რეგისტრირებული ფაქტები50348
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში დავით მერაბის ძე გამყრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ნ. მ. ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ნებიერიძე და სხვ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკო ლომოურის „ქაჯანას“ ცალკე წიგნად გამოცემა გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთლის წინადადებით საჩხერის ხიდის დამთავრება გადაწყვიტა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გამგეობის ნებართვით ალექსანდრე ნებიერიძემ გაზეთ „თეატრის“ ბეჭდვა განაგრძო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რომის პაპის ლეგატმა ანტონ დელფუშემ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მისწერა, რომ მიემგზავრებოდა თბილისიდან რომში მისიის ანგარიშების ჩასაბარებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინისგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ნოტა მიიღო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 მარტს დაგეგმილი იყო ვლადიმერ აღნიაშვილის ქართული ხოროს კონცერტი იოსებ რატილის ლოტბარობით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 აგვისტოს ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა პროექტი თბილისში სავაჭრო სკოლის დაარსების შესახებ. სკოლის დასაარსებლად ალექსანდრე მანთაშევმა 50 ათასი მანეთი გაიღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვაჭრობისა და წარმოების სამინისტროს კომისრის, მ. ჯაფაროვის ბრძანებით, თექის ქარხნის მესაკუთრე ალექსანდრე ზარგარიანცს უფლება მიეცა კავკასიაში შეეძინა 3000 ფუთი შალი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ავადმყოფობის გამო საგურამოს სკოლის მასწავლებლის, არისტოკლე რამინიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილის „ალის“ ცალკე წიგნად გამოშვება გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბრიდან თბილისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის რედაქტორობით ყოველდღიური ქართული გაზეთი „ახალი დროება“ უნდა გამოსულიყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაბანოვი და ბეჟანოვი კენჭს იყრიდნენ საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს გომარეთის სკოლის მასწავლებელმა ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ჯამაგირის მომატება სთხოვა. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსებაზე უარი განაცხადა, რადგან ეს საზოგადოების წესდებას ეწინააღმდეგებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც საზოგადოების სკოლებში წლის განმავლობაში 517 ქალ-ვაჟი სწავლობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას გახსნილი ჰქონდა 7 სკოლა, აქედან 5 ვაჟებისა და 2 ქალებისა. ასევე თავშესაფარი სახლი ღარიბთათვის და ერთიც ყმაწვილებისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიღებული თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიშის მიხედვით საზოგადოებას სკოლების, ღარიბთა და ყმაწვილთა თავშესაფრებისა და სხვა საჭიროებისთვის 26 074 მანეთი და 99 კაპიკი დაუხარჯავს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას საანგარიშო წელიწადში სახარჯავად 41 625 მან. და 94 კაპიკი ჰქონდა გამოყოფილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში 1886 წლის 1-ელი ივნისიდან 1887 წლის 1-ელ ივნისამდე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს სამი ახალი ქართული წიგნი: ვასილ ბარნოვის „საკვირველი ხე“ და „პაპუნა“ და ასევე, „სარკე კაცის შინაგანი ცხოვრებისა“, მღვდელ-მონაზონ ბენედიქტეს მიერ შედგენილი სხვადასხვა ძველი ქართული წერილებიდან, რომელიც ათონის ქართველთა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანემ გამოსცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ აპრილის დამლევს ან მაისის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ მუშტაიდში გაიმართებოდა ლატარეა-ალეგრი. მსურველებს შესაწირი ნივთი ოლღა ჭავჭავაძის ან საზოგადოების სახელზე უნდა გაეგზავნათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით სახალხო სახლში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობის მე-5 და უკანასკნელი სხდომა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეების წარმომადგენელთა ყრილობამ გაბრიელ ცისკარაშვილს დაავალა სოფელ ძველი დმანისის (ბორჩალო) საჭიროებათა შესწავლა და შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა დამფუძნებელი კრების წინაშე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობა დაეთანხმა მომხსენებელ შალვა ქარუმიძეს და რეზოლუციის გამოტანა პრეზიდიუმს დაავალა.