ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50108

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ გრიქუროვის მაღაზიაში იყიდებოდა მისი თხზულების „მრევლში“ სომხური თარგმანი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მისი თხზულება „მრევლში“ სომხურ ენაზე თარგმნა ყაზარ კარაპეტიანცმა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1889 წლებში ვასილ კოპტონაშვილის კორესპონდენციები იბეჭდებოდა გაზეთში „დროება“ და ჟურნალში „ივერია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ერმალოზ გიორგის ძე კევლიშვილის სტატია „მგზავრის წერილები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ გაჩეჩილაძის ლექსი „კავკასიის ქედი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა, ილია სიხარულიძის ლექსი „მე ლტოლვა მინდა!“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის სტატია „წერილები მეგობართან ქართველ მუსულმანების შესახებ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის ლექსი „კუჭი*.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს პოლიტიკური ეკონომიკის დოქტორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა დაასრულა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მინდობილობით გორის მაზრის მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის კვლევა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს გამოიცა არტემ ახნაზაროვის ლექსების კრებული.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18-20 ნოემბერს ქუთაისის მაზრის საჭიროებათა გამოსარკვევად შექმნილი საგუბერნიო კომიტეტის კრებაზე ერმილე ნაკაშიძემ წაიკითხა მოხსენება მებაღეობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში ფილიპე გოგიჩაიშვილი გორის მაზრის კვლევის შემდეგ დაბრუნდა თბილისში, სადაც მოხსენებით უნდა წამდგარიყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წინაშე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის საბჭოს დადგენილებით ბათუმელმა მხატვარმა ქუთაისის მოურავად ნამყოფი, აწ გარდაცვლილი ლუკა ასათიანის პორტრეტი დახატა გამგეობის დარბაზში დასაკიდად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დაიბეჭდა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი „საქართველოს კალენდარი". გამოცემა დააფინანსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს ქართული წიგნის გამომცემლობამ გამოსცა შიო მღვიმელის „ნობათი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოსული შიო მღვიმელის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა მისი ნაწარმოები „ჩემი ყვავილები“.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ დაბეჭდა შიო მღვიმელის „ცელქები“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გამოიცა შიო მღვიმელის „ტყის სურათები“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ შიო მღვიმელის საბავშვო წიგნი „სამი ამბავი“ გამოსცა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ოცხელის გამომცემლობამ ქუთაისში გამოსცა შიო მღვიმელის რჩეული ლექსები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა შიო მღვიმელის საყმაწვილო ლექსები.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოიცა შიო მღვიმელის „ჩემი ყვავილები“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს, ალექსანდრე II სიკვდილის შემდეგ, აღტაცებით კითხულობდნენ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ აკაკი წერეთლის ლექსს „დღეს მერცხალი შემოფრინდა“.