ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50369

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „სიმღერა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 დეკემბრის „დროებაში“ სტეფანე მელიქიშვილის სტატია „პეტერბურგი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია ესეებს წერდა საქართველოს პროვინციათა ცხოვრების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლიდან თედო სახოკია „ივერიაში“ ბეჭდავდა პროვინციის ცხოვრების ამბების შესახებ დაწერილ თავის ესეებს.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში პარიზში მოღვაწე არჩილ ჯორჯაძის წერილები რეგულარულად იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელში“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძეს რამდენიმე წერილის ქართულად დაწერაში დაეხმარა და თვითონ მერე გაასწორა. თედოს თქმით, არჩილი დროთა განმავლობაში ისე გაიწვრთნა ქართულად წერაში, რომ შემდგომში მის ნაშრომებს ნაკლები შესწორება სჭირდებოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძეს რუსულად დაწერილი ორი წერილის ქართულად თარგმნაში დაეხმარა, შემდეგი წერილი კი ქართულად დააწერინა ჯორჯაძეს და ამის მერე მასთან ერთად შეასწორა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძე საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე წერილის დაბეჭდვას აპირებდა ქართულ პერიოდიკაში, რათა ქართველ მკითხველს უკეთ გაეცნო მისი ნააზრევი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში მასთან მისული არჩილ ჯორჯაძე „ცნობის ფურცლისთვის“ რუსულად დაწერილი თავისი წერილის ქართულად თარგმნას სთხოვდა. თედოს თქმით, ჯორჯაძეს მთელი რიგი წერილების დაწერა ჰქონდა განზრახული და მათ გადმოქართულებაში თედოს სთხოვდა დახმარებას.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს არჩილ ჯორჯაძეს რუსულად ჰქონდა დაწერილი წერილი ეროვნული საკითხის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკია ტოლსტოის მოძღვრებას 1900-იან წლების რუსი არისტოკრატიის გატაცებად და მოდურ მოძღვრებად ახასიათებს.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკურ ხედვას ახასიათებდა, როგორც მერყევსა და ერთ გარკვეულ პოზიციას მოკლებულს.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მან თარგმნა ფრანკოს მოთხრობა „ავი სენი“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883-1889 წლებში შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლებს მხეცებს ადარებდა.

1883

ტიპი: ავტორობა

შიო არაგვისპირელი გიჟად მოიხსენიებდა თავის ბერძნულის მასწავლებელს, რომელიც 1883-1889 წლებში ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს დუტუ მეგრელის მუშაობის შესახებ მონაცემთა ხილვა შესაძლებელი იყო ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ანკეტაში.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან წერა ადრეულ ასაკში დაიწყო.

1880

ტიპი: ავტორობა

გრიგოლ აბაშიძე ადრეული ასაკიდან ავლენდა სამწერლო ნიჭს და უკვე 1880-იან წლებში მისი ლექსები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს „ივერიაში“ დაბეჭდილმა დუტუ მეგრელის წერილმა გამოიწვია ილია ჭავჭავაძის წერილის, „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“ გამოქვეყნება.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს გამოცემული ნაწერების სრულ კრებულში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მისი „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“ დუტუ მეგრელის ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი წერილის გამოქვეყნების მერე შეიქმნა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დუტუ მეგრელის გვიანდელი პერიოდის ლექსები უმეტესად მისი პირადი განცდის ერთგვარ დღიურებს წარმოადგენდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, სიმონ ყვიცარიძემ და რაჟდენ გიგაურმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო გაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ორ-ორი მანეთი გაიღეს.

1877

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიამ 1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლში სწავლის პერიოდი ვრცლად აღწერა თავის თხზულებაში „წარსულიდან“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია თავის მეგობარ შიო დედაბრიშვილს ახასიათებდა სიტყვაძუნწ პიროვნებად, რომელსაც საერთოდ ემძიმებოდა ლაპარაკი.

1889

ტიპი: ავტორობა

თავისი მოკრძალებული ხასიათის გამო საკმაოდ დიდხანს, 1889 წლამდე ერიდებოდა თავისი ნაწერების გამოქვეყნებას.