ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51536

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცახდა, რომ კარგი იქნებოდა თუ გამგეობა ევროპის დედაქალაქებში ყველა საერო ბიბლიოთეკას გასაცნობად გაუგზავნიდა ქართულ წიგნებს. ამ საკითხის მოგვარება გამგეობამ მდივანს დაავალა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ვრცელი მოგონება აკაკი წერეთელზე მას ჩაურთავს თავის ნაწერში „ჩემი თავგადასავალი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 იანვარს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი ატყობინებს საზოგადოების გამგეობას, რომ მას ხელთ აქვს 19 მაისს 1885 წლის საწევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი №229 და უმორჩილესად ითხოვს საკითხის ხელახალ შემოწმებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილით დათარიღებულ წერილში ნიკო მთვარელიშვილი თხოვნით მიმართავს ვინმე ბატონ ალექსანდრეს: ერთი მხრივ, აღადგინოს №118 ქვითარზე მის მიერ არასწორად გადახაზული ადგილი და, მეორე მხრივ – ხელი მოაწეროს №128 ქვითარს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა ვლადიმერ ჯავახიშვილმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“ და „დედა ენა“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხთა ხარჯთაღრიცხვა 80. 20 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ. 

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მ. გაჩეჩილაძემ, რომ განეახლებინათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ მ. გაჩეჩილაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გიორგი ყაზბეგმა სენაკის სკოლის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ სოხუმის განყოფილებისა და სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობას მისი მოხსენება არ განუხილავს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ქალთა წრის თავმჯდომარე ნინო ბეჟანის ასულმა ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება, რომლის მიხედვით, ქალთა წრეს თითქმის ყველა კუთხეში ჰქონდა გახსნილი განყოფილება და ყველგან მუშაობდნენ ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდის დაარსებისა და მისი მდგომარეობის შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მეორე მოხსენება ილია ჭავჭავაძის საფლავზე ძეგლის დადგმის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იროდიონ ხოსიტაშვილმა, რომ ესაჭიროებოდა ფინანსური დახმარება. გამგეობამ ი. ხოსიტაშვილს 3 თუმანი გადასცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ პეტერბურგის საკრედიტო საზოგადოების 16800 მანეთის ობლიგაციის კონვერსიის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა აპოლონ წულაძემ, რომ დახმარება გაეწიათ მისი შვილისთვის, რომელიც სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. გამგეობამ ა. წულაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ნავთლუღის სკოლის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 4 თუმანი სკოლის ნივთებისა და სწავლებისთვის საჭირო თვალსაჩინოების შესაძენად, რისთვისაც მათ ცნობის თანახმად გამოყოფილი ჰქონდათ 50 მანეთი, რომლისგანაც დაუხარჯავთ 25.49 მანეთი და დარჩათ 24.51 მანეთი. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ წიგნებისთვის გერგეთის სკოლას წელიწადში ეკუთვნის 50 მანეთი, აქედან დახარჯული აქვთ 12.50 მანეთი და ამჟამად გამგეობისგან ეკუთვნის 37.50 მანეთის წიგნები. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ატენის სკოლის მზრუნველმა მარიამ ორბელიანმა და სკოლის პედაგოგმა ეკატერინე მარკოზაშვილმა, რომ გაეთავისუფლებინათ სოფლის მოსახლეობა სწავლის საფასურის გადასახადისგან. გამგეობამ თავმჯდომარეს მიანდო ამ საკითხის გადაწყვეტა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ მხატვარმა გიგო გაბაშვილმა საზოგადოებას სთხოვა მუზეუმიდან ეთხოვებინათ სპილენძის 3 ჭურჭელი დასახატად. გამგეობამ გ. გაბაშვილის თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად სოფელ გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელს სტეფანე ნიკოლაიშვილს განუცხადებია, რომ სოფლელებს მიუღიათ ცნობა ინსპექტორისგან სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნის შესახებ, რომელსაც ხელფასს გადაუხდიდნენ ხაზინის ხარჯიდან, რაზედაც მათ უარი განუცხადებიათ და თავად მასწავლებელსაც გადაუწყვეტია, რომ გადასულიყო სამინისტრო სკოლაში მეორე მასწავლებლის ადგილზე, საბოლოოდ კი ასეთი ქმედებების გამო გიორგიწმინდის სკოლა დახურულად ჩაითვლებოდა. გამგეობამ გრიგოლ ბურჭულაძეს დაავალა ჩასულიყო სოფელში და პირადად გაერკვია საქმის დეტალები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების 1898 წლის დეკემბრის შემოსავალ-გასავალი განიხილეს. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარემ, ილია ჭავჭავაძემ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იპოლიტე ვართაგავამ თელავის სკოლის რევიზიის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.