ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ასათიანის წერილი „სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციათა თათბირის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 სექტემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა დ. ახალშენაშვილის წერილი, რომელსაც ის დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სწერდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის პიესის „მწირი სარდალი“ III ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 ივნისს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის დაკრძალვაზე მღვდელი ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი სიტყვით გამოვიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის სტატია „წერილები მეგობართან ქართველ მუსულმანების შესახებ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ სპირიდონის ძე ხაჟალიას ლექსი „გაზაფხული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძის ლექსი „ქარიშხალს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დემურ (დუშიკო) გიორგის ძე ფალავანდიშვილის თხზულება „ჩემი სიზმარი ახდა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი ძმა დავით მესხი სიტყვით გამოვიდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის წერილი 3 მაისს არტისტული საზოგადოების დარბაზში გამართული აშუღების საღამოს შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 16 მაისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 მაისს სახალხო სახლში გამართული კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის წერილი დუშეთში 7 მაისს გამართული წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 16 მაისს ხაშურში სოფრომ ტარუაშვილის „მამა და შვილი“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 მაისს დუშეთში ადგილობრივმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა გაბრიელ სუნდუკიანცის „საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“ და ვალერიან გუნიას პიესები „არც აქეთ, არც იქით“ და „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი 16 მაისს ხაშურის დრამატული წრის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებზე „მამა და შვილი“ და „მე მოვკვდი“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ქართველ ქალთა საზოგადოებამ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის ისტორიული მოთხრობა „ასული ლევან მეფისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს გამოქვეყნდა ალექსი მირიანაშვილის საბავშვო მოთხრობათა კრებულის „პატარა მოამბე“ პირველი ნაწილი

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მისი საბავშვო მოთხრობათა კრებულის „პატარა მოამბე“ მეორე ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს გაზეთ „თემის“ №206-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „გლოვა“, რომელიც აკაკი წერეთლის გარდაცვალებას მიეძღვნა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ №21-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „იშვიათი საღამო“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილმა აღნუსხა მხოლოდ ის ნაწერები, რომლებიც ხელთ ჰქონდა ან მეხსიერებით აღადგინა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილმა თავისი თხზულებების მხოლოდ მცირე ნაწილის აღნუსხვა მოახერხა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილი აღნიშნავდა, რომ მას სხვა მიზეზებთან ერთად ავადმყოფობამაც შეუშალა ხელი მოეძიებინა და შეეგროვებინა ყველა ის სტატია, რაც ორმოცი წლის განმავლობაში დაიბეჭდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში.