რეგისტრირებული ფაქტები50348
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი საზღვარგარეთ ღირსეულად დაფასებული იყო, რაც ქართველებს ძალიან ანუგეშებდა და სიხარულს ანიჭებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ პროფესორ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილს საქართველოში ყველა სიყვარულით და სიამოვნებით იგონებდა, რისი მიზეზიც მისი ქვეყნიდან შორს ყოფნა იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი ასცდა იმ უსიამოვნებას, რასაც საზოგადოების სამსახურში მყოფი ადამიანის ცილისწამებით შებღალვა ჰქვია.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის სტამბაში დაიბეჭდა შემდეგი წიგნები: „მეთევზის შვილი“, „შრომა და სიმდიდრე“, „გმირი როლანდი“, „დროა გონს მოვიდეთ“, „ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება“, „ლინჰარდი და გერტრუდა“, „ხტუნია ციყვუნია“, ბოკლის „ცივილიზაციის ისტორია“, პოემა „შიო თავადი“, „როგორ ცხოვრობენ ჩინელები“, „ცხენის წურბელა“, „მაჰმადი“, „დარვინიზმი“ (I და II წიგნი).
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად რატიანმა, ალ. პაპოვმა, კუბიცკიმ და სიკორსკიმ 30-30 კაპიკი გაიღეს, გარდანოვმა და ბუხრაძემ – 15-15 კაპიკი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა გამოსცა იოსებ ცისკარიშვილის მიერ რუსულიდან ნათარგმნი წიგნი „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ საქონლის ჭირის განადგურების მეთოდებზე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის დეკემბერში გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა კრებაზე გადაწყვიტეს, რკინიგზის მთავრობის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა, რომ ჭიათურის საწარმოს მუშებს შავი ქვის საქმეებთან დაკავშირებით კავკასიაში უფასოდ ემოგზაურათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი არწუნისეულ თეატრში წარმოადგენდა დივერტისმენტს ნატალია მერაბის ასული გაბუნიას, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისას, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისას, ვასილ ალექსის ძე აბაშიძის, დავით მერაბის ძე გამყრელიძის, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევის, ვალერიან ლევანის ძე გუნიას და სხვ. მონაწილეობით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს ი. დ. ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავადაზნაურთა კრებას დაესწრო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძემ მეჯვრისხევის ბიბლიოთეკას 48 წიგნი და „მწყემსის“ რამდენიმე ნომერი შესწირა, დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილმა – 3 მანეთი, ილ. რუხიშვილმა – 33 წიგნი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამსონ ტარიელის ძე , იასონ ალმასხანის ძე და გიორგი ანტონის ძე წულუკიძეებს, ივანე გლახუას ძე ქუთათელაძეს და სტეფანე დავითის ძე ფურცელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ეწერში მდებარე 161 დესეტინა და 2016 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით, გელათის მონასტერს ესაჭიროებოდა შეკეთება, რაც საქართველოს ეგზარხოს პალადის უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში სათავადო ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა გოშპიტლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 310 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დავით გრიგოლის ძე ერისთავს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ნემეცის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის და ორსართულიანი ხის სახლები, ასევე 357 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ შაბათს, 14 მარტს ქართული დრამატული სცენის მოყვარულთაგან ა. თამაზაშვილის სასარგებლოდ გაიმართებოდა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან: ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, დავით ერისთავის „სამშობლო“, ანტონ ფურცელაძის „თამარ ღაზნელი“ და შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა, სადაც ქუჩების ქვით დაგების საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: მ. ი. თამამშევი, ა. ა. ივანენკო, ვასილ იოსების ძე ბებუთოვი, ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვი და პავლე იზმაილოვი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისსა და ქუთაისში იყიდებოდა ახლად დაბეჭდილი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ფასი: 15 კაპ. მის: ალექსანდროვის პედაგოგიკის ინსტიტუტი. მ. ა. ნასიძე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა გამოსცა „აღზრდა შვილისა“ – ალექსანდრე ნათიძის მიერ ნათარგმნი ერნესტ ბემესის პედაგოგიური წერილები დედასთან.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მორთვისათვის ეზეკიანმა 25 კაპიკი, სამადაშვილმა, გ. ბიაშვილმა, ცაგალოვმა და დ. ლევანიძემ 20-20 კაპიკი გაიღეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიგოითში მაჭუტაძის ტყიდან სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჰქონდათ შეშა, რაც ტყის გაჩეხვასთან ერთად ახალი სათესი მიწების მატებასაც მოასწავებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მიხეილ ნასიძის ახალი წიგნი „ქართველი მწერლები, ვახტანგ მე-VI-ე“, რომელიც დაიბეჭდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში და 3 შაური ღირდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 20 ივლისს ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავ წვეულებაზე ვიქტორ კუვშინოვმა ილია ჭავჭავაძეს გადაუღო ფოტო, რომელზეც ის სტუმრებთან ერთად უსმენს საზანდარს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ დავით პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლას სამოცი მანეთი შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს ვენერა ჯაფარიძეს, რომელიც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლაში ქალებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.