ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49240

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილი წერდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის მოსართავად იყენებდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ მონასტრების ჩუქურთმებისთვის გადაღებულ ფოტოებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, გასულ კვირას ქართული დრამატული დასის წარმოდგენაზე ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა წარმოთქვა სიტყვა, რომ ქართული თეატრი იღუპებოდა და ვასილ ალექსის ძე აბაშიძისა და მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ხელმძღვანელობით გადაარჩინეს. მან მაყურებელს მადლობა გადაუხადა შეცდომების მოთმენისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისამ გადმოკეთებულ ვოდევილში „ბაიყუშში“ პატარა უმანკო ქალის როლი შესანიშნავად შეასრულა და მაყურებელი აღტაცებული უსმენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილის „ბაიყუშის“ პერსონაჟის თალიკოს როლში ბევრჯერ ჰყავდათ ნანახი მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, თუმცა ახლანდელმა მისმა თამაშმა ყველა დაარწმუნა, თუ როგორი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ბუნებრივსა და მგრძნობიარე თამაშს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძე იყო ის არტისტი, რომელიც მხოლოდ სახით თამაშობდა. ის ოსტატურად იყენებდა თავის გამომეტყველებას და სახეც ისე ემორჩილებოდა, რომ მხოლოდ მოძრაობებით უსიტყვოდ ლაპარაკობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილის „ბაიყუშის“ პერსონაჟის გასპარას როლი ვასილ ალექსის ძე აბაშიძემ უგრიმოდ ითამაშა და ვერაფერი შეედრებოდა მისი ნამდვილი სახის საოცარ მოძრაობებსა და შესრულებას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილის „ბაიყუშის“ წარმოდგენისას ანდრონიკოვისამ სიმღერა კარგად შეასრულა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილის „ბაიყუშის“ წარმოდგენისას ნ. მ. ჯორჯაძეს ყურადღება არ მიუქცევია თავისი წინდებისთვის, რომელიც ჭუჭყის გამო ქალამნებს ჰგავდა. ეს უყურადღებობა არ ეპატიებოდა ჯორჯაძეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ვოდევილში „ბაიყუშში“ ნ. მ. ჯორჯაძემ ნამდვილი ბაიყუშის ხასიათი წარმოადგინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხლანდელ სიყვარულში“ მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვისამ ჭკვიანურად შეასრულა ორივე როლი – ჯერ მგრძნობიარე, მოსიყვარულე და შემდეგ იმედგაცრუებული ნუცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟის თავადი ჯამბარაშვილის როლში ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი გრიმით, შესრულებით კარიკატურას და დეპარტამენტის გამგეს ჰგავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟის ნიკო ახირებულაძის როლი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილმა ვერ შეასრულა ხარისხიანად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხანდელ სიყვარულში“ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის შესრულება სხვა სპექტაკლებთან შედარებით სუსტი იყო, რისი მიზეზიც თავად სხვაზე კარგად იცოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მღვდელმა დიომიდე ხონელიძემ ახლად აშენებული ნაჩხეტაურის წმ. გიორგის ეკლესიისათვის თანხით დახმარების გამო გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა სპირიდონ კიკნაძეს, პეტრე ზანონს, თეოდორე კურტოვს, ნ. ვ. აბაშიძესა და ერმალოზ კიკნაძეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს შენიშნეს ერთი ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ მას გავარჯიშებული და ტკბილი ხმა ჰქონდა პოეტურ ნაწილში, სადაც აუცილებლად საჭირო იყო მაღალი ხმა დაბალ რეგისტრში ასრულებდა როლს, რის გამოც ძალიან გაუჭირდებოდა ზოგიერთი ტრაგიკული როლის განსახიერება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეოთხე მოქმედებაში საუცხოოდ ითამაშა და აღაფრთოვანა მაყურებელი. ასევე, ბოლო მოქმედებაშიც კარგად ითამაშა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეორე მოქმედებაში მისი დონის არტისტისთვის უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ თამაშისას ეტყობოდა, რომ როლს პირველად ასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ როლი ისე არ ჰქონდა ნასწავლი, როგორც თავის ნიჭს შეეფერებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ კარლ გუცკოვი ეკუთვნოდა იმ გერმანელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა რაზმს, რომელსაც „ახალგაზრდა გერმანიას“ უწოდებდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მადლიერები იქნებოდნენ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი თუ თავისი როლების სწავლას ჩვეულებად აქცევდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრის თანამშრომლები მადლიერები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხის, რადგან მისი დამსახურებით თეატრის საქმეები წარმატებულად მიდიოდა, ყველა წარმოდგენაზე დარბაზი ხალხით ივსებოდა და გასაყიდი ბილეთები არ რჩებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ გაზეთ „ივერიას“ ემინის ისტორიული და ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობები მიაწოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ იოსებ დავითის ძე ნიჟარაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი 95 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე სამი ქვითკირის სახლი: ერთი – ორსართულიანი, ორი – ერთსართულიანი და 7334 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.