზე დაჭერით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებაში ყოველთვიურად გადადებულიყო 15 900 მანეთი სახელმწიფო თეატრში ჯარისა და გვარდიისთვის უფასო წარმოდგენების მოსაწყობად, ინსპექციის ხარჯებისათვის – 18 994 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლონეთის სახელით მადლობას უხდიდა ოდესაში საქართველოს კონსულ ევსეი უშვერიძეს მისი დაუფასებელი სამსახურისთვის პოლონელი ემიგრანტების მიმართ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს აცნობეს, რომ სომხეთის წრეები შეწუხებულნი იყვნენ სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების დაგვიანებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს ნაციონალისტების ფრაქციის წარმომადგენელი გრიგოლ ვეშაპელი (გიორგი გვაზავას შემდეგ) სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელი სამსონ ფირცხალავა აკაკი ჩხენკელის შემდეგ სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე ვრცლად ისაუბრა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპისა და მისი განსვენებული დის, მარჯორი უორდროპის საქართველოს სასარგებლოდ მოღვაწეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე აღნიშნა ხალხთა შორის ლიგის მნიშვნელობა, ევროპის მუშათა კლასის მეთაურები და მათ შორის ჰენდერსონი, რომელთაც დახმარება გაუწიეს საქართველოს საკითხის პოპულარიზაციაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე წინადადება მისცა მთავრობას, რომ შესაბამისი დეპეშები გაეგზავნათ საზავო კონფერენციის თავმჯდომარისათვის და ლორდ კერზონისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა სიტყვა წარმოსთქვა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე. მან დამფუძნებელ კრებას, მთავრობასა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და აღნიშნა მისი საღი და ფრთხილი პოლიტიკა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა გახსნა თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ პენსიები დაუნიშნა მსახიობებს: ვასო აბაშიძეს, კოტე ყიფიანს, მარიამ საფაროვ-აბაშიძეს და ელისაბედ ჩერქეზიშვილს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 24 იანვარს კონსერვატორიის დარბაზში გაიმართებოდა ვირტუოზი ფიშბერგის კონცერტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში დეკანოზმა დიმიტრი ხახუტაშვილმა გადაიხადა წირვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის მაზრის ერობის ხმოსანთა საბჭოს მეორე საგანგებო ყრილობამ დაადგინა, რომ მწერალ ვასილ ბარნოვის მშობლიური სოფლის საერობო სკოლისთვის ეწოდებინათ მისი სახელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის მაზრის ერობის ხმოსანთა საბჭოს მეორე საგანგებო ყრილობამ დაადგინა, რომ მწერალ ვასილ ბარნოვისა და მსახიობ ნინო ჩხეიძისთვის ყრილობას გაეგზავნა 3 000 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის მაზრის ერობის ხმოსანთა საბჭოს მეორე საგანგებო ყრილობაზე დავით ონიაშვილის განცხადებით, ყრილობამ გაიხსენა ვასილ ბარნოვის მოღვაწეობა ლიტერატურულ დარგში და მსახიობ ნინო ჩხეიძისა ქართულ სცენაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს დაევალა ევროპაში კომერციული აგენტურის მოწყობის სქემის და მთავრობისთვის წარდგინება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის მთავრობის დადგენილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს დაევალა მთავრობის სასახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მთავრობისთვის წარდგინება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო იოსებ ხანანაშვილისგან, დავით აჯიაშვილისგან და მიხაკო ხანანაშვილისგან ქართველ ებრაელთა სახელით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ჯოტი შერვაშიძისა და სიმონ ქვარიანისგან სოხუმიდან აფხაზ-ქართველთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის სახელით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო სპარსეთის გენერალური კონსულისგან.