ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45897

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1870

ტიპი: ავტორობა

1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელმა და მისმა ძმამ, გიორგიმ ერთი ღამე თბილისში, ავლაბრის სადგურში, გაათენეს.

1870

ტიპი: ავტორობა

1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელმა და მისმა ძმამ, გიორგიმ ერთი ღამე თელავის დუქანში გაათენეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ უფროსები უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდნენ და მათთან ბრძოლამ საშინლად მოქანცა და დააავადა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ნოე ჟორდანიამ სამადლობელი წერილი მისწერა დიდ მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლეს საბჭოს საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტოდ აღიარების გამო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა ლონდონში საქართველოს წარმომადგენლობას, ატყობინებდა, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა შეასრულა დაპირება და დაეხმარა საქართველოს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც აღნიშნა, რომ იტალია ერთადერთი იყო დიდ სახელმწიფოთა შორის, რომელმაც ერთა ლიგის სხდომაზე ხმა მისცა საქართველოს ერთა ლიგის წევრობას.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს მისი ნაწარმოები „სამი ცელქი“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის პოემა „ძუნწი და ნატვრა“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის საყმაწვილო კრებულები, „ცვარი“ და „ჩემი ყვავილები“ ცალკე წიგნად იყო გამოცემული.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა დ. სარაჯიშვილსა და მის მეუღლეს, ანა ბარათაშვილისას, რომლებიც ფულით დაეხმარნენ მეტეხის საპყრობილის საკვირაო სკოლის გახსნაში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შიო მღვიმელის ლექსი „ჩემსას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია „ფიქრები ფრტამოტეხილისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აგვისტოს დიდუბეში ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის დაკრძალვაზე იოსებ იმედაშვილმა სიტყვა წარმოთქვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს მოსე ჯანაშვილმა დაწერა წიგნი „ქართული მწერლობა“ 3 ტომად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს იოსებ ქუთათელაძე საღორიაში გეგმავდა კავკასიის სააბრეშუმო სადგურის გაშენებას ბჟოლის (თუთის) ხის საუკეთესო ნერგებით, საიდანაც სოფლის მცხოვრებლებს ბჟოლის ნერგებს იაფად მისცემდნენ და დაარიგებდნენ ცნობებს ბჟოლის გაშენების შესახებ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავას მასწავლებელმა სოსო ღოღობერიძემ შეატყობინა, რომ დირექტორ სტოიანოვის გადაწყვეტილებით მას სასწავლებლიდან არ გააგდებდნენ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში დაწერილ იაკობ ფანცხავას ლექსების კრებულში ერთი ლექსი ალექსანდრე მესამესაც ეძღვნებოდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას დაწერილი ლექსების კრებული ილია ჭავჭავაძის შემოქმედების გავლენით იყო შექმნილი..

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავას დაწერილი მოხსენება „В вихре современности“ ალექსანდრე მესამის ეპოქის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აღწერას ეძღვნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „უქმად არ გაჰქრება!..“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ივნისში ზაქარია ჭიჭინაძე დასაბეჭდად ამზადებდა ზეპირი გადმოცემებით შედგენილ კრებულს „ქართველების გამაჰმადიანება“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში" დაბეჭდილ წერილში ეკატერინე ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ქუთაისის სახალხო თეატრის შენობის გასამაგრებლად გამოიყენეს განსვენებული სოლომონ ივანეს ძე ლეონიძის მიერ დატოვებული 500 მანეთი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ექიმმა გიორგი ქორქაშვილი ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წინაშე წარდგა მოხსენებით გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ჰაიდარ-ბეგ აბაშიძის წერილი „როდის გავიგე მე, რომ ქართველი ვარ?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის წერილი „შერიფ-ბეგი ხიმშიაშვილი“.