ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49479

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 აგვისტოს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ავადმყოფი და ხნიერი სამხედრო პირების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 19 მაისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ლტოლვილების გაუსაძლის მდგომარეობაზე და ითხოვს მასალების მიწოდებას იმ დევნის შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს მაისის თვეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობდა მაისის თვეში უცხოური გაზეთის წარმომადგენლებთან და რედაქტორებთან პოლიტიკური ხასიათის შეხვედრების შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობდა მაისის თვეში ინიცირებული შუამდგომლობის შესახებ ვარშავაში ქართული ენის კათედრის გასახსნელად.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, სადაც ის მინისტრს ატყობინებს, რომ ლტოლვილების ჩამოყვანის საკითხი ისევ მოუგვარებელი დარჩა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს აღმოსავლეთის ინსტიტუტში ჩატარებული ლექციების შესახებ, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 18 მარტს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს, რომ რუსი მონარქისტები ფარულად მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას. თუმცა, ვერ აკონკრეტებს რომელ მონარქისტულ ჯგუფზეა საუბარი და სთხოვს ევგენი გეგეჭკორს, გაუზიაროს ცნობები არსებული ინფორმაციის შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ოპოზიციონერი პარტიის ლიდერების (ბარლიცკი, ლიბერმანი, ბაგინსკი) დატუსაღების შესახებ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მემარცხენეთა ბლოკი დატოვეს ქრისტიან-სოციალისტებმა. ასევე, გააქტიურდნენ პოლონელი უკრაინელები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას და ცეცხლს უკიდებენ მამულებს.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 23 ივლისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანმა, ხარიტონ შავიშვილმა წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც იგი საუბრობს ერთა ლიგის დემონსტრაციაზე მშვიდობიანობის დასამყარებლად და სთხოვს მას, მთავრობის პოზიციის გაზიარებას და დელეგატების გამოგზავნას, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსრიდეს ქართველი ხალხის პოზიცია.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 2 სექტემბერს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი, ხარიტონ შავიშვილი წერილით სთხოვს ევგენი გეგეჭკორს მანდატს, ვაშინგტონში გამოცემულ წიგნს საქართელოს შესახებ და ფრანგულ ჟურნალს, სადაც მისი სტატიაა გამოქვეყნებული.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 26 ივნისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი, ხარიტონ შავიშვილი ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში მოუწოდებს მთავრობას, რომ ღია წერილით მიმართოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც დაფიქსირებული იქნება ვარშავის ინციდენტი და ბოლშევიკების აგენტების კამპანიის შესახებ ინფორმაცია. მისი აზრით, ეს ფაქტი სასურველ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ. ის საუბრეობს ამერიკა-ჩინეთი-კორეის ომის შესახებ. გარდა ამისა, წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთი გაურბის საერთაშორისო შეტაკებას.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა წარმოთქვა სიტყვა თანამემამულეების წინაშე და გამოქვეყნდა მისი წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე, რომელშიც ის საუბრობს ქართული ემიგრაციის საერთო აპარატის შექმნაზე.