რეგისტრირებული ფაქტები47898
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 18 ნოემბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე ნიკო ცხვედაძემ წარმოადგინა მის მიერ შედგენილი ინსტრუქცია კავკავის სკოლის მართვის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და საზოგადოების წევრებს მოუწოდა, დასწრებოდნენ ინსტრუქციის განხილვას.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე ნიკოლოზ ავალიშვილმა თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ შეეძინათ მის მიერ გამოცემული წიგნის „თავადის ქალი“ 500 ეგზემპლარი, თითოეული 1.50 მანეთად. გამგეობამ თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეისყიდონ მისგან „დედა ენის“ მეცამეტე გამოცემის 24000 ეგზემპლარი შემდეგი პირობების თანახმად: 1) დაბეჭდვის და ჰონორარის ფასად მისცენ მას 480 თუმანი და 2) ეს თანხა გადასცენ ნაწილ-ნაწილ, თუნდაც თვეში 10 თუმნის ოდენობით, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე განიხილეს გურია-სამგერელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლათა ზედამხედველ თედო ჟორდანიას თხოვნა, ეპარქიის 37 სკოლას დახმარებოდნენ სასწავლო წიგნებით და ნივთებით, რადგან მათ სიღარიბის გამო შეძენა არ შეეძლოთ. გამგეობის გადაწყვეტილებით, თ. ჟორდანიას 18 თუმნის სასწავლო წიგნები გაუგზავნეს.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ ხაზინადარმა ყველა სხდომაზე უნდა წარუდგინოს კრებას, საზოგადოებას გასულ თვეში ან უკანასკნელ და ახალ სხდომას შორის ვისგან რა თანხა შეუვიდა და რამდენი დაიხარჯა.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების მმართველობის სხდომა უნდა გაიმართოს ერთხელ დაწესებულ დროს (მაგალითად, ყოველი თვის 15-ის შემდეგ, პირველ შაბათს, საღამოს 7 საათზე) ან თავმჯდომარის მიერ არჩეულ დროს.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომას შეიძლება გარეშე პირებიც დაესწრონ, მაგრამ საუბრის უფლება არ აქვთ და თუ თავმჯდომარე დაითხოვს, სხდომა უნდა დატოვონ.
1881
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იმ დღესვე არ იღებენ, ამისთვის მეორე შეხვედრაა საჭირო.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე თავმჯდომარემ საზოგადოების წევრებს უნდა აუხსნას წესები, მოახსენოს განსახილველი საკითხები და რიგრიგობით მისცეს საუბრის უფლება. გამომსვლელი ფეხზე უნდა იდგეს.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ ფულის საანგარიშოდ ხაზინადარს უნდა ჰქონდეს ზონარგავლებული, გადანომრილი და თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებული სამი წიგნი: საკვიტანციო, შემოსავლის და გასავლისა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ საზოგადოების სახელით გარეშე პირები აგროვებდნენ ფულს, რომელსაც იყენებდნენ სათავისოდ და არა საზოგადოების სასარგებლოდ. ინფორმაციის მოძიება, თუ ვინ და რა საფუძვლით აგროვებდა ფულს საზოგადოების სახელზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს დაავალა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ, რომ სკოლას გაუგზავნონ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში შესული ფული უნდა მიიღოს მდივანმა და ხაზინდარს ჩააბაროს თავისი და თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი შემოსავლის ორდერით.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის დასახარჯ ფულს მდივანი იღებს ხაზინადრისგან გასავლის ორდერით, რომელიც ხელმოწერილია თავმჯდომარისა და მის მიერ.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზია და წიგნების საწყობი აბარია მდივანს. ის არის მაღაზიაზე პასუხისმგებელი როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის წინაშე.
1894
ტიპი: ავტორობა
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების შემოწირულობებს – წიგნებს, ხელნაწერებს, ძველ ფულს, სურათებსა და არქეოლოგიურ ნივთებს – იღებს მდივანი. მან ყველა შემოწირულობის შესახებ გამგეობას უნდა აუწყოს.