ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანის „ხეთი და ნაირი“ დაიბეჭდა ჟურნალში „განათლება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს სიმონ ქვარიანმა დაწერა ისტორიული მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1910

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის მიერ 1910 წელს დაწერილი მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“ გიორგი სააკაძის ეპოქას აღწერდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915-16 წლებში სიმონ ქვარიანმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის ნაშრომის „ქართული ერის ისტორია“ I ტომი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940-იან წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში სიმონ ქვარიანმა სინანულით აღნიშნა, რომ მწერალთა კავშირიდან ისე გარიცხეს, თითქოს გასაბჭოების დროიდან არაფერი გაეკეთებინოს მხატვრულ ლიტერატურაში.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში თევდორე კიკვაძემ დაწერა მოკლე ავტობიოგრაფია.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ვალოდია ლორთქიფანიძეს გერმანულიდან ნათარგმნი ჰქონდა საბერძნეთისა და ძველი რომის ისტორია.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის სექტემბერში სტატისტიკოსმა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა გორის მაზრის კვლევა დაასრულა და მასალის დამუშავება დაიწყო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანის რომანი „შოთა რუსთაველი“ უქაღალდობის მიზეზით არ იყო დაბეჭდილი მთლიანად.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-იან წლებში ჟურნალ „მნათობში“ სიმონ ქვარიანის რომანის „შოთა რუსთაველი“ რამდენიმე თავი დაიბეჭდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანის რომანებიდან მხოლოდ „დიდი მოურავი“ დაიბეჭდა ცალკე წიგნად.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანის შედგენილი სასკოლო სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“ ყოველწლიურად იბეჭდებოდა 20 ათას ცალამდე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომმა „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ ევროპელ მკითხველთა ყურადღება მიიქცია.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს მონპელიეში აგრონომიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში სიმონ ქვარიანმა დაწერა ნაშრომი „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანმა დაწერა „ხეთი და ნაირი“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 ქვარიანმა დაწერა ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში სიმონ ქვარიანის წერილი „ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“ დაიბეჭდა „აკაკის კრებულში“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში პარიზის აგრონომიულ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში სიმონ ქვარიანმა დაწერა წერილი „ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში პარიზში სწავლის პერიოდში სიმონ ქვარიანმა აგრონომიულ ინსტიტუტში აღმოაჩინა საქართველოსთვის საგულისხმო მასალები, რამაც მას საშუალება მისცა დაეწერა რიგი წერილებისა საქართველოს შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში სიმონ ქვარიანი საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში წერილებს აქვეყნებდა ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძაზე ფიქრობდა, რომ იგი კოსმოპოლიტთა იდეოლოგიას იაზრებდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ლექსები რუსულ ენაზე ნათარგმნი ჰქონდა „ივან და მარიას“.