ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49952

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ხატოვან სიტყვა-თქმათა მეორე და მესამე ტომები.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა მოგონებები „ციმბირში − მოგონებანი ციმბირში გადასახლების დროისა“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს იაკობ ფანცხავა ვარაუდობდა, რომ მისი გამოკვლევა კალენდრის შესახებ პოპულარული გახდებოდა მკითხველთა წრეში, თუ ამ თხზულებას ცალკე წიგნად გამოსცემდნენ და საზოგადოეაში გაავრცელებდნენ ქართულ, რუსულ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს იაკობ ფანცხავა იმედოვნებდა, რომ მისი გამოკვლევა კალენდრის შესახებ მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს დაიმსახურებდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავა წერდა, რომ თუ ოდესმე მისი ნაწერები დაიბეჭდებოდა და ცალკე წიგნად გამოიცემოდა, მისი სრული შემოქმედება დიდ კაბადონიან რვა ტომს გაწვდებოდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ლავრენტი ბერიას დაუწერია ნაშრომი „ამიერკავკასიის ორგანიზაციის ისტორიის საკითხისათვის“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი წერდა ქართულ ენაზე.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მისი წერილები და მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალებში „კვალი“, „მოამბე“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მან დაწერა არაერთი საგაზეთო წერილი, რომლებიც გამოქვეყნდა გაზეთებში: „ივერია“, „სახალხო გაზეთი“ და „საქართველო“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მისი თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მან თარგმნა ფრანკოს მოთხრობა „ნაძირალნი“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მას ეკუთვნის საგაზეთო წერილები: „საბრალო დარეჯანი“, „პირველი ნაბიჯი“, „სოფელს დაუბრუნდით“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია თავის ნაშრომებს ქართულ ხატოვან თქმათა და ქართული ანდაზების შესახებ თავისი შემოქმედების გვირგვინად მიიჩნევდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია ხაზს უსვამდა, რომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან, მისი აზრით, ხალხს დავიწყებული ჰქონდა ქართულ ზეპირთქმათა უმრავლესობა და არც მათი სწორად გამოყენება შეეძლო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია გამოთქვამდა აზრს, რომ ხალხური ზეპრისიტყვიერების ნიმუშების შენარჩუნება მხოლოდ მათი დაწვრილებითი აღნუსხვითა და ქაღალდზე გადატანით იყო შესაძლებელი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლიდან ოლივერ უორდროპის მიერ თედო სახოკიასთვის გამოგზავნილი ყოველი წერილი თავს დასტრიალებდა საქართველოსა და ქართველი ერის კეთილდღეობას.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-1915 წლებში ინგლისიდან ბრიუსელში დაბრუნებულს, მას ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში საინტერესო მიმოწერა ჰქონდა ინგლისში გაცნობილ ოლივერ უორდროპთან.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ოლივერ უორდროპს დაწერილი ჰქონდა ნაშრომი „საქართველოს სამეფო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ოლივერ და მარჯორი უორდროპებს ინგლისურად ნათარგმნი ჰქონდათ „ვისრამიანი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ოლივერ და მარჯორი უორდროპებს ნათარგმნი ჰქონდათ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ოლივერ და მარჯორი უორდროპებს ნათარგმნი ჰქონდათ ვლადიმერ აღნიაშვილის ქართული ზღაპრები.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „სიმღერა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 დეკემბრის „დროებაში“ სტეფანე მელიქიშვილის სტატია „პეტერბურგი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია ესეებს წერდა საქართველოს პროვინციათა ცხოვრების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია „ივერიაში“ ბეჭდავდა პროვინციის ცხოვრების ამბების შესახებ დაწერილ თავის ესეებს.