ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45933

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ ანტონ ფურცელაძის მიერ რედაქტორ სერგეი მესხისადმი მიწერილი ღია წერილი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ დეკანოზ დავით ღამბაშიძის „წიგნი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს იმერეთში მაღალი წოდების სასულიერო პირები აღსარებითი სიებისა და მეტრიკების სანაცვლოდ სასოფლო მღვდლებისგან ფულადი გასამრჯელოს გადახდას მოითხოვდნენ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 დეკემბერს „დროებაში“ ზაქარიძის ფსევდონიმით სოლომონ მგალობლიშვილის წერილი „უფ. შორაპნელის შენიშვნაზე“ დაიბეჭდა იმავე გაზეთის 44-ე ნომერში დავით ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებული კორესპონდენციის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 27 მაისს გაზეთ „დროებაში“ მ. ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის წერილი „წიგნი რედაქტორთან“ და რედაქტორ სერგეი მესხის პასუხი იმავე წერილზე.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის წერილი „წიგნები ს.-პეტერბურგიდგან“ ალექსანდრე ოსტროვსკის ახალი კომედიის, „კავკასიელი სასიძოების“ შესახებ, რომელშიც ქართველი პერსონაჟები უარყოფითად იყვნენ წარმოჩენილნი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი რუსულად თარგმნილი ეპოპეა „ალღუზიანი“ გიორგი ბაევს გამოუცია ბერლინში.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მოსე ჯანაშვილს ნაშრომი „Абхазия и Абхазцы“ დაუწერია.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ XX-ის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის რეცენზია ნიკო ნიკოლაძის მიერ ალმანახ „კრებულში“ გამოქვეყნებულ თხზულებაზე „სხვათა-შორის“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მოსე ჯანაშვილს გამოუცემელი დარჩენია 67 თხზულება.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წელს მოსე ჯანაშვილმა სამწერლო მოღვაწეობა დღიურების წერით დაიწყო.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად მოსე ჯანაშვილის 71 თხზულება ცალკე წიგნებად გამოსულა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, სერგეი მესხი, რაფიელ ერისთავი, მამია გურიელი, პეტრე უმიკაშვილი, ბესარიონ ჯაფარიძე, გიორგი ჭალადიდელი, დავით ერისთავი, დიმიტრი ყაზბეგი და ნიკო ცხვედაძე ჟურნალ „კრებულს“ სტატიების გაგზავნას შეჰპირდნენ გამოსაქვეყნებლად.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილმა ნაშრომი „Тигран Эдуардович“ გაზეთ „Тифлисский листок“-ში დაბეჭდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილმა დაწერა გეოგრაფიულ-ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაშრომი „საინგილო“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილმა დაწერა მონოგრაფიები ჩერქეზების, აბაზგების, ჩეჩნების, ლეკებისა და მათი გმირების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ და პოემა „აჩრდილი“, აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემს მეგობარს“, ნიკო ნიკოლაძის ნარკვევები „ნაპოლეონ მესამის ცხოვრება“, „ახალი ახალგაზრდობა“ და „გლეხური სიმღერა“ და ნიკოლოზ ცხვედაძის „დასავლეთი ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავისი მიზეზებით XIX საუკუნეში“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილ ავტობიოგრაფიაში მოსე ჯანაშვილი აღნიშნავდა, რომ ჩახრუხაძის „თამარიანში“ მან სცადა ტექსტი ისე დაელაგებინა, როგორც თავდაპირველად იყო ჩაწერილი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე წიგნში ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის მიერ ნათარგმნი მიხეილ ლერმონტოვის პოემა „დემონი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ გამოაქვეყნა „სიგელ-გუჯართა მოკლე აღწერა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება ჟურნალ „მნათობის“ პირველი ნომრის გამოცემის თაობაზე.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა ანტონ ფურცელაძის ისტორიული რომანი „მაცი ხვიტია“ და მისივე კრიტიკული სტატია „საქართველო“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა გიორგი იოსელიანის (წყალტუბელის) წერილი „იმერლები თბილისში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკო ლომოურის ლექსი „ქართველი გლეხი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი და გამოცემული „ზარზმელის ცხოვრება“ ლათინურად უთარგმნია და გამოუცია პეტერსს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა იოსებ ბაქრაძის თარგმანი „მამა და შვილი“.