ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ თათბირში მონაწილეობდნენ: მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე, ადმინისტრაციის ინსპექტორი, ზემო სვანეთის კომისარი, ლანჩხუთის ერობის თავმჯდომარე და იმავე ერობის გამგეობის წევრი. თათბირზე შემუშავდა სხვადასხვა ზომები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვს, ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი დიმიტრის ძე შალიკოვებსა და სალომე პანტელემონის ასულ შალიკოვს 34084 მანეთი და 84 კაპიკი დავალიანება ჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს დავალიანება ჰქონდა 6097 მანეთი და 54 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის დავალიანება ჰქონდა 2039 მანეთი და 95 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს დავალიანება ჰქონდა 11258 მანეთი და 77 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევს დავალიანება ჰქონდა 3945 მანეთი და 43 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიევს, ნინო და მარიამ გიორგის ასულ ხიმშიევს, ეკატერინე ბეჟანის ასულ ხიმშიევს დავალიანება ჰქონდათ 4437 მანეთი და 65 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის) დავალიანება ჰქონდა 24 432 მანეთი და 99 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ჰქონდა დავალიანება 6625 მანეთი და 56 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 23 285 მანეთსა და 67 კაპიკს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ განხილვა, რომელიც გამოსცა გიორგი ზალიკანიანმა, პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ გამოვიდა მესამედ დაბეჭდილი, გადასწორებული „დედა ენა“, რომელიც წიგნების მაღაზიის მეპატრონე ზაქარია გრიქუროვმა გამოსცა 18 000 ეგზემპლარად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ სწავლა-განათლების გამგემ იაკობ გოგებაშვილის წიგნები „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ შესამოწმებლად გაუგზავნა პეტერბურგის სწავლულთა კომიტეტს, რომელთაც წიგნების განხილვა ალექსანდრე ცაგარელს დაავალეს. ცაგარელმა მოიწონა ი. გოგებაშვილის წიგნები და კომიტეტმა მისი თანხმობით სწავლა-განათლების გამგეს წიგნების სკოლებში გამოყენება ურჩია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი 2 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელი გერმანიიდან კი არ ჩამოვიდა საქართველოში, როგორც შეცდომით წერდნენ ზოგიერთ გაზეთში, არამედ შვეიცარიიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი შვეიცარიიდან საქართველოში გამომგზავრებისას რომში გაჩერდა, სადაც იტალიაში მყოფი ქართული დელეგაციისგან მიიღო ცნობები დელეგატთა მუშაობის შესახებ და შემდეგ იტალიური გემით გამოემართა ბათუმისკენ, სტამბოლში 10-11 საათი გაჩერდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელის მგზავრობას იტალიის მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, მისი მოგზაურობის შესახებ რადიოთი იტყობინებოდნენ, სადგურზე ხვდებოდნენ იტალიის სამხედრო უწყების წარმომადგენლები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ 7 იანვარს გაიმართებოდა ორმოქმედებიანი დრამა „პარიჟელი ბიჭები“ მარიამ საფაროვის პატივსაცემად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომას საქმე მოახსენა პალატის წევრმა გ. ზ. ჩაჩიბაიამ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს, 13 საათზე, აკაკი ჩხენკელი ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენცია მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სთხოვდა, საჩხერის რაიონში საველე შტაბის მიერ უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმის გამოკვლევა და დამნაშავეთა ვინაობის გამოძიება დავალებოდა სენატის საგანგებო რევიზიას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ დეპეშა გაუგზავნა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრების შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“, რომელიც ილია წინამძღვრიშვილსა და ივანე პოლტორაცკს მიუძღვნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში რუმინეთის მთავრობის წინადადების თანახმად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დავით როსტომაშვილი და ილია ებრალიძე რუმინეთში მიემგზავრებოდნენ ხორბლის მისაღებად, რომელსაც თამბაქოზე გადაცვლიდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ აკაკი წერეთლის პოემა „თამარ ცბიერი“ იყიდებოდა მორიჯის ბიბლიოთეკაში გოლოვინის გამზირზე მუხრან-ბატონის სახლში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში. ფასი ათი შაური იყო.