ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50897

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში თედო სახოკიამ მამას პირველად გაუგზავნა წერილი ქართულ ენაზე.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში მარტვილიდან ქართულად მიწერილ წერილში თედო სახოკია სწავლაში თავისი წარმატებების შესახებ ატყობინებდა მამას და ასევე სამი აბაზის გამოგზავნას სთხოვდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს ფილიპე მახარაძემ შეადგინა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი გვაზავას წერილი 31 მაისს ზუგდიდში გამართული წარმოდგენის „და-ძმა“ შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 23 ივლისს ლაგოდეხის ყაზარმის სცენაზე გამართულ საღამოზე შალვა მოლაშვილმა საკუთარი ლექსი წაიკითხა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა თბილისის გუბერნატორს თხოვნით მიმართა, ნება დაერთოთ პატიმრებისათვის საკვირაო სკოლა გაეხსნათ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი ლასხიშვილს მოსკოვში მცხოვრებმა მიხეილ ხელთუფლიშვილმა წერილი გაუგზავნა მოსკოვში სტუდენტების არეულობის შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს მოსკოვში მცხოვრებმა მიხეილ ხელთუფლიშვილმა ოდესაში გაგზავნილი წერილით მოსკოველ სტუდენტთა არეულობისა და იქაური უნივერსიტეტის დახურვის შესახებ აუწყა გიორგი ლასხიშვილს და სხვა ქალაქების უნივერსიტეტების სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა დუტუ მეგრელმა დაწერა მოთხრობა „საცოდავნი“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნი“ პოზიტიურად მიიღეს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის (კიაზოშვილის) სტატია „დეკლამაცია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელენე (ელო) იოსების ასული ანდრონიკაშვილის პიესის „მზის საიდუმლო“ დასაწყისი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ლამაზი სული ეკატერინე ივ. სარაჯიშვილისა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 14 ივნისს გორში სამსონ ფირცხალავას უნდა წაეკითხა ლექცია „სამაჰმადიანო საქართველო – ძველი მესხეთი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის თხზულების „მარო და ვარლამი“ დასასრული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (ექიმ შტოკმანის) სტატია „სწორუპოვარი მეუღლენი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ივნისში იასონ კერესელიძემ იოსებ გედევანიშვილის მოთხრობები წიგნად გამოსცა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია გარდაცვლილი ეკატერინე სარაჯიშვილის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ივნისს ილია ფერაძეს ქუთაისში უნდა წაეკითხა რეფერატი დიმიტრი ბაქრაძის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სეზმან ბატკუაშვილის (ერთაწმონდელის) ერთმოქმედებიანი დრამა „დაჭრილია ორბი“ წიგნად დაბეჭდეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის ლექსი „ბარათი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის პიესის „მწირი სარდალი“ V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიის „ქართველი ხელოვანი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „აკროსტიხი“ ანდრია ღულაძის წიგნსაცავიდან.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ექიმმა ივანე ელიაშვილმა ქართულად თარგმნა ილია მეჩნიკოვის სამეცნიერო-ფილოსოფიური თხზულება „ადამიანის ბუნება“.