ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გენერალ-ადიუტანტ ლევან ივანეს ძე მელიქოვის სახელზე დააარსეს სტიპენდია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მომრიგებელ-მოსამართლე სიმონ როსტომის ძე წერეთელმა გადაწყვიტა ქართულ ენაზე გამოეცა ჟურნალი „საუბარი“. ნებართვის თხოვნით წერილი გაუგზავნა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოს. ჟურნალის ღირებულება წელიწადში 5 მანეთი იქნებოდა და არ დაიბეჭდებოდა მხოლოდ პოლიტიკური სიახლეები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 9 თებერვალს გაიმართება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“. მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე, ხუციშვილი და სხვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ასათიანი და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ყაითმაზოვი იყვნენ კანდიდატები ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 თებერვალს დანიშნულია ნატო გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა ალექსანდრე ნიჯარაძემ მოიწვია თავადაზნაურობის წარმომადგენლები, რათა ერთად გადაეწყვიტათ თუ როგორ დახმარებოდნენ გიმნაზიას პარალელური კლასების გაუქმების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გაეგრძელებინა სწავლება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ მადლობა გადაუხადა იულია დავითის ასულ ჩხეიძეს ოდესაში მყოფი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის ხელმძღვანელობისთვის. აღნიშნა, რომ ჩხეიძემ კარგად შეასრულა თავისი როლი სპექტაკლში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მარტს ქართული დრამატული დასის არტისტი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი არწუნისეულ თეატრში გამართავდა სალიტერატურო საღამოს და სიმღერები უმეტესად რუსულ ენაზე გაიჟღერებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მარტს საექიმო საზოგადოების კრებაზე მოხსენებას წაიკითხავდა ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე ჩითახოვის წყაროს ქიმიური ანალიზის შესახებ. წყარო ავლაბარში მდებარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკი პატარა გოგონებისთვის აარსებდა „საყმაწვილო ბაღს“ და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათი საათიდან ორ საათამდე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვ. არღუთინსკაიას მიერ დაარსებული საყმაწვილო ბაღი და დაწყებითი სკოლა პანსიონითურთ მდებარებდა ველიამონოვის ქუჩაზე, თ. ამატუნის სახლში, ქვედა სართულზე, იქვე იყო საყმაწვილო ბიბლიოთეკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა დედა ენის მეხუთე გამოცემა შეცვლილი და შევსებული, წინა გამოცემაზე 32 გვერდით მეტი. ანბანი ხელახლა იყო შედგენილი და ჩამატებული ჰქონდა საწერი დედანი რვეული სკოლის პირველ ეტაპზე გამოსაყენებელი. პირველი ნაწილი ლექსებითა და სურათებით შევსებული იყო, მეორე კი – საღმრთო ნაწილით, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებით სრულდებოდა. წიგნი იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში და ფასი უცვლელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა ხელნაწერები ასტროლოგია და ცხოვრება ნუმა პონპელისა, თარგმანი ავალიშვილისა, პეტერბურგის ხელმწიფის ეკატერინე II დროის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახმეტაში ცხოვრობდა ნიკოლოზ ათანასეს ძე მაყაშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ: ივანე ბეთანოვი, სტეფანე ვარძელოვი, მოსე ბარკალაია, მუფტი ზადე კაადირ ეფენდი და ნიკოლოზ საბაევი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი და იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი იღებდნენ ყმაწვილებს მოსამზადებლად საშუალო სასწავლებლებში. მისამართი: ვარანცოვის ხიდის პირდაპირ, ნიკოლაევის ქუჩა, თ. გრუზინსკის სახლი N 21.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „თფილისის ფურცლის“ ცნობა, რომ ლორთქიფანიძემ ჩითახოვისაგან შეიძინა მიწა მუშტაიდის ბაღის გვერდით და სურდა დიდი ქვის შენობის აგება საერო თეატრისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა წიგნი „ქართული ქრისტომატია“, რომლის ფასი 70 კაპიკი იყო. ვინც არანაკლებ ათ ეგზემპლარს პირდაპირ გამომცემლისაგან ნაღდი ფულით შეიძენდა, იგი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანმა და იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილმა ყმაწვილების მოსამზადებლად პანსიონი და სასწავლებელი დააარსეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართული ჭიდაობიდან შემოსული თანხიდან 18 მანეთი გაუგზავნეს სტუდენტს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში გაიმართა ჭიდაობა თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტის ჯინორიძის დასახმარებლად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართულ ჭიდაობაზე გამარჯვებულს 18 მანეთი გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსჯავრდებულის ნ. დიასამიძის ადვოკატი იყო კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ნოემბერს ბანკის (არწუნისეულ) თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარედგინა სამმოქმედებიანი დრამა-კომედია „შეშლილია“, რომელშიც მონაწილეობდა ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალიშვილისა (ავალოვი).

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა ქართული ხოროს პირველი კონცერტი ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის ხელმძღვანელობითა და იოსებ ი. რატილის ლოტბარობით. კონცერტი 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.