რეგისტრირებული ფაქტები51622
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო თავდგირიძის ხელმძღვანელობით ფოთში გაიმართა ლატარეა-ალეგრი, რომლის შემოსავალი ქალაქის გამგეობას გადაეცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების გადაწყვეტილებით ილია წინამძღვრიშვილის მიერ შედგენილი წიგნი ვაზის მოშენებაზე ზაქარია ჯორჯაძეს უნდა განეხილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე მიქაძე ქვემო იმერეთის სოფელ ღანირში სამრევლო სკოლის დაარსებას ითხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების გამო სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), ბათუმის მოსახლეობამ საეკლესიო კომისიას ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობის დაჩქარება სთხოვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 დეკემბერს თელავის კლუბის დარბაზში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაზე რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხუმრება“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას ნაღდი ფულით — 3555.32 მანეთი, ქაღალდებად კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ ვასილ ბეჟანეიშვილისა და ილია ბახტაძის წიგნის მაღაზიებში ქართული ენის რვეულების დიდი რაოდენობით შეძენის მსურველებს საფასურს გაუიაფებდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დაიხურა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობა, დახურვის წინ ყრილობამ აირჩია საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: შაქრო ბეგიაშვილი, შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე, ივანე გიორგის ძე ციციშვილი, ალექსანდრე კუჩენბახი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ვ. ათანაშვილი, ალექსანდრე აბაშიძე, გ. ედიშერიძე, ვ. ბაკურაძე, გ. ქუმსიშვილი (კარატიელ?), ლ. ლიქოკელი, კ. სვიმონიშვილი, ტამელინი, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი, ალექსანდრე აბრამის ძე მაჩაბლიშვილი, მოლა-ყარა-მუსა-ოღლი, ავარამაზ მემედ ალიოზ-ოღლი, შ. ღვინიაშვილი, ჰაჯი-ყერამინ-აჯი ვალი ოღლი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ჭავჭავაძის სახლი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგებლობაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ დააზღვია 30 000 მანეთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს გენერალ ალხაზოვის დასაფლავებას ესწრებოდნენ ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე, ივანე გივის ძე ამილახვარი, ვიცე-გუბერნატორი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი და სხვ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს საექიმო საზოგადოების სხდომაზე მიხეილ გედევანიშვილს მოხსენება უნდა წაეკითხა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 დეკემბერს ა. ზ. ბარნოვმა და ზ. ჩხიკვაძემ თელავის კლუბის დარბაზში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 დეკემბერს თელავის კლუბში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაზე ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ წარმოადგინეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოსი პალადი იმერეთის ეპარქიის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის მიერ სურამში დადგმულ პიესაში „სამშობლო“ მონაწილეობდნენ მსახიობები: ნატალია გაბუნია-ცაგარელი, კონსტანტინე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე და სხვები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის უნდა გადაეწყვიტა, სამეგრელოს რომელ ქალაქში გახსნიდნენ სასულიერო სასწავლებელს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ირაკლი ჭეიშვილმა, ვანო გიუნაშვილმა, კირილე ლაზარეს ძე წილოსანმა, მ. საგინოვმა, ვ. დუდუჩავამ, ნ. თუხარელმა, დ. გოგეშვილისამ და ს. მგელაძემ ნიგოითის სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ნესტორ გიორგის ძე მხეიძემ, კონსტანტინე კალანდარიშვილმა და დ. მშვიდობაძემ ნიგოითის სამკითხველოს 3-3 მანეთი შესწირეს, დ. ბარამიძემ, დ. ფირცხალაიშვილმა და სილ. ტოროტაძემ – 2-2 მანეთი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლივერ უორდროპი საქართველოში მოგზაურობის დროს თელავში ჩავიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თადა აშორდიამ მეგრული დამწერლობის დაარსება გადაწყვიტა და მეგრული ანბანი შეადგინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ხორო გამართავდა სამმოქმედებიან წარმოდგენას „ყარამანი“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე პოლტორაცკის „Кавказский календарь“-ის შესაძენად 8 მანეთი გადასცეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს სოფელ ენისელში მასწავლებელ ლევან ხოსროშვილს თავს დაესხნენ ყაჩაღები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვარს პროფესორ სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართა სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომა.