ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50752

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც ის აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სიმძიმის ცენტრმა ქალაქიდან სოფლისაკენ გადაინაცვლა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ ოქტომბერს გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატიიდან ირკვევა, რომ მას წინა სტატიებშიც არაერთხელ გაუკრიტიკებია ნოე ჟორდანიას მოხსენება, რომელიც ეხებოდა საქართველოს მომავალ წყობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა შინაგან და ბავშვთა სნეულებათა განხრით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა ყოველდღე, გარდა კვირისა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე კითხულობდა, სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა როდემდე უნდა ყოფილიყო მხოლოდ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ღვაწლის, ჯაფისა და გულკეთილობის იმედად. სკოლას ფინანსური დახმარება სჭირდებოდა და ქართველი ადამიანის ვალდებულება იყო ასეთი ეროვნული საქმისთვის ეზრუნა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელ ივლისს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზიას“, რომელშიც მონაწილეობდნენ ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 ოქტომბერს გრიგორი გოლიცინი მეუღლესთან ერთად „ხილეულობისა და ბაღოსნობის” გამოფენას ესწრებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვაჟა-ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე და სხვ. ქართულ თეატრში დივერტისმენტს წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი და ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა ქართულ თეატრში დრამა „არსენას“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს პროკურორი, გამომძიებელი, ვიცე-გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე და მთავარეპისკოპოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი შეიკრიბნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ახალი წიგნი „ყვავილთა შორის” იბეჭდებოდა, რომელიც გიორგი ტატიშვილის მიერ ხეზე ამოჭრილი სურათებით უნდა გაეფორმებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თავადაზნაურთა უკანაკსკნელი არჩევნების გამო შეტანილი საჩივარი გრიგორი გოლიცინს განუხილავს, თუმცა უსაფუძვლოდ მიუჩნევია და უყურადღებოდ დაუტოვებია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბერს გამართულ ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე საქმეები დიმიტრი ცეცხლაძეს შეესრულებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბერს ოზურგეთის შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა კრება გაიმართა. იმ კრებაზე ახლად არჩეულმა გამგეობის წევრებმა ძველი გამგეობის ქონება გადაიბარეს. კერძოდ, ქონება ჩაბარდა ყარამან მამულაიშვილს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცელიდან” ვიგებთ, რომ მედუქნეებმა, ს. კიკვიძემ და იაგორ ბარხუდაროვმა მთავარმართებელს გაუგზავნეს თხოვნა, სადაც ეწერა, რომ ქალაქის გამგეობა სამიკიტნოებზე ბაჟის გაწერისას უნდა სარგებლობდეს სამიკიტნოების არსებული რაოდენობით და არა სამიკიტნოების იმ სავარაუდო რიცხვით, რომელსაც გამგეობა ადგენს ხოლმე წლის დასაწყისში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 მაისს თბილისის სახელმწიფო თეატრში იგეგმებოდა კონცერტის გამართვა, რომელშიც ნიკოლოზ კლენოვსკი იღებდა მონაწილეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 მაისს თბილისის საკათედრო ტაძარში ნიკოლოზ ალექსადრეს ძე რომანოვის დაბადების დღისთვის წირვა აღსრულდა. წირვას ნიკოლოზ რომანოვი და გრიგორი გოლიცინიც ესწრებოდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 მაისის „ცნობის ფურცლის” ინფორმაციით, ქალაქში დადიოდა ხმები, თითქოს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის გამგებლობაზე უარს იძახდა. თუმცა ეს ამბავი უბრალო ჭორი იყო და სარწმუნო წყაროს არ ეფუძნებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პლიუშჩევსკის დაუტოვებია წერილი, რომელშიც აღწერს, რომ 15 დეკემბრიდან ემზადებოდა კონსტანტინე მუხრანბატონზე თავდასასხმელად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გამოძიება იმ საქმისა, რომლითაც განსვენებული პლიუშჩევსკი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონს 98750 მანეთს ედავებოდა, კვლავაც გრძელდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ვაყაში ახალი სკოლა აკურთხეს, რომელიც კონსტანტინე რეიტერის მეოხებით დაარსდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 დეკემბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ხელოსანთა მოურავის არჩევნები უნდა გამართულიყო. კანდიდატთა შორის იყო ანდრია ივანეს ძე კაპანაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს გურიაში, დაბა ხიდისთავში, ხიდისთავის უფასო სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად ვალერიან გუნიას დრამა „და-ძმა” დაიდგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილმა კახეთში 192 გვერდიან ხელნაწერს „ცხოვრება და მოქალაქეობა წმინდისა მამისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატისი, მღვდელთ მოძღვრისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკის სიკილისაი, რომელი აღწერა ევაგრე ეპოსკოპოსმან, მოწაფემან მისმან” მიაკვლია. ეს მნიშვნელოვანი ხელნაწერი იყო, რადგან წმინდა ბაგრატის ასეთი ვრცელი აღწერა არც ბერძნულ სასულიერო მწერლობაში გვხვდებოდა და არც რუსულში.