ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50440

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 12 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე მოხსენება წაიკითხა პურით ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის წევრმა ივანე თაიროვმა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ნიკოლაძემ წაიკითხა საბჭოს სავაჭრო და საზღვაოსნო განყოფილების წინადადება ფოთის საზღვაოსნო სკოლის ორკლასიანად გადაკეთების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 ნოემბერს ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ თანხა გაიღო მთავარმმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 ნოემბერს ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ თანხა გაიღეს ზაქარია ერისთავმა და ნატალია ხერხეულიძისამ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გამოიცა ალექსანდრე შაჰ ბარათოვის პატარა ქართული წიგნაკი „დედის განსაცდელი და სხვადასხვა ლექსები", რომელიც შეადგინა ვიქტორ მატარაძემ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის თხზულება „ფიქრები ფრთამოტეხილისა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მაისში ხელოსანთა კლუბში გამართულ ხელოსანთა პირველ ლიტერატურულ დილაზე იოსებ იმედაშვილმა ისაუბრა იოსებ დავითაშვილის ცხოვრებისა და მწერლობის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „დავიწყებული მგოსანი დავით გივიშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 ივნისს სანდრო კავსაძის კონცერტზე კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა წაიკითხა ლექცია ქართული ეროვნული მუსიკის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი ხაშურის დრამატული დასის მიერ სოფლებში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 24 მაისს სახაზინო თეატრში გამართული წარმოდგენის, „ოტელოს“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 24 მაისს სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენის „ყაჩაღები“ შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი „მეგობრებს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელიას პიესის „ქურდი ანუ კეთილისმყოფელი“ დასაწყისი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „ქართველი გრიგორიანები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის ლექსი „სიტყვა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ ლორთქიფანიძის განკარგულებით თავად-აზნაურთა საგვარეულო წიგნის შედგენა მიენდო დავით მდივანს, რომელმაც ამისთვის ჯილდოდ 1 600 მან. მიიღო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას პიესის „მწირი სარდალი“ IV ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „საიდუმლო ტრაგედია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატია „ქართულ კონცერტზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (უსავანოს) სტატია ხარფუხის საზოგადო თეატრში წარმოდგენილი „არშინ მალ ალანის“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის თხზულება „ფიქრები დარაჯობის დროს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 ივნისს სახალხო სახლში სახალხო უნივერსიტეტის გამართული საერთაშორისო დილის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 5 ივნისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „ლეკის ქალი გულჯავარ“ შეხახებ.