რეგისტრირებული ფაქტები47856
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 15 ნოემბერს გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა ჩასულიყო სენაკში და ადგილზე გაერკვია სკოლის შესახებ ინფორმაცია. დ. კარიჭაშვილმა 1-ელ დეკემბერს წარუდგინა გამგეობას მოხსენება სკოლის შესახებ, რის შემდეგაც გამგეობა დაეთანხმა მას, რომ სკოლა დროებით მოეთავსებინათ დაქირავებულ სახლში, ხოლო სკოლისთვის საჭირო ხარჯები გადაეხადათ იმ ფულიდან, რომელიც დამზღვევ საზოგადოებისგან მიიღო სენაკის სკოლის სამზრუნველომ, დანარჩენი 3000 მანეთი კი შეენახათ საკრედიტო დაწესებულებაში, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდნენ სკოლის საქმეს. გამგეობამ ასევე დაადგინა, რომ სკოლის მომავალი მდგომარეობის შესახებ მიწერ-მოწერა გაემართათ ბანკთან და თავადაზნაურობასთან.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა საბურთალოზე მცხოვრებმა პირებმა, რომ სურდათ სკოლის გახსნა, რომლის სახელი და ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო საზოგადოებისა, ხოლო დანარჩენს თავად უზრუნველყოფდნენ. გამგეობამ დაადგინა, რომ გახსნილიყო სკოლა საბურთალოზე და ასევე სკოლის ზრუნვის ვალდებულება აეღოთ იქ მცხოვრებლებს. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სტამბის მფლობელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომ მიეცათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ დაადგინა, რომ ჯერ უნდა შეეგროვებინათ ინფორმაცია, თუ რისთვის სჭირდებოდა წიგნები.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ხონის განყოფილების თხოვნა, რომ სასწრაფოდ ეცნობებინათ მათთვის დაეთმობოდათ თუ არა „საზოგადოების“ გამოცემანი საკომისიოდ. გამგეობამ დაადგინა, რომ თანხმობა ეცნობებინათ ხონის განყოფილებისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის მოხსენება, რომ სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო და 20 თუმნით დახმარება სჭირდებოდა. გამგეობამ გომარეთის სკოლის საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ სახელმძღვანელოებისა და ხელსაწყო ნივთებისთვის გამგეობას გადადებული ჰქონდა 50 მანეთი, თუმცა მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადეს. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის მარტში გამგეობისთვის მიუმართავს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორს ხელთუბანში სკოლის შენობის გადაცემის თაობაზე, რაზედაც გამგეობას განუცხადებია, რომ მხოლოდ საზოგადო კრების თანახმად იყო შესაძლებელი ქონების გაცემა. საზოგადო კრების ჩატარების შემდეგ თავად მისულა კანცელარიაში და უკითხავს თავისი თხოვნის პასუხი, რაზედაც უთქვამთ, რომ ქონების გაცემის უფლება საზოგადოებას არ ჰქონდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ შემოდგომაზე აპირებდა სკოლის გახსნას სოფელ ხელთუბანში და გამგეობას სთხოვდა 3-4 წლით დაეთმო მათთვის ყოფილი ქართული სკოლის შენობა, სანამ ახალ შენობას ააგებდა. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ატენის სკოლაში მუშაობის სურვილი გამოთქვა ორმა ქალბატონმა, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ სანამ გიორგიწმინდის სკოლის საქმეს არ გადაწყვეტდნენ, მანამდე გადაედოთ ატენის სკოლის საქმე. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ საბურთალოს სკოლაში მუშაობის სურვილი გამოთქვა 8 ქალმა. გამგეობამ დაადგინა, რომ სკოლისთვის საჭირო თანხის უქონლობის გამო გადაედოთ მაწავლებელთა არჩევა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვის მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების თხოვნა, რომ გამგეობას 150 მანეთის წიგნები გაეგზავნა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი „Русское Слово“, 1-ლი გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ დაებეჭდათ „Русское Слово“ უცვლელად 12000 ცალი და მომდევნო სხდომაზე წარმოედგინათ ამ წიგნის დაბეჭდვის პირობები. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი თუ რა ფასებში უნდა გაეყიდათ რვეულები. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ ყველა მაღაზიაში ასი რვეული ღირდა 2.40 მან, ათასი რვეული 23 მანეთი, 2 ცალი კი 1 შაური. სწორედ ამ ფასებში მოუთხოვია თელავის განყოფილებასაც რვეულების შესყიდვა. გამგეობამ დაადგინა, რომ 100 რვეულის ფასი უნდა ყოფილიყო 12 აბაზი, ათასი რვეულის 23 მანეთი და 1 რვეულის 1 შაური. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძის მიერ შედგენილი ლექსიკონის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ლექსიკონი შესამოწმებლად პროფესორ ნიკოლოზ მარს გაუგზავნა, რომლის დასკვნის შემდეგ გადაწყვეტდნენ დაებეჭდათ თუ არა ეს ლექსიკონი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის განყოფილების გამგეობამ მიმართა მთავარ გამგეობას კითხვით, თუ რა მონაწილეობა უნდა მიეღოთ მათ სტიპენდიების განაწილების პროცესში. გამგეობამ განაცხადა, რომ სტიპენდიების განაწილება მთავარი გამგეობის პრივილეგია იყო და გარეშე განყოფილებებს მხოლოდ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება შეეძლოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა, თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ სხდომებზე დასწრება, ამიტომ კომისიები უნდა გაუქმებულიყო და შემოეღოთ ძველი წესი, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს გამგეობა თავის სხდომებზე განიხილავდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მასწავლებელმა კოტე სეხნიაშვილმა სკოლის მდგომარეობის შესახებ და ითხოვა 20 თუმნით დახმარება. გამგეობამ მათ 10 თუმანი გაუგზავნა და სკოლის შეკეთების ხელმძღვანელობა თავად კ. სეხნიაშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის მასწავლებელმა, რომ სურვილი აქვს სკოლის ეზოში გააშენოს ბაღი, რისთვისაც გამგეობას სთხოვს ფულით დახმარებას, რომლითაც შეიძენს საჭირო ხელსაწყოებსა და ნამყენებს, ასევე სკოლისთვის სჭირდებათ რამდენიმე მერხი. გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მასწავლებლისთვის გამოეგზავნა მერხების ხარჯთაღრიცხვა, ხოლო ბაღის გაკეთებისთვის დახმარება მოეთხოვათ თავად სოფლისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.