ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50738

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძის მიერ შედგენილი ლექსიკონის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ლექსიკონი შესამოწმებლად პროფესორ ნიკოლოზ მარს გაუგზავნა, რომლის დასკვნის შემდეგ გადაწყვეტდნენ დაებეჭდათ თუ არა ეს ლექსიკონი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის განყოფილების გამგეობამ მიმართა მთავარ გამგეობას კითხვით, თუ რა მონაწილეობა უნდა მიეღოთ მათ სტიპენდიების განაწილების პროცესში. გამგეობამ განაცხადა, რომ სტიპენდიების განაწილება მთავარი გამგეობის პრივილეგია იყო და გარეშე განყოფილებებს მხოლოდ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება შეეძლოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა, თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ სხდომებზე დასწრება, ამიტომ კომისიები უნდა გაუქმებულიყო და შემოეღოთ ძველი წესი, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს გამგეობა თავის სხდომებზე განიხილავდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მ. გაჩეჩილაძემ, რომ განეახლებინათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ მ. გაჩეჩილაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მასწავლებელმა კოტე სეხნიაშვილმა სკოლის მდგომარეობის შესახებ და ითხოვა 20 თუმნით დახმარება. გამგეობამ მათ 10 თუმანი გაუგზავნა და სკოლის შეკეთების ხელმძღვანელობა თავად კ. სეხნიაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის მასწავლებელმა, რომ სურვილი აქვს სკოლის ეზოში გააშენოს ბაღი, რისთვისაც გამგეობას სთხოვს ფულით დახმარებას, რომლითაც შეიძენს საჭირო ხელსაწყოებსა და ნამყენებს, ასევე სკოლისთვის სჭირდებათ რამდენიმე მერხი. გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მასწავლებლისთვის გამოეგზავნა მერხების ხარჯთაღრიცხვა, ხოლო ბაღის გაკეთებისთვის დახმარება მოეთხოვათ თავად სოფლისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 მარტს შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტერბურგიდან წერილით სთხოვა თებერვლის სტიპენდიის ფულის თვის პირველ ნახევარში გაგზავნა.

1879

ტიპი: ავტორობა

დავით გიორგის ძე შარაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჟენევიდან თბილისში გამოუგზავნა წერილი ჟენევის ბიბლიოთეკისთვის ფულის გაგზავნასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 3 აგვისტოს შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტერბურგიდან თბილისში წერილით შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, მას იმ წელს აუცილებლად უნდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი. ის უსახსრობის გამო გამგეობისგან ითხოვდა დახმარებას.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 მარტს შალვა ელიავამ დაწერა ხელწერილი, რომ პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუბრუნებდა თანხას, რომელსაც სტიპენდიის სახით იღებდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ შემოდგომაზე აპირებდა სკოლის გახსნას სოფელ ხელთუბანში და გამგეობას სთხოვდა 3-4 წლით დაეთმო მათთვის ყოფილი ქართული სკოლის შენობა, სანამ ახალ შენობას ააგებდა. გამგეობამ ინსპექტორის თხოვნა დააკმაყოფილა და 4 წლის ვადით დაუთმო ქართული სკოლის შენობა. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გამგეობა ვალდებულია მწერლებს გაუწიოს ფულადი დახმარება, რისთვისაც გადადებული აქვთ 180 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იოსებ ირემაშვილმა სტიპენდიის ერთდროულად გადაცემის თაობაზე. გამგეობამ დაადგინა, რომ ი. ირემაშვილის თხოვნა განეხილათ იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებლების თანხლებით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოაგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1881

ტიპი: ავტორობა

სოფელ შემოქმედის პედაგოგის, ანტონ ცეცხლაძის ცნობით, 1881 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით სკოლის ღარიბ მოსწავლეთა რიცხვი იყო 43, მათ შორის იყვნენ აზნაურებიც.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს მასწავლებელი ნიკოლოზ ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ სოფელ ახალქალაქის სკოლის შენობის აივანი და კარ-ფანჯრები დარჩა წამალწაუსმელი, რის გამოც სკდებოდა, შენობას აკლდა სხვადასხვა წვრილმანი. სკოლას დიდ სარგებლობას მოუტანდა გამგეობა, თუ 80-100 მანეთს შესწირავდა.

1880

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნიკოლოზ ხუციშვილის ცნობით, 1880 წლის აგვისტოში დასრულდა გორის მაზრის სოფელ ახალქალაქის სკოლის შენობა, რომელშიც იყო 1 საკლასო ოთახი, 3 სადგომი ოთახი, ბიბლიოთეკა, შესასვლელი გრძელი და ფართო აივნით.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა განცხადება სკოლის შენობის დასრულების შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისათვის ძალიან საჭირო იყო გოგებაშვილის „ბუნების კარი“ და „დედა ენა“, იმ წელს სხვა სახელმძღვანელოს არ საჭიროებდნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მიღებული წიგნები ინახებოდა ბიბლიოთეკაში და მოსწავლეები იყენებდნენ რიგრიგობით.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნ. ჯაჯანიძის ცნობით, 1881 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით სოფელ ნორიოს სკოლაში 6 ღარიბი მოსწავლე იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნ. ჯაჯანიძის ცნობით, 1881 წლის 20 ნოემბრისთვის სოფელ ნორიოს სკოლაში სწავლობდა 29 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ნორიოს სკოლის მასწავლებელმა ნ. ჯაჯანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ მოხსენება მიიღო 27 ნოემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი აღნიევის ცნობით, 1881 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით სოფელ შილდის სკოლის 18 მოსწავლე ქალ-ვაჟი ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 დეკემბერს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა განცხადება სკოლის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 4 იანვარს.